ინდოეთი
3 330,00 ₾
6-13 ნოემბერი ინდოეთის ოქროს სამკუთხედი.
აღწერა
ინდოეთი
6-13 ნოემბერი
ამბობენ, ინდოეთიდან ადამიანი იგივე ვერ ბრუნდებაო.
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ინდოეთი ის ქვეყანაა, რომელიც ან ძალიან შეგიყვარდება, ან საერთოდ ვერ გაუგებ.
შუაში თითქმის არ არსებობს. ჩვენც ამ მოგზაურობაში ნელთბილს ხალხს არ ვეპატიჟებით!
ყოველწლიურად ინდოეთს დაახლოებით 9 მილიონი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ ეს ციფრი საერთოდ ვერ გადმოსცემს იმას, რაც სინამდვილეში არის ინდოეთი.
ინდოეთი ხომ სუნები, ხმაური, ფერები, ხალხი, ქაოსი, ტაძრები, ღმერთები, სიღარიბე, სიმდიდრე, სიჩუმე და ხმაური ერთდროულადაა.
ქვეყანა, სადაც შეიძლება ერთ დღეს სასახლეში მაჰარაჯას ნაბიჯით ჩაიარო, მეორე დღეს – ქუჩაში უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს აუარო გვერდი და მესამე დღეს იფიქრო, რომ ცხოვრებას ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო. ინდოეთის თვალებით – აქ ხომ რეალობა ბრაჰმანის სიზმრის ნაწილია.
და სწორედ ამიტომ ინდოეთში აუცილებლად უნდა წავიდეთ. ერთად.
დღე 1: ჩასვლა დელიში 6 ნოემბერი
ჩასვლა დელიში: ჩაფრენა დელის საერთაშორისო აეროპორტში (დილით ადრე).
აეროპორტში დაგვხვდება მეგზური და კონდიცირებული ტრანსპორტით გავემგზავრებით სასტუმროსკენ. სასტუმროში განთავსებისა და დასვენების შემდეგ დაიწყება დელის დათვალიერება.
პირველ დღეს ბევრს არ ვირბენთ.
ინდოეთი ისეთი ქვეყანაა, თავიდან გარემოს უნდა შეეგუო – ხალხს, მოძრაობას, ხმებს, სუნებს, ტემპერატურას, ქაოსს, წესრიგს, რომელიც ქაოსშია დამალული.
და მაინც, ამ დღეს ვნახავთ:
- ლოტოსის ტაძარს – ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ლამაზ თანამედროვე ტაძარს
- აგრასენ კი ბაოლის – ძველ საფეხურებიან ჭას, სადაც ძალიან კარგი ფოტოები გამოდის (და რა თქმა უნდა გადავიღებთ)
- აკშარდამის ტაძარს – ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰინდუისტურ ტაძარს მსოფლიოში
პირველი დღისთვის სანახაობა საკმარისი იქნება.
მთავარია ინდოეთის ტემპში ნელა შევიდეთ.
დღის პროგრამა მოიცავს:
- ლოტოსის ტაძარი-1986 წელს აგებული ბაჰაისტთა მთავარი ტაძარი. ლოტოსის ფორმის ეს ნაგებობა არაერთი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია და დელის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მისი არქიტექტურა გამოირჩევა მრუდი ხაზებითა და ცნობილია ბუნებრივი ვენტილაციის უნიკალური სისტემით. ტაძარს წელიწადში 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
- აგრასენ კი ბაოლი(Agrasen Ki Baoli / Behens Ki Baoli) -108-საფეხურიანი ისტორიული ჭა, რომლის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა არქიტექტურული ნიშნების მიხედვით მისი განახლება XIV საუკუნეს უკავშირდება. აქ მშვენიერი ფოტოები გამოდის და აუცილებლად უნდა გადავიღოთ.
- აკშარდამის ტაძარი(Akshardham) – ჰინდუისტური ტაძარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ადგილობრივთა რწმენით, იგი ღმერთის საცხოვრებელს განასახიერებს, რომელიც აგებულია ადგილობრივი ქვიშაქვითა და იტალიური მარმარილოთი, ლითონის გამოყენების გარეშე, ტრადიციული მეთოდებით. ტაძრის სიმაღლეა 43 მეტრი, სიგანე – 96 მეტრი, ხოლო სიგრძე – 109 მეტრი.
