სვანეთი – მოგზაურობა საქართველოს სახურავზე

Back To Shop

სვანეთი – მოგზაურობა საქართველოს სახურავზე

490,00 

4 საწყობშია

აღწერა

სვანეთი – მოგზაურობა საქართველოს სახურავზე 🏔️
პირველი დღე – გზა, როგორც თავგადასავალი 🚐

დილით, როცა თბილისს ჯერ კიდევ ნახევრად სძინავს (06:00), ჩვენ „ველოქანდაკებასთან“ ვიკრიბებით ვიღაც ყავას სვამს, ვიღაც ნახევრადმძინარე წუწუნებს „ნამეტანი ადრე ხომ არ მოგვდის გასვლაო“, სხვა ბლოკნოტში იყურება და კითხულობს: „ტანსაცმელი ჩავალაგე, სველი ხელსახოცები, გზაში სასუსნაოდ ჩურჩხელები ჩანთაშია… – საზამთრო არ დაგვავიწყდეს!“ 🍉

გზა გორამდე ჩვეულებრივია. ჯერ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. ზოგი თვლემს 😴, ზოგი მუსიკას უსმენს 🎧, ზოგს კი მთელი გზა თვალის არმოხუჭვა გადაუწყვეტია. გაცნობას აქედანვე დავიწყებთ, ეს ჩვენი ტრადიციული რიტუალია და ჩავატარებთ კიდეც 🙂

ყავისთვის და ცხელი, ნამდვილი იმერული ჭყინტი ყველით სავსე ხაჭაპურისთვის ზესტაფონში შევივლით 🧀 ამოსუნთქვა ყველას გვჭირდება, წინ ორი ამდენი გზა და კიდევ 2 გაჩერებაა.

აქ ვხვდებით, რომ ჰაერი იცვლება, მსუბუქდება, თითქოს სვანეთი მთებმა ჩვენ დასახვედრად მაცნე ნიავი გამოაგზავნეს – ადგილზე ვართ და გელოდებითო 🌬️

ზუგდიდში შესვლა ყოველთვის ცოტა არისტოკრატიულია. აქ „დიარონში“ მეგრულ სიცხარეს, კაცის მკლავის ზომაზე გაწელილ ელარჯებსა და გებჟალიებს დაუნდობლად ვაგემოვნებთ 🍽️ ცოტა შინაურულ არაყს ან კონიაკსაც გავკრავთ ხოლმე კბილს 🥃 და გზას ენგურჰესისკენ ვაგრძელებთ.

ენგურის წყალსაცავი 💧
ენგურის წყალსაცავი არც ტბაა და არც ზღვაა, მაგრამ ისეთი თვალუწვდენელი და მისტიკურია, თითქოს იმისთვის დაუგუბებიათ, ღმერთქალი დალი დილაობით რომ ჩამოვიდეს, სარკესავით ჩაიხედოს და თმა დაივარცხნოსო.

აქ შევჩერდებით 📸 ფოტოებს გადავიღებთ და მცირე ექსკურსიაც გვექნება. აქ პირველი ჩაფიქრებაა, პირველი განმარტოება. სვანეთის აღმართს ახლა უნდა შევუდგეთ და მხნეობა გვმართებს.

უშბის პირველი შემოხედვა და მესტია 🏔️
არმისული ბეჩომდე უშბა დაგვენახვება. ვინც პირველად ხედავს ამ ამაყ ვაჟკაცს, თვალებს უნებურად დახრის.

საღამოს, როდესაც მესტიაში შევალთ, გამორჩეულ სვანურ ოჯახს ვესტუმრებით 🏡 ფალიანებთან უნდა დავბინავდეთ, გამორჩეული მასპინძლობა იციან და ასეც დაგვხვდებიან.

