წრომი-სამწევრისი-ყინწვისი

Back To Shop

წრომი-სამწევრისი-ყინწვისი

49,00 

არ არის მარაგში

აღწერა

🌿 მოგზაურობა საქართველოს შუა საუკუნეებში 🌿
წრომი-სამწევრისი-ყინწვისი

ვნახავთ, როგორ აშენებდნენ, როგორ ხატავდნენ და როგორ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას…

ტურს დავიწყებთ წრომის ტაძრით, VII საუკუნის არქიტექტურის შედევრით, რომლის თარიღსაც არა მხოლოდ სტილისტური ანალიზი, არამედ სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილი წარწერაც გვამცნობს. ადგილზე დაგვხვდება დამჯდარი პროპორციების, გაწონასწორებული და იმ დროისთვის ინოვაციური ნაგებობა:

▪️ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძარი
▪️ დასავლეთ მხარეს არსებული პატრონიკე
▪️ ოთხ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი
▪️ აღმოსავლეთ ფასადის ნიშები და ბაზილიკური ჭრილი
▪️ წრიული სარკმელი
▪️ ტრომპ-აფრები (ჯერ კიდევ არასრულყოფილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის განვითარებაში)

 

მოგისმენიათ ანგელოზების ხმა? თუ გაინტერესებთ, წამოიყვანეთ შვილებიც და ნახავთ, წრომის ქოროზე რომ შემოვდგებით და ვიგალობებთ ან ხმამაღლა ვიტყვით „მამაო ჩვენოს“, როგორი ღვთიური ჰანგები დატრიალდება ტაძრის შუაგულში.

 

შემდეგ სამწევრისის ეკლესიისკენ გავემართებით. აქ  VII საუკუნის გუმბათიან ტაძარსა და ციციშვილთა საგვარეულო ციხეს ვიხილავთ. ამბობენ, რომ აქ დაიწერა კარაბადინი და ამ ციხეს ტაო-კლარჯეთიდან მოტანილი ბევრი ჩურჩული ახსოვს. ბევრი ინტრიგა, სასიყვარულო აღიარებები თუ ახალშობილის ტირილი.

ამ ციხეს შორიდან თუ შევავლებთ ხოლმე თვალს აღმოსავლეთიდან-დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ახლა ახლოდან ვნახოთ. ჩვენი ისტორიის ნაწილია.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქალაქიდან გადავინაცვლებთ ყინწვისის მონასტერში, ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე.
ლურჯ ფონზე წარმოდგენილი საუფლო დღესასწაულთა ციკლი, წმინდანთა სახეები, ქართველი მეფეების ფრესკები… და მოხატულობის გვირგვინი – ყინწვისის ანგელოზი, რომელსაც შუადღის მზის სხივებში განათებულს ვიხილავთ ✨ ქრისტეს აღდგომა და გამარჯვება ახლოსაა! – მიგვანიშნებს ყინწვისის ანგელოზი და მართლაც, აღდგომის დღესასწაულამდე დღეები რჩება, სიხარულით შევეგებოთ.

🌸 ხემსი ქართლურად
ქართლში ვართ და ჭახრაკინებს დავაგემოვნებთ. აქ ოსურ-ქართული ოჯახები ცხოვრობდნენ. იცით, რა სხვაობაა ქართულ ჭახრაკინსა და ოსურ წახარაჯნ-ს შორის?
გემოებითაც შეიძლება მსგავსებებისა და განსხვავებების, ისტორიის კითხვა.

ადგილობრივ მცირე ბიზნესს დედაქალაქიდან ხელი გავუწოდოთ, ისინი კი ნატურალური და გემრიელი ატმის არყით საქართველოს გულიდან, ქართლიდან სამშობლოს დაგვალოცინებენ.

ატმის ბაღების ყვავილობაში ფიქრები გავანიავოთ, კიდევ ერთხელ დავხედოთ ჩვენ ქვეყანას, დავისვენოთ, განვიტვირთოთ და მოსაღამოვებულზე შინ დავბრუნდეთ.

✍️ ბონუსი მოგზაურობის შემდეგ

ყველა, ვინც ამ თავგადასავლის შესახებ, მოგზაურობის შემდეგ, ლიტერატურულ ჩანახატს გამოგვიგზავნის, საჩუქრად მიიღებს ხელოვნებით თერაპიის ლექციაზე დასწრების ბილეთს, რომელიც ყოველ ოთხშაბათს, 19:30-ზე ტარდება.

🎓 მოგზაურობას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე.

საფასური: 49 ლარიდან (შედის მგზავრობა, ლექცია სამივე ლოკაციაზე, ხემსი, ატმის არაყი)

მოგზაურობის დღე: 29 მარტი (კვირა), 09:00

📩 ადგილები შეზღუდულია მსურველებმა მომწერეთ პირადში.