ტრანსფორმაციის სახელოსნო

Back To Shop

ტრანსფორმაციის სახელოსნო

180,00 

კატეგორია:

აღწერა

ტრანსფორმაციის სახელოსნო

არტთერაპიული პრაქტიკები

თუ გრძნობ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა, გსურს საკუთარი თავის უფრო ღრმად შეცნობა, შინაგანი რესურსების აღმოჩენა და განვითარების ახალი ეტაპის დაწყება ეს სივრცე სწორედ შენთვისაა.

ცხოვრებისეული ცვლილებები ხშირად გამოწვევებთანაა დაკავშირებული. გსურს რაღაცის შეცვლა, თუმცა რთულია მოტივაციის შენარჩუნება, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ემოციების მართვა ან იმ ძველი შაბლონების დატოვება, რომლებიც აღარ გემსახურება. ასეთ დროს გადამწყვეტია გარემო . უსაფრთხო, მიმღები და მზრუნველი სივრცე, სადაც არავინ განგსჯის და სადაც ნამდვილ მხარდაჭერას იპოვი.

პროექტის შესახებ: „ტრანსფორმაციის სახელოსნო“ არტთერაპიული შეხვედრების ციკლი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ფსიქოლოგიურ ცოდნას, არტთერაპიულ პრაქტიკებსა და ჯგუფურ დინამიკას. ეს არის შესაძლებლობა, ცოტა ხნით შეჩერდეთ, გამოხვიდეთ ყოველდღიური რუტინიდან, მიიღოთ სიხარული, განიტვირთოთ მხიარული და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესებით, დაუთმოთ დრო საკუთარ თავს, გათავისუფლდეთ სტრესისგან, ჩაერთოთ შემოქმედებით პროცესებში და იზრუნოთ თქვენთვის პრიორიტეტულ თემებზე.

ჯგუფურ ფორმატს კი აქვს განსაკუთრებული ძალა: საერთო ინტერესები და გამოცდილებები გეხმარება, უფრო მარტივად დაინახო საკუთარი თავი ახალი პერსპექტივიდან და იპოვო თანამოაზრეების მხარდაჭერა.

პროცესში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო ხატვის უნარი ან წინასწარი გამოცდილება. ერთადერთი წინაპირობა საკუთარ თავთან დაახლოების გულწრფელი სურვილია. შეხვედრების განმავლობაში გამოვიყენებთ არტთერაპიის მრავალფეროვან, ეფექტურ მიდგომებს:

ექსპრესიული არტთერაპია 🖌️ ფერწერული არტთერაპია 🖐️ მონოტიპია ✂️ კოლაჟთერაპია 📸 ფოტოთერაპია 📚 ზღაპართერაპია 🎬 კინოთერაპია 📖 ბიბლიოთერაპია 🎵 მუსიკათერაპიის ელემენტები 📝 წერითი თერაპია 📖 ნარატიული პრაქტიკები 🃏 მეტაფორული ასოციაციური ბარათები 🎭 სიმბოლოებთან და არქეტიპებთან მუშაობა ⭕ მანდალათერაპია 🏺 ძერწვათერაპია 🏖️ ქვიშის თერაპიის ელემენტები 🌿 ბუნებრივ მასალებთან მუშაობა 💬 ჯგუფური გაზიარება და რეფლექსია

ძირითადი სამუშაო თემები: • თვითშეფასება და თვითღირებულება • ემოციების გაცნობიერება და გამოხატვა • შფოთვა და სტრესი • შინაგანი კრიტიკოსი • შინაგანი ბავშვი • პირადი საზღვრები • ურთიერთობები • ცვლილებების მიღება • დანაკარგი და აღდგენა • ცხოვრების ღირებულებები და მიზნები • შინაგანი რესურსების აღმოჩენა • პიროვნული ზრდა და ტრანსფორმაცია • და სხვა

ჯგუფისთვის პრიორიიტეტული თემები. „ტრანსფორმაციის სახელოსნო“ განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს: • უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი; • გააცნობიეროს და გამოხატოს საკუთარი ემოციები; • აღმოაჩინოს და გაააქტიუროს შინაგანი რესურსები; • იმუშაოს იმაზე, რაც ხელს უშლის მის განვითარებას; • მიიღოს მხარდაჭერა , განიტვირთოს, გააზიაროს, გახალისდეს; • განავითაროს კრეატიული თვითგამოხატვა; • დაიწყოს პიროვნული ცვლილებების პროცესი. • ვინც აფასებს უსაფრთხო, კონფიდენციალურ და მიმღებ გარემოს რას მიიღებთ? ✨ უსაფრთხო და კონფიდენციალურ სივრცეს; ✨ მხარდაჭერილ ჯგუფურ გარემოს; ✨ საკუთარ თავთან უფრო ღრმა კავშირს; ✨ არტთერაპიულ და ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებს თვითშემეცნებისთვის; ✨ ემოციებთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას; ✨ განტვირთვის, შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და შინაგანი რესურსების აღმოჩენის შესაძლებლობას; ✨ ახალ ადამიანებთან გაცნობისა და ღირებული ურთიერთობების შექმნის შესაძლებლობას.

👩‍🎓ჯგუფს წაიყვანს მარიამ ნოზაძე ფსიქოლოგი | არტთერაპევტი – მისი ინტერესის სფეროა ადამიანის შინაგანი სამყარო. ემოციები, გამოცდილებები, ქცევითი პატერნები და ის პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ თავთან და გარემოსთან. „ტრანსფორმაციის სახელოსნო“ შექმნილია მისი პროფესიული ხედვით, როგორც სივრცე, სადაც ცვლილება ხდება გაცნობიერებით, შემოქმედებითობითა და მხარდაჭერით.

ფორმატი და პირობები: ტრანსფორმაციის სახელოსნო“ არის 8 თვიანი პროექტი, რომელიც მუშაობს კლუბური პრინციპით. შეგიძლია შემოუერთდე ნებისმიერ ეტაპზე, აირჩიო შენთვის სასურველი პერიოდი, საჭიროების შემთხვევაში შეისვენო და სურვილის შემთხვევაში კვლავ დაბრუნდე ჯგუფში. თითოეული თვე წარმოადგენს დამოუკიდებელ თემატურ გამოცდილებას, თუმცა მთლიანობაში 8 თვიანი პროცესი ქმნის თანმიმდევრულ გზას თვითშემეცნების, პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციისკენ. 📅 კვირაში 1 შეხვედრა

⏳ ხანგრძლივობა: 2 საათი 👥 მცირე ჯგუფი ყოველი შეხვედრა მოიცავს არტთერაპიულ პრაქტიკებს, ფსიქოლოგიურ სამუშაოს, ჯგუფურ გაზიარებასა და რეფლექსიას. ტრანსფორმაცია არ ხდება ერთ დღეში. ის იწყება ერთი გადაწყვეტილებით, რომ დროა საკუთარ თავს დაუთმო დრო.