ჩანთებს დავაბინავებთ და პირველ სანახაობას გავუვლით – რატიანების სახლ-მუზეუმს, ტრადიციულ მაჩუბს, ქორა მახშვის სკამზე ფოტოებს გადავიღებთ 📷 და სვანური კოშკის სახურავიდან გადავხედავთ მესტიას.
ჩვენ მოვედით ❤️

საღამოს სასტუმროში შეციებულ საზამთროს დავაგემოვნებთ 🍉 ვისკისთან ერთად საღამოს საუბრებს სხვა ხიბლი აქვს 🥃
ადრე უნდა დავიძინოთ 😴 მეორე დღეს დიდი ამბებია.
მანამდე კი ხარბად ვსვათ გემრიელი წყალი ონკანიდან 💧 და უფრო დიდი ყლუპებით მთის ჰაერი. სვანეთში ვართ! 🏔️

მეორე დღე – მთები იწყებენ ლაპარაკს 🌄
დილის მესტიაში სხვანაირი სიჩუმეა. ვინც ადრე დგება მეტის ნახვას ასწრებს.

საუზმედ თბილი პური, სვანური კარაქი, თაფლი, ხაჭო და დიასახლისის ხელით დამზადებული სხვა გემრიელობები გვექნება 🍯

მესტიის მუზეუმის არნახვა აღსარებაში რომ არ გაგვიხდეს მოსანანიებელი, უნდა ვესტუმროთ 🏛️ აქაა საქართველოს გადანახული განძი.

ჰაწვალიდან უშბას სხვა მხრიდან შევხედავთ 🚡 საბაგიროდან დანახული მესტია კიდევ უფრო მისტიკურია. თავი არწივი გგონია და ირაოს აკეთებ 🦅

შუადღეს ადგილობრივ, ნაღდ კუბდარს შევჭამთ 🥟
შემდეგ ლაღამს ვნახავთ

მზის ჩასვლამდე ქორულდის ტბები უნდა მოვინახულოთ 🌅
გზა ექსტრემალურია 🚙 თუმცა მთელ თქვენს ნეგატიურ ენერგიას გზად დაყრით და ახალმონათლული ბავშვივით დაბრუნდებით მესტიაში.

მესამე დღე – დიდებული კალა 🏔️
აქ თაობებს ულოციათ და ჩვენც დავანთოთ სანთელი 🕯️
მთის წვერზე მდგარი ტაძრის სანახავად 800 მეტრია გასავლელი ⛰️

ნაშუადღევს ჰეშკილის ქოხებში ვისადილებთ 🍽️
ცნობილი საქანელა მიწასა და ცას შორის ქანაობს 🌌

საღამოს ლატალს ვნახავთ
საღამოს მესტიის ადგილობრივი ლუდი უნდა დავაგემოვნოთ 🍺

მეოთხე დღე – საქართველოს Rooftop 🏔️
დილით მესტიაში ჰაერი უფრო გამჭვირვალეა.

ნაკიფარი
სიყვარულის კოშკი ❤️
უშგული 🏘️
შხარა 🏔️
ლამარია

უშგულის სუფრა 🍽️
აქ კვება უკვე ნამდვილი ჯილდოა.

ახალი გზით ქვემო სვანეთისკენ და შემდეგ თბილისისკენ დავეშვებით 🚐
გვიან ღამით დედაქალაქში დავბრუნდებით 🌙

ყველას, ვინც ამას არ დაიზარებს, „ფასკუნჯის“ სასაჩუქრე ვაუჩერს ვაჩუქებთ 🎁

მოგზაურობის დღეები: 6, 7, 8, 9 აგვისტო 📅
მოგზაურობის საფასური 490 ლარიდან 💰

მგზავრობაში შედის:

განთავსება ორადგილიან ნომრებში საუზმით 🏨
მუზეუმის ბილეთები 🎫
გადაადგილება ტურში ჩამოთვლილ ადგილებამდე 🚐

მოგზაურობაში არ შედის:

ერთკაციან ნომერში განთავსება
საბაგიროს ბილეთები (25 ლარი)
სადილები, ვახშმები
ალკოჰოლური სასმელი
ასვლა ქორულდის ტბებზე (დაახლოებით 60 ლარი)
სუვენირები