პირველი დღისთვის სანახაობა საკმარისია. გარემოს უნდა შევეგუოთ, ადამიანები დავათვალიეროთ, ფოტოები გადავიღოთ და რაც მთავარია – კარგად უნდა გამოვიძინოთ ფრენის შემდეგ. ხვალ საინტერესო მოგზაურობა იქნება.
დღის ბოლოს დაბრუნება სასტუმროში, ღამისთევა დელიში.
დღე 2: დელის დათვალიერება 7 ნოემბერი
ნოყიერი ინდური საუზმის შემდეგ ქალაქ დელის ტური უნდა დავიწყოთ. არ გეგონოთ დელიში მხოლოდ სასახლეები და მეჩეთებია სანახავი, აქ დგას სვეტი, რომელიც დაახლოებით მაშინ შეიქმნა, როცა ევროპაში ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეები იწყებოდა. და მაინც, ამდენი საუკუნის შემდეგ, ის თითქმის არ ჟანგდება. ამიტომ დელი მხოლოდ იმპერიების ქალაქი კი არა, ძველი ინდური მეტალურგიის გასაოცარი ინფორმაციის ქალაქიცაა.
დღის პროგრამა მოიცავს:
- რაჯ გატის მემორიალური კომპლექსი(Raj Ghat) – მემორიალი, რომელიც ინდოეთის სულიერ მამას, მაჰათმა განდის ეძღვნება. იგი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც მისი ნეშტი 1948 წლის 31 იანვარს დაკრძალეს.
- გურდვარა ბანგლა საჰიბი(Gurudwara Bangla Sahib) – ოქროს გუმბათიანი სიქური ტაძარი, რომელიც გურუ ჰარ კრიშნას სახელთან არის დაკავშირებული.
- ქუთუბ მინარი(Qutub Minar) – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აგურის მინარეთი, რომლის სიმაღლე 72.6 მეტრია. იგი შუა საუკუნეებით თარიღდება და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
- ჰუმაიუნის აკლდამა(Humayun’s Tomb) – მუღალის იმპერატორ ჰუმაიუნის სახელზე აშენებული აკლდამა, რომელიც მისმა მეუღლემ სპარსელი არქიტექტორს, მირაკ მირზას დაუკვეთა. მშენებლობა 1562 წელს დაიწყო და 8 წელი გაგრძელდა. დღეს იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ასევე მოვინახულებთ: ინდოეთის კარიბჭეს, პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტს.
საღამოს კი ერთად შევიკრიბებით, გავუზიარებთ აზრებს და შთაბეჭდილებებს. ნანახსა და მოსმენილზე ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძესთან ერთად ვიმსჯელებთ. იგი გვესაუბრება და დაგვანახვებს როგორც კულტურულ სიახლოვეებს, ისე განსხვავებებს დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის. ასევე რას ნიშნავს ინდური კულტურა, რა განასხვავებს მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სხვა დიდი ტრადიციებისაგან და რატომ ინარჩუნებს იგი განსაკუთრებულ აქტუალობას 21-ე საუკუნეშიც.
ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დგას ინდური ფერადოვნების, მრავალშრიანი სიმბოლიზმისა და სულიერი სამყაროს მიღმა; როგორ ყალიბდებოდა ინდოეთი ისტორიულად, რა იდეებმა და კულტურულმა პროცესებმა შექმნა მისი სახე და რა კავშირები შეიძლება დავინახოთ საქართველოსთან.
ვახშმის შემდეგ ღამისთევა დელიში, იგივე სასტუმროში იყოს, ხვალ ოქროს სამკუთხედის მშვენება, ჯაიპური იქნება.
დღე 3: დელი → ჯაიპური (260 კმ / 5 საათი) 8 ნოემბერი
საუზმის შემდეგ გამგზავრება მსოფლიოში „ვარდისფერ ქალაქად“ (Pink City) წოდებულ ჯაიპურში. ქალაქი 1727 წელს ამბერის მმართველმა, მაჰარაჯა სავაი ჯაი სინგჰ II-მ დააარსა.
