მხატვრული წერის სახელოსნო

Back To Shop

მხატვრული წერის სახელოსნო

250,00 

კატეგორია:

აღწერა

**გაიხსნა რეგისტრაცია „მხატვრული წერის სახელოსნოში“.**

**დაწერე შენი წიგნი „ფასკუნჯში“.**

ოქტომბრიდან, ყოველ **ორშაბათს, 19:30 საათზე**, ვიკრიბებით „ფასკუნჯის“ შემოქმედებით სივრცეში, სადაც პროფესიონალი მენტორის ხელმძღვანელობით შეძლებთ:

• დაიწყოთ თქვენი ნაწარმოები;

• გააგრძელოთ უკვე დაწყებული ტექსტი;
• დაასრულოთ ხელნაწერი;
• ან დახვეწოთ და დაარედაქტიროთ უკვე არსებული ნამუშევარი.

წინა წლების მასტერკლასებისგან განსხვავებით, ეს ტრადიციული ლექციების კურსი კი არა, **სამწერლო სახელოსნოა**, სადაც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებთ საკუთარ წიგნზე, მიიღებთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, უკუკავშირსა და პროფესიულ მხარდაჭერას.

☕ შეხვედრები გაიმართება სასიამოვნო და შემოქმედებით გარემოში, ყავის, ნამცხვრის, ღვინისა და ვისკის შესვენებებით.

📚 სახელოსნო იმუშავებს **ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით**. მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოუერთდეს ჯგუფს ან სურვილის შემთხვევაში შეწყვიტოს მონაწილეობა.

**მონაწილეობის წინაპირობა**
სახელოსნოში ჩასართავად აუცილებელია გავლილი გქონდეთ გურამ მეგრელიშვილის **„მხატვრული წერის მასტერკლასი“** (ონლაინ ან ფიზიკური ფორმატით).
თუ უკვე გაქვთ წერის გამოცდილება და მუშაობთ საკუთარ ტექსტზე, შეგიძლიათ სახელოსნოს შემოუერთდეთ **მცირე გასაუბრების შემდეგ**, კურსის გავლის გარეშეც.

🤝 სახელოსნოს ხელმძღვანელია მწერალი **გურამ მეგრელიშვილი**.

📖 მუშაობის პროცესში დაგეხმარებით:
• ტექსტის სტრუქტურისა და სტილის დახვეწაში;
• რედაქტირების პროცესში;
• გამოცემისთვის მომზადებაში;
• წიგნის გამოცემის ორგანიზებაშიც.
**დაუთმე ერთი წელი საკუთარ შემოქმედებით განვითარებას.**

**დაწერე შენი წიგნი „ფასკუნჯში“.**

💳 **სახელოსნოში მონაწილეობის საფასური:** 250 ლარი თვეში.
🖋 **შეხვედრების ადგილი:** თბილისი, იოსებიძის 57, სართული 11
📝 **რეგისტრაცია:**
https://forms.gle/3d2ycJGisQ82fmCr6