ცოტა მეტი კითხვა!
170,00 ₾
აღწერა
📚 ცოტა მეტი კითხვა!
წიგნიერების გაკვეთილები ბავშვებისთვის
წიგნს იძულებით ვერ შეაყვარებ ბავშვს, ბევრ მშობელს ეს არ ესმის. ხშირად, პრობლემა ბავშვში კი არა, ნაადრევ მოთხოვნებსა და კითხვის გარშემო შექმნილ დაძაბულობაშია. (ამას დაუმატეთ ადამიანის ტვინის ევოლუციური თვისება დაზოგოს ენერგია, რომელსაც კითხვისას „თვალები ართმევს“).
„ცოტა მეტი კითხვა!“ არის წიგნიერების კურსი, რომლის მთავარი მიზანია, ბავშვს კითხვა შევაყვაროთ ისე, რომსაბოლოოდ არ შევაჯავროთ წიგნი.
კურსი აგებულია სპეციალურად შერჩეული წიგნების მიხედვით. პროგრამა ითვალისწინებს თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებს, კითხვის შესაძლებლობებსა და ემოციურ თავისებურებებს. შერჩეული ნაწარმოებები რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილებითაა გამოცდილი და ბავშვების რეალურ ინტერესებზე მორგებული.
შეხვედრების განმავლობაში ბავშვები:
📖 წაიკითხავენ ქართულ და მსოფლიო საბავშვო ლიტერატურას;
💬 ისაუბრებენ პერსონაჟებზე, მათ არჩევანსა და ურთიერთობებზე;
🔍 ისწავლიან ტექსტში მნიშვნელოვანი დეტალების აღმოჩენას;
🧠 განივითარებენ წაკითხულის გააზრებისა და ანალიზის უნარს;
✍️ შეასრულებენ წიგნებთან დაკავშირებულ შემოქმედებით დავალებებს;
🗣️ ისწავლიან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას;
✨ აღმოაჩენენ, რომ კითხვა შეიძლება იყოს საინტერესო თავგადასავალი და არა სასკოლო ვალდებულება.
კურსზე მხოლოდ წიგნის შინაარსს არ მოვყვებით. ვისაუბრებთ იმაზეც, რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე, რას ვიგრძნობდით მის ადგილას, როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო ამბავი და რას გვეუბნება ტექსტი ჩვენს საკუთარ ცხოვრებაზე.
და იცით, ჩვენთან მოსული მოსწავლეები განსაკუთრებით რატომ ინტერესდებიან წიგნებით? – ჩვენ მათ ვუხსნით, როგორ დაიწერა ესა-თუ-ის წიგნი.
წიგნების ნაწილს ბავშვებს ჩვენ მივაწვდით, ნაწილს კი წინასწარ შევარჩევთ და კურსის მონაწილეებს ეტაპობრივად გავაცნობთ.
👦👧 ასაკობრივი ჯგუფები:
9-10 წელი
11-12 წელი
👤 მენტორი: გურამ მეგრელიშვილი – მწერალი და მასწავლებელი, ბავშვებთან კითხვისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით.
გურამ მეგრელიშვილი არის წიგნების – „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“ და „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მოთხრობის წერა“ ავტორი.
💳 საფასური: 170 ლარი თვეში
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/Rnq8GhnatiYWqMqm8
თუ გსურთ, ბავშვმა უბრალოდ მეტი წიგნი კი არ წაიკითხოს, არამედ წიგნთან მეგობრობა ისწავლოს – შემოგვიერთდით.
ცოტა მეტი კითხვა და გაცილებით დიდ სამყაროს დავინახავთ!
