წერითი თერაპია
1 880,00 ₾
აღწერა
რაც ვერ ითქმის – იწერება!
ზოგი ამბავი დასრულდა, მაგრამ ჩვენში ჯერაც აგრძელებს ცხოვრებას. შინაგანად გვჭამს და თავს არ გვანებებს, რადგან ასე მუშაობს ადამიანის ტვინი, თავისი ხაფანგები აქვს.
ზოგი სიტყვა არავის ვუთხარით.
ზოგი წყენა თითქოს დავივიწყეთ, მაგრამ ის ჩვენს ურთიერთობებში სხვა სახით ბრუნდება.
ზოგჯერ კი ვგრძნობთ, რომ ძველ ცხოვრებაში ვეღარ ვეტევით, ახალი ცხოვრების დაწყება კი ჯერ ვერ გაგვიბედავს. ხანდახან ამის დრო არცაა და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ მზად ვართ.
„ფასკუნჯი“ იწყებს 2026 წლის წერითი თერაპიის 4-თვიან კურსს.
წერის მასტერკლასისგან განსხვავებით, აქ მხატვრულ წერას არავის ვთხოვთ. არც შეხვედრებია ერთმანეთთან დაუკავშირებელი შეხვედრების ციკლი. კურსი ერთ მთლიან გზადაა აგებული – ყოველდღიურობიდან ცვლილების სურვილამდე, წინააღმდეგობიდან ზღურბლის გადაკვეთამდე, განსაცდელებიდან გარდაქმნამდე და ბოლოს – საკუთარ თავთან დაბრუნებამდე.
წერის საშუალებით ვიმუშავებთ:
საკუთარ თავს მივცემთ გამოხატვის უფლებას და საშუალებასაც. რასაც ცნობიერი მალავს, იმას არაცნობიერის ენით დაწერილ ტექსტებში მოვძებნით.
კურსის საფუძველია პირადი წერითი პრაქტიკა, თვითრეფლექსია, ჯგუფური მუშაობა და გმირის მოგზაურობის მოდელი.
მონაწილე თანდათან ქმნის საკუთარი ცხოვრების ტექსტს ცხოვრების წარსული ნაწილის შესაცვლელად კი არა, არამედ იმისთვის, რომ მისი ერთადერთი შესაძლო ინტერპრეტაციის ტყვედ აღარ დარჩეს.
კურსი მოიცავს 16 შეხვედრას და გრძელდება 4 თვე. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ. პარასკევობით.
მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დავალებაზე უარის თქმა, დაწერილის ჯგუფისთვის არ გაზიარება (თუმცა დაწერა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია) და კურსის ნებისმიერ ეტაპზე დატოვება. ეს არის თავისუფალი, კონფიდენციალური და შეფასებისგან დაცული სივრცე.
კურსი არ წარმოადგენს ფსიქოთერაპიას და ვერ ჩაანაცვლებს ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ ან სამედიცინო დახმარებას.
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (დასაწყისი ოქტომბერში)
შეხვედრების სიხშირე: კვირაში ერთხელ
შეხვედრების რაოდენობა: 16
სრული საფასური: 1880 ლარი (გვაქვს შიდა განვადების სისტემა)
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ჯგუფში ჩარიცხვამდე თითოეული მსურველი შეავსებს წინასწარ კითხვარს, რომლის მიზანია, უკეთ გაგიცნოთ, გავიგოთ თქვენი მოლოდინები და შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება კურსის ფორმატი თქვენს საჭიროებებს. კითხვარის შევსება კურსზე ჩარიცხვას ავტომატურად არ ნიშნავს.
კურსზე მოსახვედრად შეავსეთ კითხვარი:
შესაძლოა, ის, რაც ვერასდროს ითქვა, სწორედ ახლა უნდა დაიწეროს.
