საქართველოს ალტერნატიული რუკა

Back To Shop

საქართველოს ალტერნატიული რუკა

20,00 

„გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნი სწორედ ისეთია, როგორი წიგნების წაკითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს – დაიწყებ და სანამ ბოლოში არ გახვალ, არ გაჩერდები და ავტორის ოსტატობის დამსახურება ისიც არის, რომ სამყარო, რომელსაც ის ქმნის, გაცილებით რეალურია, ვიდრე ის რეალური სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ნამდვილი ლიტერატურაც ესაა…“ – დათო ტურაშვილი.

კატეგორია:

აღწერა

“საქართველოს ალტერნატიული რუკა” ის წიგნია, მეგზურად რომ გამოგადგება ქვეყნის დათვალიერების გზაზე.

ესაა რეალობისა და გამონაგონის ოსტატური შერწყმა, სადაც ნამდვილი ადამიანები უცნაურ გარემოში აღმოჩნდებიან ხოლმე და მათ ისეთი რამ გადახდებათ თავს, არასოდეს რომ წარმოედგინათ.

და გარემო? იცოდით, რომ ხვამლის მთაზე საიდუმლო ექსპერიმენტული ლაბორატორიაა გახსნილი, სადაც გარდაცვლილი ახლობლების ჰოლოგრამას შეგიძლიათ დაელაპარაკოთ?

ან რომ ტყიბული უცბად მემარცხენე ქალაქად გამოაცხადეს და სოციალისტური პროგრამის მიხედვით ლუდი სუბსიდირებულია?

ან თუშეთში შესვლა რომ ფასიანი გახდა და მთლიანად დაცულ ტერიტორიად გამოაცხადეს.

ან ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარი დანაშაულის გახსნა როგორ შეიძლება მოხდეს ახალი კანონის მიხედვით, რომელიც საჯარო სამსახურში 1 კვირით მსახურებას გაიძულებს?

ეს წარმოუდგენელი ამბებისა და თავგადასავლების წიგნია, რომელიც წაკითხული აუცილებლად უნდა გქონდეს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „საქართველოს ალტერნატიული რუკა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *