წერითი თერაპია ბავშვებისთვის
170,00 ₾
აღწერა
წერითი თერაპია ბავშვებისთვის –
მენტორები: გურამ მეგრელიშვილი, მარიამ ნოზაძე
ბავშვებს ხშირად უჭირთ საკუთარი განცდების სიტყვებით გამოხატვა. ზოგჯერ მათ ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი, მაგრამ არ იციან, როგორ გადმოსცენ საკუთარი ფიქრები, ემოციები და გამოცდილება.
„წერითი თერაპია ბავშვებისთვის“ აერთიანებს შემოქმედებით წერას, თვითგამოხატვასა და არტთერაპიულ მიდგომებს. უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში ბავშვები ისწავლიან, როგორ აქციონ საკუთარი ფიქრები ისტორიებად, პერსონაჟებად, წერილებად და პატარა ტექსტებად.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები წერენ, კითხულობენ, მსჯელობენ, თამაშობენ და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის საშუალებით სწავლობენ საკუთარი შინაგანი სამყაროს უკეთ გაცნობას.
რას მიიღებს ბავშვი?
- საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვის უნარს;
• წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
• წერითი კომუნიკაციის გაუმჯობესებას;
• ყურადღებისა და თვითრეფლექსიის უნარის გაძლიერებას;
• საკუთარი თავისა და სხვების უკეთ გაგების გამოცდილებას.
👧🧒 ასაკობრივი ჯგუფები:
• 8-9 წელი
• 10-11 წელი
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