ინდოეთში გზაც მოგზაურობის ნაწილია – ფანჯრიდან სხვა ინდოეთს ხედავ: სოფელს, ხალხს, ბაზრებს, გზის ჩაის, ძროხებს, ბავშვებს, ქაოსს და ცხოვრებას, რომელიც სულ მოძრაობაშია.
ჯაიპურისკენ ცოტა დამღლელი მგზავრობისა და ქალაქში ჩასვლის, სასტუმროში განთავსების შემდეგ ჯადოსნური სანახაობები გველოდება.
- მაჰარაჯას ქალაქის სასახლე და მუზეუმი ვნახოთ– კომპლექსში იხილავთ მდიდრულ დარბაზებს, სამეფო აპარტამენტებს და უნიკალურ ექსპონატებს, რომლებიც ჯაიპურის მმართველთა ცხოვრებასა და კულტურას ასახავს. მუზეუმში წარმოდგენილია ტრადიციული სამოსი, იარაღი, ხელნაწერები და სხვა ადგილობრივი ექსპონატები.
- ჯაიპურის ობსერვატორია– XVIII საუკუნეში აგებული ასტრონომიული კომპლექსი, რომელიც მაჰარაჯა ჯაი სინგჰ II-ის მიერ შეიქმნა ზუსტი დროისა და ციური სხეულების დაკვირვებისთვის. აქ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მზის საათი უნდა შევათვალიეროთ, რომელიც დღესაც საოცარი სიზუსტით მუშაობს. ობსერვატორია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
- ჰავა მაჰალი(„ქარის სასახლე“, Hawa Mahal / Palace of the Winds) – დაახლოებით 15 მეტრი სიმაღლის უნიკალური ნაგებობაა, რომლის ფასადი თაფლის ფიჭას ჰგავს მისი 953 მცირე ფანჯრის (ჯაროხის) გამო. იგი 1799 წელს აშენდა არქიტექტორ ლალ ჩანდ უსტადის პროექტით.
- თავისუფალი დრო ქალაქის დასათვალიერებლად და შოპინგისთვის, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირფასი ქვები, სამკაული, ტექსტილი და სხვა ტრადიციული ნაწარმი.
საღამო მწერალ გურამ მეგრელიშვილთან ერთად უნდა გაატაროთ. საინტერესო დავალება გექნებათ საფიქრალად, დასაწერად (ნებაყოფლობით არჩევით) – ოჯახური სცენარები და მე. ნახავთ, რომ ინდოეთი სხვანაირად ხსნის ფიქრის სამყაროს, სიღრმეს. თითქოს ყველა ჩაკრა თავისით იხსნება და ადამიანის სამ მთავარ შრეში – სხეულში, სამშვინველსა და სულში ერთდროულად უნდა ვიმოგზაუროთ.
ღამისთევა სასტუმროში. ვახშამს ტრადიციულ ინდურ რესტორანში მოვახერხებთ.
დღე 4: ჯაიპური 9 ნოემბერი
ტრადიციული საუზმის შემდეგ, კომფორტული მიკროავტობუსით ახალი თავგადასავალის შესაცნობად გავემართებით.
- ამბერის ციხესიმაგრე(Amber Fort) – ბორცვზე მდებარე შთამბეჭდავი არქიტექტურული კომპლექსი.
ჯაიპურიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარე ქალაქი ამბერი აქაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სასახლე რაჯპუტი მაჰარაჯების და მათი ოჯახების რეზიდენცია იყო. ციხესიმაგრე თავდაპირველად რაჯა მან სინგჰმა ააგო, ხოლო ჯაი სინგჰ I-მა XVII საუკუნის დასაწყისში გააფართოვა. მომდევნო 150 წლის განმავლობაში მმართველებმა მას არაერთი ელემენტი დაამატეს, სანამ კაჩვაჰას დინასტია დედაქალაქს 1727 წელს ჯაიპურში გადაიტანდა. რაჯა მან სინგჰს 12 დედოფალი ჰყავდა, რის გამოც სასახლეში 12 განცალკევებული საცხოვრებელი ოთახი აშენდა.
