მსოფლიოს მკვლევართა კლუბი
170,00 ₾
🌍 მსოფლიოს 100 საოცრება
მენტორი: ხელოვნებათმცოდნე თამარ ბოტკოველი
რატომ აშენდა მაჩუ-პიქჩუ მთის წვერზე? როგორ გაჩნდა პეტრას კლდეში ნაკვეთი ქალაქი? რა ისტორიებს ინახავენ ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი და ანგკორ ვატი? რატომ ეცვათ ქართველებს ჩოხა, იაპონელებს კიმონო და აფრიკის ბუშმენებს – თითქმის არაფერი? საიდან დაიბადნენ კერძები? როგორ გავიგოთ ნახატების შინაარსი სწორად და როგორ უნდა ვიყოთ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ჭკვიანი ბავშვები, ვინც უამრავი რამე იცის?
„დედამიწის საოცრებები“ არის მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ კულტურულ, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებში. კურსის განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ცივილიზაციას, ქვეყანას, ეპოქასა და იმ ადამიანებს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს.
შეხვედრები აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, არქიტექტურას, გეოგრაფიასა და კულტურას. მონაწილეები იმოგზაურებენ დროსა და სივრცეში, აღმოაჩენენ უცნობ ამბებს და უკეთ გაიგებენ, როგორ შექმნა ადამიანმა ის სამყარო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.
რას მიიღებს მონაწილე?
- მსოფლიოს უდიდესი კულტურული და ისტორიული ძეგლების გაცნობას;
• სხვადასხვა ცივილიზაციისა და კულტურის შესახებ ცოდნას;
• ხელოვნებისა და არქიტექტურის საფუძვლების გააზრებას;
• ისტორიული და კულტურული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების უნარს;
• ცნობისმოყვარეობისა და კვლევითი ინტერესის განვითარებას;
• მოგზაურობისა და აღმოჩენების სიყვარულს.
👦👧 ასაკი:
8-10 წელი
11-12 წელი
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
1 აგვისტომდე რეგისტრაციის შემთხვევაში – 150 ლარი თვეში
1 აგვისტოს შემდეგ – 170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
აღწერა
*10 თანადაფინანსებული ადგილი „მსოფლიოს მკვლევართა კლუბში“* რატომ აშენდა მაჩუ-პიქჩუ მთის წვერზე? სვეტიცხოველი კი მცხეთის გულში? რა ისტორიებს ინახავს კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა ან უფლისციხე? როგორ გაჩნდა ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი და ანგკორ-ვატი? რას გვიყვება ქვეყნის ისტორიის შესახებ მისი ხელოვნება, სამოსი და კერძები? რატომ ხატავდა და ვინჩი ისე და ფიროსმანი – ასე? „ფასკუნჯი“, “კავკასიის კულტურულ-შემოქმედებით კავშირთან”-პარტნიორობით, იწყებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას და „მსოფლიოს მკვლევართა კლუბში“ 10 ბავშვის სწავლას ნაწილობრივ დააფინანსებს. თანადაფინანსება განაწილდება შემდეგნაირად:
3 ბავშვი მიიღებს “50%-იან დაფინანსებას” და გადაიხდის თვეში 85 ლარს;
3 ბავშვი მიიღებს “30%-იან დაფინანსებას” და გადაიხდის თვეში 119 ლარს;
4 ბავშვი მიიღებს “20%-იან დაფინანსებას” და გადაიხდის თვეში 136 ლარს. კურსის სრული ღირებულებაა თვეში 170 ლარი. თანადაფინანსება გავრცელდება რვათვიანი პროგრამის სრულ პერიოდზე. ეს არ არის კონკურსი და ბავშვს წინასწარი ცოდნა ან სპეციალური დავალების შესრულება არ მოეთხოვება. თანადაფინანსების მისაღებად მშობელმა უნდა შეავსოს მოკლე განაცხადი და მიუთითოს, რატომ სურს ბავშვს კლუბში მონაწილეობა და რა მოცულობის მხარდაჭერა გახდის სწავლას შესაძლებელს. განაცხადების განხილვისას გათვალისწინებული იქნება ბავშვის ინტერესი, მოტივაცია, შეხვედრებზე რეგულარულად დასწრების შესაძლებლობა და ოჯახის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების მოცულობა. კლუბის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს გამორჩეულ ქვეყნებსა და ცივილიზაციებს, ისტორიას, გეოგრაფიას, ხელოვნებას, არქიტექტურასა და კულტურას. ![]()
ასაკობრივი ჯგუფები: 8-10 წელი 11-12 წელი
მენტორი: ხელოვნებათმცოდნე თამარ ბოტკოველი
შეხვედრები: კვირაში ერთხელ, 1.5 საათი
მისამართი: თინა იოსებიძის 57, XI სართული
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
განაცხადი: https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6 100 ადგილი, 100 ამბავი, ერთი დიდი მოგზაურობა.
