მეკოს კინოკლუბი – მეკო გელაშვილი
150,00 ₾
აღწერა
🎬 მეკოს კინოკლუბი
მენტორი: კინომცოდნე, ფსიქოლოგი მეკო გელაშვილი
კინო მხოლოდ გართობა არ არის. კარგი ფილმი გვასწავლის ადამიანების, ურთიერთობების, ღირებულებების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის შესახებ ფიქრს.
„მეკოს კინოკლუბში“ ბავშვები და მოზარდები ასაკისთვის შერჩეულ ფილმებს უყურებენ, განიხილავენ მათ შინაარსს, პერსონაჟებსა და მთავარ იდეებს. შეხვედრები აერთიანებს კინოს, ფსიქოლოგიასა და ცოცხალ დისკუსიას, რაც მონაწილეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და გამოხატვაში ეხმარება.
ფილმები გახდება საბაბი მნიშვნელოვანი ღირებულებითი თემების შესახებ სასაუბროდ – მეგობრობა, სიმამაცე, კონფორმიზმი, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ოჯახი, სიყვარული, განსხვავებულობა და სხვა საკითხები, რომლებიც მოზარდის ცხოვრებას უკავშირდება.
რას მიიღებს მონაწილე?
- საინტერესო და ღირებული ფილმების გაცნობას;
• კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
• საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის უნარს;
• ფსიქოლოგიური და სოციალური თემების უკეთ გააზრებას;
• დისკუსიისა და მოსმენის კულტურის განვითარებას;
• თანამოაზრე თანატოლების გარემოს.
საჯაროდ გამოსვლის შიშის დაძლევას.
👦👧 ასაკი:
12+
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
3 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
1 აგვისტომდე რეგისტრაციის შემთხვევაში – 150 ლარი თვეში
1 აგვისტოს შემდეგ – 170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
