Back To Shop

2 400,00 

კატეგორია:

აღწერა

ფსიქოლოგიას სწავლობ ან უკვე დაასრულე სწავლა, მაგრამ პირველ კლიენტთან შეხვედრისთვის მეტი პრაქტიკა გჭირდება?

როგორ დაიწყო საუბარი? რა ჰკითხო? როგორ მოუსმინო ისე, რომ რჩევების მიცემაზე არ გადახვიდე? როგორ განსაზღვრო მუშაობის მიზანი და სად გადის შენი პროფესიული პასუხისმგებლობის ზღვარი?

“ფასკუნჯი“ იწყებს ახალ პროგრამას:

ფსიქოკონსულტირების პრაქტიკუმი – თეორიიდან პირველ კლიენტამდე

ინტენსიური 4-თვიანი პრაქტიკული პროგრამა მომავალი ფსიქოკონსულტანტებისთვის.

16 კვირის განმავლობაში თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირებ: იმუშავებ შემთხვევების ანალიზზე, როლურ სიტუაციებსა და სიმულირებულ საკონსულტაციო სესიებზე, მიიღებ პროფესიულ უკუკავშირს და შეისწავლი კონსულტირების პროცესის დაგეგმვასა და მართვას.

პროგრამაში ისწავლი:

✦ პირველი საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარებასა და ნდობის შექმნას.
✦ კლიენტის ჩივილის, მოთხოვნისა და სამუშაო მიზნის ერთმანეთისგან გარჩევას.
✦ შემთხვევის ანალიზსა და შესაბამისი ინტერვენციის შერჩევას.
✦ თვითშეფასების, ურთიერთობების, საზღვრების, სტრესისა და ცხოვრებისეული ცვლილებების საკითხებზე მუშაობის საფუძვლებს.
✦ რთულ საკონსულტაციო სიტუაციებში პროფესიული პოზიციის შენარჩუნებას.
✦ საკუთარი ემოციური რეაქციებისა და კომპეტენციის საზღვრების ამოცნობას.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ იმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
• დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა
• თვითკრიტიკა და საკუთარი ღირებულების განცდასთან დაკავშირებული სირთულეები
• ურთიერთობებში საზღვრების დაყენება და ასერტიულობა
• ურთიერთობებში განმეორებადი სირთულეები და ემოციური დამოკიდებულება
• იდენტობის კრიზისი და საკუთარი თავის ძიება
• შინაგანი კონფლიქტები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები
• ცხოვრებისეული ცვლილებები და ახალ ეტაპთან ადაპტაცია
• სტრესი, გადატვირთვა და ემოციური გამოფიტვა
• პროფესიული და პირადი მიმართულების ცვლილებები
• დანაკარგი, განშორება და ცხოვრების ძველი ეტაპის დასრულება
• საკუთარი საჭიროებების, სურვილებისა და ღირებულებების გააზრება
• ცხოვრების მნიშვნელობისა და მიმართულების ძიება
• ადრეულ გამოცდილებებთან დაკავშირებული მიმდინარე სირთულეები
• ურთიერთობაში საკუთარი თავის დაკარგვა
• სხვების მოლოდინებსა და საკუთარ სურვილებს შორის კონფლიქტი
• ცხოვრებისეული გარდამავალი პერიოდები და იდენტობის ცვლილებები

პროგრამა ასევე გასწავლით საკუთარი კომპეტენციის ფარგლების ამოცნობას, რომელი შემთხვევების მიღებაა შესაძლებელი ფსიქოკონსულტირების ფარგლებში და როდის არის საჭირო სხვა სპეციალისტთან გადამისამართება.

პროგრამა მოიცავს პირად და ჯგუფურ თერაპიასაც – საკუთარ თავზე მუშაობისა და კლიენტის პოზიციიდან თერაპიული პროცესის გამოცდილებისთვის.

შენიშვნა: პირადი თერაპია კონფიდენციალურია და პროგრამის შეფასების ნაწილს არ წარმოადგენს.

სწავლიდან პრაქტიკამდე

კურსის დასრულების შემდეგ, შესაბამისი მზაობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ რეალურ კლიენტებთან პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა.

ამისთვის “ფასკუნჯი“ თითოეულ მონაწილეს საკონსულტაციო კაბინეტს 5 ინდივიდუალური სესიის ჩასატარებლად უფასოდ დაუთმობს.

პროგრამის ლექტორები:

ნანა გოგიჩაშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

ლანა სულხანიშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ზურაბ ვახანია
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მიღება ხდება შერჩევით. განაცხადის შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში მოკლე გასაუბრების საფუძველზე. ვაფასებთ შესაბამის განათლებას, მოტივაციასა და პროფესიულ მზაობას.

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. განაცხადის შევსება არ ნიშნავს ავტომატურ ჩარიცხვას.

👉 შეავსე მიღების განაცხადი

პროგრამის განრიგის, საფასურისა და გადახდის პირობებისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში.