ესპანეთი
6 237,00 ₾
აღმოაჩინე ესპანეთის სული ხელოვნების გზით. მოგზაურობა სერვანტესის, ფლამენკოსა და პაკო დე ლუსიას სამშობლოში.
ბარსელონა, მადრიდი, კორდოვა, გრანადა, სევილია. ანდალუსიის ცეცხლი.
გემოების თამაში ვისაც მოგწონთ, ადრენალინი ვისაც განსხვავებულით გსურთა დალიოთ, ესპანეთის ტემპერამენტულ თავგადასავალში ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ.
გაუდის შედევრებიდან ალამბრას არაბულ თავგადასავლებამდე. ეს მოგზაურობაზე მეტია – თქვენს ემოციებს დიდი გამოცდა უნდა მოვუწყოთ.
არ არის მარაგში
აღწერა
რა თავგადასავალი გელის წინ:
■ გრანადაში მავრიტანულ ლაბირინთებში ვიხეტიალებთ.
■ კორდოვაში უძველესი ქალაქი და მეჩეთი უნდა დაგათვალიერებინოთ.
■ მადრიდში მსოფლიო დონის სახელოვნებო ნიმუშებს ვნახავთ და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დავიძინებთ ქალაქში, რომელსაც მართლაც არ სძინავს.
■ ბარსელონაში გენიოსი გაუდის ნახელავს ხელის გაწვდენაზე ვნახავთ. კატალანიურ სულსა და სუნს სად შეიგრძნობ უკეთესად თუ არა აქაური ზღვის სანაპიროზე.
■ სევილიაში კი ის ნუ წამოვა, ვისაც არ ყვარებია და არც უნდა სამხრეთ ესპანეთის ნამდვილ, ნამდვილ, ნამდვილ ცეცხლში თამამად გაიაროს.
რა შედის საფასურში:
• 5 საკულტო ესპანური ქალაქი
• ფრენა თბილისიდან ბარსელონაში.
• შიდა ფრენა ბარსელონა მადრიდი.
• ფრენა სევილია თბილისი
• მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები ქალაქებს შორის.
• 3 ★ სასტუმროები საუზმით (2 კაციან ნომერში)
• ხელოვნების ლექციების ციკლი ყოველი დღის ბოლოს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.