- სპილოებით გასეირნება– უნიკალური შესაძლებლობა გვექნება, ტრადიციული წესით მოინახულოთ ციხესიმაგრე და მისი შემოგარენი. აქაურობის სრულად შესაგრძნობად სპილოზე ჯდომას თავისი ხიბლი აქვს. ჰო, ცოტა ტურისტულია, ბევრს ეცოდება ცხოველი, მაგრამ ერთხელ სპილოზეც შეიძლება დაჯდე, მითუმეტეს, რომ მისთვის ზურგზე მჯდომი ადამიანი მხარზე დასკუპებული ბეღურასავითაა.
- სარკეებიანი დარბაზი(Hall of Mirrors) – დახვეწილი ინტერიერით გამორჩეული სივრცე, რომლის კედლები და ჭერი მცირე სარკეებითაა დაფარული და სინათლის განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის.
- ჯალ მაჰალი, „წყლის სასახლე“ (Jal Mahal) – ტბის შუაგულში მდებარე შთამბეჭდავი ნაგებობა. სასახლე თავდაპირველად დაახლოებით 1699 წელს აშენდა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში ემბერის მაჰარაჯა ჯაი სინგჰ II-მ იგი განაახლა და გააფართოვა.
საღამოს კვლავ მინი-ლექცია-საუბრები გაიმართება, სადაც ჩვენი მთხრობელი ისევ სალომე ჭანტურიძე იქნება.
ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ განაპირობებს საცხოვრისი ადამიანს – ან პირიქით, როგორ აყალიბებს ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ გარემოს. მოვისმენთ როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მაგალითებს.
ასევე დავუბრუნდებით უკვე დაგემოვნებულ ინდურ სამზარეულოს და უფრო ფართოდ განვიხილავთ საკვებს, როგორც კულტურულ ფენომენს, როგორ უკავშირდება იგი ცხოვრების წესს, იდენტობას და როგორ ქმნის ადამიანთა სახეს. და სამკუთხედის მთავარი სანახაობის, აგრასთვის მოვემზადებით.
ღამისთევა სასტუმროში.
საუზმის შემდეგ აგრას გზას დავადგებით. ეს აგარაა არაა, 5 საათია წინ, სანახაობა ბევრია, ფანჯრიდანაც და ისეც.
დღე 5: ჯაიპური → აბჰანერი → აგრა (245 კმ / 5 სთ) 10 ნოემბერი
- ჩანდ ბაორი(Chand Baori) – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღრმა საფეხურებიანი ჭა ინდოეთში (დაახლოებით 30 მ სიღრმე). მისი მშენებლობა VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. საფეხუროვანი ჭები, მათ შორის ჩანდ ბაორი, წყლის ამოღების გარდა მრავალ ფუნქციას ასრულებდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რელიგიურ და საზეიმო აქტივობებში.
შემდეგ:
- აგრას ციხესიმაგრე(Agra Fort) – წითელი ციხესიმაგრე, რომელიც მოგოლთა დინასტიის მმართველების მთავარი რეზიდენცია იყო 1638 წლამდე, სანამ დედაქალაქი აგრიდან დელიში გადაიტანეს. ბრიტანელების მიერ დაპყრობამდე მისი ბოლო ინდოელი მფლობელები მარათჰები იყვნენ. დღეს აგრას ციხესიმაგრე UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
თავისუფალი დრო შოპინგისთვის. აგრა ცნობილია მარმარილოს ნაწარმითა და ხელნაკეთი ნივთებით.
ღამისთევა აგრაში. ღამისთევამდე კი კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გვექნება, ამჯერად ლიტერატურული მედიტაცია. დასწრება კვლავ არჩევანით. იცით, რომ წერისასაც შეიძლება მედიტირება? ახლა ვცადოთ. კალამი და ფურცელი თან იქონიეთ, გამოგადგებათ.
დღე 6: აგრა → მათურა → დელი 11 ნოემბერი
საუზმის შემდეგ ის უნდა ნახოთ, რომლის უნახაობაც დანაშაულად ითვლება. ზოგს ცრემლი მოსდის მისი მშვენების ხილვისას, ზოგი კი – ტუჩს იმრეზს. სულ ესაა? რაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მიჩნეული თაჯ მაჰალია სანახავი.
