შემოქმედებითი ინტელექტის კურსი
200,00 ₾
აღწერა
🧠 შემოქმედებითი ინტელექტის კურსი
✍️ მენტორი: მწერალი გურამ მეგრელიშვილი
🎭 მოწვეული სტუმრები: მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები და სხვა სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლები
🤖 ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის უნარი, რომელიც ჯერ არცერთ ტექნოლოგიას არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს -შემოქმედებითი აზროვნება.
✨ ეს კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ იდეების შექმნა, ხელოვნება, ლიტერატურა, კინო, ფსიქოლოგია, კულტურა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები.
💡 შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა მხარეს, იმსჯელებენ წიგნებზე, ფილმებზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ მოვლენებზე და პრაქტიკული დავალებების საშუალებით განავითარებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და ორიგინალური იდეების შექმნის უნარს.
🤝 კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს და მათ პროფესიულ სამყაროს გააცნობენ.
🎯 რას მიიღებს მონაწილე?
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
• იდეების გენერირების პრაქტიკულ გამოცდილებას;
• თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების უკეთ გაცნობას;
• საჯარო მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებას;
• საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას;
• თანამოაზრე და მოაზროვნე ახალგაზრდების გარემოს.
👦👧 ასაკი:
13+
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა, ორშაბათს 16:00
2 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
200 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
