როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

Back To Shop

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

25,00 

კატეგორია:

აღწერა

რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შვებს კით­ხვა ციფ­რულ ეპო­ქა­ში
თუ ბავშვი კითხვას გაურბის, პრობლემა არც წიგნშია და არც ბავშვში.
ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც შვილის მისამართით ერთხელ მაინც უთ­
ქვამს, ან უფიქრია: „არ კითხულობს… არ აინტერესებს… აღარ ვიცი,
რა ვქნა“. ავტორი პირადი გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს,
როგორ ბრუნდებიან ბავშვები წიგნთან მაშინ, როცა კითხვა აღარ
არის დავალება, კონტროლი – ზეწოლა და წიგნი – სასჯელი.
ამ წიგნში ვერ ნახავთ მზა რეცეპტებს, რადგან ასეთი რამ ბუნება­
ში არ არსებობს. თუმცა წაიკითხავთ რჩევებს, რომელიც რეალური
ისტორიებიდან, შეცდომებიდან, აღმოჩენებიდან გამომდინარეობს,
რადგან ამ წიგნის ავტორი 15 წელია, მოზარდებს კითხვას და მხატ­
ვრულ წერას ასწავლის და აყვარებს.
ამ წიგნში გაიგებთ:
♦ რატომ „კლავს“ იძულება კითხვის სიყვარულს;
♦ როგორ უნდა გადაიქცნენ მშობელი და მასწავლებელი თანამ­
გზავრად;
♦ რატომ არის „თავის ტკივილი“ კითხვის პროცესის განვითარე­
ბის ნიშანი;
♦ როგორ იქმნება გარემო, სადაც ბავშვი წიგნს საკუთარი სურ­
ვილით იღებს ხელში.
ეს წიგნი მოზარდებს საკუთარ ინტერესებთან აბრუნებს.
მოუძებნეთ ამ წიგნს ადგილი თქვენს ბიბლიოთეკაში, მერწმუნეთ, გამოგადგებათ!