დილით:
- თაჯ მაჰალის მონახულება– თაჯ მაჰალი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. იგი 1631-1653 წლებში, დაახლოებით 20 000 მუშის მონაწილეობით, მუღალის იმპერატორ შაჰ ჯაჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისთვის აშენდა. ნაგებობის არქიტექტურა აერთიანებს ინდურ, სპარსულ და თურქულ ელემენტებს. ტაძარს უნიკალური სიყვარულის ისტორია, სურნელი და სუნთქვა ახლავს თან. ჩაიფიქრეთ თქვენი სიყვარულის ამბები, ამბობენ, ამ ტაძართან ყველა გულწრფელი სიყვარულის ნატვრა ხდებაო.
შემდეგ:
- გამგზავრება მათურასა (Mathura) და ვრინდავანში (Vrindavan)
მათურა ინდუიზმში ერთ-ერთი მთავარი ღვთაების, კრიშნას დაბადების ადგილად მიიჩნევა და სწორედ აქ მდებარეობს კრიშნას ჯანმასტანის ტაძრის კომპლექსი.
ხოლი ისტორიული ქალაქი ვრინდავანი, კრიშნას ბავშვობის პერიოდს უკავშირდება. - საღამოს დაბრუნება დელიში
ღამისთევა დელიში.
ნანახი შესაჯამებელია. ჯგუფური საღამოს საუბრები ჩასატარებელი. ხვალ თბილისში მივფრინავთ, ამიტომ დიდად არ დავიღლებით, გვიან დაძინებაც შეიძლება.
დღე 7: დელი → გამგზავრება 12 ნოემბერი
საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში და გაფრენა. (შესაძ₾ოა 13 ში გამთენიისას გამოვფრინდეთ)
ეს ტური არ არის სტანდარტული მოგზაურობა. ჩვენი სურვილია ხელოვნებისა და სულიერების, ლიტერატურისა და წერითი თერაპიის ტექნიკის კვალდაკვალ ინდოეთის სიჩუმის პირისპირ დარჩენა მოვახერხოთ. ნათქვამია, ინდოეთიდან ადამიანი იგივე ვერ დაბრუნდებაო. ჯგუფის ნაწილი დელიში და შემდეგ თბილისში დაბრუნდება, ნაწილი კი (სურვილისამებრ) გოას მშვიდ პლაჟზე გარუჯვას აირჩევს.
რაც არ უნდა იყოს, ეს არის ინდოეთის აღმოჩენა მთელი თავისი ფერადოვნებით, სურნელებითა და კულტურული სიმდიდრით. ისტორიული ძეგლები, დიდებული სასახლეები, უნიკალური ტრადიციები და დაუვიწყარი სამზარეულო ერთად ქმნის გამოცდილებას, რომელიც ყველა მოგზაურს დიდხანს გაჰყვება.
ცეკვა-სიმღერა კი კაი განწყობა კი ყველა დღის მეგზური იქნება.
ფასები ერთ ადამიანზე (მოქმედია 31 ივნისამდე 2026)
| რაოდენობა | 3* სასტუმრო | 5* სასტუმრო | |
| 10 ადამიანი | 990 $ | 1190 $ | |
| 15 ადამიანი | 785 $ | 985 $ | |
| 20 ადამიანი | 685 $ | 860 $ | |
ფასი მოცემულია 2 ადგილიან ნომრებში, ერთადგილიანი ოთახის საფასურია + 485$
ტრანსპორტი: კონდიცირებული ვენი ან ავტობუსი
მოგზაურობას ემატება TIP მძღოლისა და გიდებისთვის ჯამში 70 USD
მომსახურებაში შედის:
- სასტუმრო (ორადგილიანი განთავსება)
- ყოველდღიური საუზმე სასტუმროში
- კონდიცირებული ტრანსპორტი მძღოლით
- ინგლისურენოვანი გიდი
- ყველა გადასახადი
- ერთჯერადი სადილი ან ვახშამი
- პერსონალური მომსახურება
- ტურში მითითებული ლექციები და მასტერკლასები
მომსახურებაში არ შედის:
- ინდოეთის ვიზა
- ავიაბილეთები თბილისი-დელი-თბილისი
- გოაზე ფრენა (სურვილისამებრ)
- სუვენირები
- დაზღვევა
შეძენამდე დაგვიკავშირდით: 597007224


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.