სამშვილდე-წუღრუღაშენი-ბოლნისი

Back To Shop

სამშვილდე-წუღრუღაშენი-ბოლნისი

49,00 

არ არის მარაგში

აღწერა

რომ მკითხო საქართველოში ყველაზე მეტად რომელი ციხე ან უფრო სწორად, ნაქალაქარი მოგწონსო, სამშვილდეს ვიტყოდი 🏰
ეს ადგილი თითქოს ჩვენი ქვეყნის მთელ ისტორიას ჰყვება – დიდებასაც და დაცემებსაც, მოულოდნელად გაუჩინარებულ უზარმაზარ ციხე-ქალაქს, რომლის მოკირწყლულ ქუჩებში სიარულისას შეუძლებელია თავი შუასაუკუნეების ადამიანად არ იგრძნო ⏳
ჭივჭავის ხეობაში არწივები ბუდობენ და ადამიანის გამოჩენას ეჭვიანი ყივილით ეგებებიან 🦅 აქ ყველა ფანტაზია ინდივიდუალურად უნდა გაცოცხლდეს, მაგრამ მეგზური მაინც გვეყოლება, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე 🎓 რადგან ჩვენი მოგზაურობები ხომ ყოველთვის ლექციის ფორმატია და შემეცნების მასტერკლასებით მთავრდება 📚✨
სამშვილდედან ბოლნისისკენ წავიდეთ 🚐 ჯერ წუღრუღაშენი დავათვალიეროთ, შემდეგ გერმანელი კოლონისტების კვალსა და კულტურულ თანაარსებობას მივადევნოთ თვალი, გული და ყურიც 👣
ბოლნისის სიონსაც ვესტუმროთ ⛪ ეს ტაძარი თითქმის იმ ასაკისაა, რამდენისაც ჩვენში შემოსული ქრისტიანობა ✝️ უძველეს ქართულ წარწერებსა და ბოლნურ ჯვარსაც დავათვალიერებთ და ვისაც სწამს და როგორც სწამს, ისე ილოცებს 🙏
ელიას მთაზე ახალაშენებული პეტრე-პავლეს ეკლესიიდან კი მთელი რაიონი ხელისგულზე იშლება 🌄 შეუძლებელია ამ გადმოსახედიდან არ გაგეფიქროს – რა ლამაზია ეს ჩემი პატარა სამშობლოო 👀
კარგად დაღლილზე, ადგილობრივ რესტორანში ვივახშმებთ 🍷🍽️ ბოლნურ ღვინოზე ამბობენ, თავის დროზე გერმანელები ამ ღვინის გამო დარჩნენ ამ მიწაზე, ოქროსავით ღვინომ მოხიბლა და მართლაც, ბოლნურ ყურძენში ოქროს მარცვლები ბრჭყვიალებენო ✨🍇
7 მარტს ვფიქრობთ 📅 შაბათია და წესით ყველა მოიცლით ვისაც ძალიან გინდათ წამოსვლა 💛
უფრო მოკლედ: რას ვნახავთ? 👇
სამშვილდე – ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი საქართველოში 🏰 მოვინახულებთ კომპლექსში შემავალ ტაძრებს და გავიხსენებთ ეპოქას, როცა ეს ადგილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო 📖
ბოლნისის სიონი – უნიკალური რელიეფები და ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები, რომლებიც ჩვენი იდენტობის საძირკველს გვაჩვენებს ⛪📜
წუღრუღაშენის ტაძარი – ყელმოღერებული ტაძარი და ლაშა-გიორგის სიყვარულთან დაკავშირებული მითები და ლეგენდები 💫❤️
პეტრე-პავლეს ტაძარი – ახალი ისტორია და ტერასაზე შეფენილი ვენახი 🌿🍷
ამ გზაზე ერთად გავიგებთ – როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ომობდნენ, რა სწამდათ და როგორ უყვარდათ საქართველოში 🇬🇪✨