შემოქმედებითი ინტელექტი მოზარდებისთვის – გურამ მეგრელიშვილი
200,00 ₾
აღწერა
🧠 შემოქმედებითი ინტელექტის კურსი
მენტორი: მწერალი გურამ მეგრელიშვილი
მოწვეული სტუმრები: მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები და სხვა სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლები
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის უნარი, რომელიც ჯერ არცერთ ტექნოლოგიას არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს -შემოქმედებითი აზროვნება.
ეს კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ იდეების შექმნა, ხელოვნება, ლიტერატურა, კინო, ფსიქოლოგია, კულტურა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა მხარეს, იმსჯელებენ წიგნებზე, ფილმებზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ მოვლენებზე და პრაქტიკული დავალებების საშუალებით განავითარებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და ორიგინალური იდეების შექმნის უნარს.
კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს და მათ პროფესიულ სამყაროს გააცნობენ.
რას მიიღებს მონაწილე?
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
• იდეების გენერირების პრაქტიკულ გამოცდილებას;
• თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების უკეთ გაცნობას;
• საჯარო მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებას;
• საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას;
• თანამოაზრე და მოაზროვნე ახალგაზრდების გარემოს.
👦👧 ასაკი:
13+
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
2 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
200 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
