მომავალ ფსიქოლოგთა კლუბი მოზარდებისთვის
Original price was: 170,00 ₾.150,00 ₾Current price is: 150,00 ₾.
აღწერა
🧠 მომავალ ფსიქოლოგთა კლუბი
მენტორი: ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე
რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა სხვაგვარად? როგორ ყალიბდება პიროვნება? რა გავლენას ახდენს ბავშვობა ჩვენს მომავალზე? როგორ მუშაობს მეხსიერება, ემოციები და მოტივაცია?
„მომავალ ფსიქოლოგთა კლუბი“ განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ადამიანის შინაგანი სამყარო, ქცევა, ურთიერთობები და ფსიქოლოგიის მეცნიერება.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები 100 ფსიქოლოგიური ტერმინის კვალდაკვალ გაეცნობიან ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს, ცნობილ ექსპერიმენტებს, პიროვნების თეორიებსა და თანამედროვე კვლევებს. კურსი ორიენტირებულია მსჯელობაზე, პრაქტიკულ მაგალითებსა და საინტერესო შემთხვევების განხილვაზე.
ეს არ არის თერაპიული ჯგუფი, ჩვენ ვიკრიბებით შემეცნებისთვის. ვისაც სურს უკეთ გაიგოს ადამიანი და, შესაძლოა, მომავალში ფსიქოლოგიის სფეროსაც დაუკავშიროს საკუთარი პროფესიული გზა, აუცილებლად უნდა დაგვემგზავროს.
რას მიიღებს მონაწილე?
- ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების გაცნობას;
• ადამიანის ქცევისა და ემოციების უკეთ გააზრებას;
• კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას;
• საინტერესო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისა და კვლევების გაცნობას;
• დისკუსიებში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების გამოცდილებას;
• თანამოაზრე ახალგაზრდების ინტელექტუალურ გარემოს.
👦👧 ასაკი:
14+
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
1 აგვისტომდე რეგისტრაციის შემთხვევაში – 150 ლარი თვეში
1 აგვისტოს შემდეგ – 170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
