ბევრი მშობელი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მათ შვილებს სჯერათ თოვლის ბაბუის ზღაპრის, ისევე როგორც სხვა ლეგენდების – მაგალითად, კეთილი ფერიების შესახებ, ან იმ პერსონაჟების შესახებ, რომლებიც ბავშვებს საჩუქრებს უტოვებენ.
მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთ ტრადიციას.
რელიგიურ მხარესაც რომ თავი დავანებოთ (მაგალითად ბიბლიიდან მოყოლილ ამბებს), ისინი თვლიან, რომ არასწორია და არათანამედროვეა ბავშვს ვაიძულოთ დაიჯეროს ის, რაც არ არსებობს.
მათი აზრით:
- ბავშვი ამისგან ბედნიერი არ გახდება,
- უფრო დიდხანს დარჩება ინფანტილური,
- განებივრდება,
- და როცა გაიგებს, რომ ატყუებდნენ, შეიძლება არა მხოლოდ იმედგაცრუებული დარჩეს, არამედ მშობლების სხვა სიტყვებზეც ეჭვი შეიტანოს.
ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს შეცდომაა.
ბავშვი ფანტაზიით ცხოვრობს
მშობლები, რომლებიც ასე რეალისტურად უარყოფენ თოვლის ბაბუას, ჩვეულებრივ არ ებრძვიან სხვა წარმოსახვით სამყაროს, რომლითაც ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება სავსეა.
ბავშვის თამაშებში ყოველთვის ძალიან ბევრია გამოგონილი:
- კოსმოსელები,
- კოვბოები,
- ინდიელები,
- მასკარადი დედის კაბებში,
- სხვადასხვა როლური თამაშები.
ხშირად თვითონ მშობლებიც სიამოვნებით მონაწილეობენ ამ თამაშებში.
ბავშვებს ფანტაზია უყვართ და ეს აუცილებელიცაა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზაა, რომ ბავშვმა თავისი თავი შეიცნოს.
დასაწყისში რეალური სამყარო ბავშვს ძალიან აწვება და ფანტაზია ეხმარება ამასთან გამკლავებაში.
ზოგი იტყვის – ფანტაზია კარგია, მაგრამ ცუდია, როცა ბავშვს ძალიან სჯერა რამე არარსებულის ან მიღმიერისო.
მაგრამ ბავშვი თამაშის დროს ისე არ აზროვნებს, როგორც ზრდასრული.
მის ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო განსხვავება რწმენასა და ფანტაზიას შორის.
მაგალითი ბიჭზე
ერთი ბიჭი უყურებდა საავადმყოფოში წოლისას სურათს, სადაც კოვბოი მატარებლის სახურავზე იწვა და ვიღაცას უმიზნებდა. ბიჭმა ექიმს ჰკითხა:
„ექიმო, რა მაგარია, არა?“
ბავშვი ვერ ამჩნევდა, რომ ეს უბრალოდ სურათი იყო.
მისთვის ეს იყო:
- ნამდვილი მატარებელი,
- დიდი სიჩქარე,
- გმირი, რომელიც სიცოცხლეს რისკავდა.
როცა თამაშობდა, ეს ყველაფერი მისთვის რეალობად იქცეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსები ეუბნებოდნენ – ეს გამოგონილია, მან მაინც არ დაიჯერა.
ზუსტად ასე ხდება თოვლის ბაბუასთანაც.
უნდა ვუთხრათ თუ არა სიმართლე?
როცა ჩვენ ვხდებით მშობლები, ზოგჯერ უკვე ცინიკურად ვუყურებთ თოვლის ბაბუის ისტორიას, რადგან ის ხშირად კომერციულ მიზნებში გამოიყენება.
მაგრამ ბავშვი მას სუფთა, გულწრფელი თვალებით უყურებს და მზად არის დაიჯეროს ყველაფერი, რასაც ვეტყვით.
რა მოხდება, თუ ბავშვს ავუხსნით, რომ ეს უბრალოდ გადაცმული ბიძაა?
თავიდან შესაძლოა დაგვიჯეროს მაგრამ შემდეგ, როცა სხვა ბავშვები დაიწყებენ ლაპარაკს თოვლის ბაბუაზე, გაიხარებენ, საჩუქრებს დაელოდებიან და სიხარულით აენთებათ თვალები, ამ დროს ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს სხვებისგან გამორჩეული, რაც მისთვის რთულია, განსაკუთრებით 5 წლის ასაკში.
თუ ბავშვს დავუტოვებთ რწმენას თოვლის ბაბუის შესახებ, ეს მას ინფანტილურს არ გახდის – უბრალოდ დაეხმარება საერთო დღესასწაულში მონაწილეობაში.
ბავშვი როგორ იგებს სიმართლეს
უფროსებს ხშირად ეშინიათ, რომ ბავშვი ძალიან განიცდის, როცა გაიგებს სიმართლეს, მაგრამ ჯერ არავის უნახავს ბავშვი, ვინც თოვლის ბაბუის არსებობა, ნამდვილი არსებობა, ანუ მშობლის მიერ მოტანილი საჩუქრების შესახებ გაიგო და ეს მძიმედ გადაიტანა.
ჩვეულებრივ ხდება ასე:
- ბავშვი სიმართლეს მეგობრებისგან იგებს.
- თავიდან არ სჯერა.
- იწყებს „გამოძიებას“.
- ბოლოს თვითონ აღმოაჩენს, რომ საჩუქრებს მშობლები დებენ.
- არ ამბობს ამას ხმამაღლა, მაგრამ შიგნით ამაყობს, რომ საიდუმლო ამოხსნა.
ყველაზე კარგი ასაკი ამის გასაგებად არის დაახლოებით 7 წელი.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმართლის აღმოჩენაში
შეიძლება წინასწარ დავიწყოთ ნელ-ნელა ახსნა.
მაგალითად, 4–5 წლის ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ სჯერა თოვლის ბაბუის, ვუთხრათ:
- დეიდა ნატომ და ბიძია ვახომ სთხოვეს თოვლის ბაბუას, შენთვის მატარებელი მოეტანა. უთხარი მადლობა.
ასე ბავშვი თანდათან მიხვდება, რომ საჩუქრების უკან ადამიანები დგანან.
როცა ბავშვი 6–7 წლის გახდება:
- აღარ უნდა დავმალოთ საჩუქრები ძალიან კარგად,
- შეიძლება სადმე ღია ყუთიც დავტოვოთ,
- როცა იკითხავს, ავუხსნათ, რომ თოვლის ბაბუა ლამაზი ზღაპარია, სინამდვილეში კი საჩუქრებს მშობლები და ახლობლები აძლევენ, იმიტომ რომ უყვართ.
ბავშვმა შეიძლება იკითხოს:
– ანუ თოვლის ბაბუა არ არსებობს?
ვუპასუხოთ:
– სინამდვილეში არა, მაგრამ ყველას ისე გვიყვარს, თითქოს არსებობდეს.
როგორც კოსმონავტის კოსტიუმი ეხმარება ბავშვს თავი კოსმონავტად იგრძნოს, ისე ეხმარება თოვლის ბაბუის ზღაპარიც.
მთავარი საფრთხე
თოვლის ბაბუის ზღაპარში ერთი საფრთხეა როცა მას აღზრდის ინსტრუმენტად ვიყენებთ.
თუ ბავშვს ვეუბნებით:
- თოვლის ბაბუა საჩუქრებს მხოლოდ კარგ ბავშვებს აძლევს,
მაშინ:
- ბავშვმა შეიძლება ძალიან ინერვიულოს,
- დაეწყოს დანაშაულის გრძნობა, როცა საჩუქარს ვერ მიიღებს
- იფიქროს, რომ ცუდია,
- შეეშინდეს თოვლის ბაბუის, როგორც მოსამართლის.
ამიტომ უკეთესია თოვლის ბაბუა წარმოვადგინოთ როგორც
კეთილი, მხიარული ბაბუა, რომელსაც ყველა ბავშვი უყვარს.
და როცა ბავშვი საჩუქარს მიიღებს, ვუთხრათ: – ალბათ ძალიან კარგი ბავშვი იყავი.
მაშინ, თუნდაც ბოლო დროს კარგად არ მოქცეულიყო,
ის მაინც იგრძნობს, რომ უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა.
ეს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განცდაა.
ბოლო რჩევები
- ნუ აჩუქებთ ბავშვს ისეთ სათამაშოს, რომელიც მისი ასაკისთვის ჯერ ადრეა.
- სათამაშოები, რომელსაც ვჩუქნით, მისია და არა ჩვენი.
- ნუ დავიწყებთ თვითონ თამაშს მისი ახალი სათამაშოთი.
- დავეხმაროთ მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ გვთხოვს.
- როცა თოვლის ბაბუის აღარ დაიჯერებს, ვასწავლოთ, თვითონ გააკეთოს საჩუქრები სხვებისთვის.
- მან უნდა გაიგოს, რომ ჩუქება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება.
ფრომი