ახალგაზრდა მწერალთა სკოლა
170,00 ₾
აღწერა
ახალგაზრდა მწერლების სკოლა
მენტორები: მწერალი გურამ მეგრელიშვილი, ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე
კარგი მკითხველი იშვიათად ხდება ცუდი ავტორი. კარგი ავტორი კი, როგორც წესი, ადამიანებსა და მათ შინაგან სამყაროს კარგად იცნობს.
ეს კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებსაც უყვართ კითხვა, ამბების მოყოლა, საკუთარი აზრების გამოხატვა და საინტერესო ადამიანურ ისტორიებზე ფიქრი.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, წაიკითხავენ და განიხილავენ მოთხრობებს, ისწავლიან პერსონაჟების შექმნას, სიუჟეტის აგებასა და მხატვრული ტექსტის წერის საფუძვლებს.
ფსიქოლოგია კურსში წარმოდგენილია როგორც დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ადამიანების მოტივები, ემოციები, ურთიერთობები და ლიტერატურული პერსონაჟების შინაგანი სამყარო.
რას მიიღებს მოზარდი?
- მხატვრული კითხვისა და ანალიზის უნარს;
• შემოქმედებითი წერის პრაქტიკულ გამოცდილებას;
• საკუთარი ტექსტების შექმნის შესაძლებლობას;
• პერსონაჟების, კონფლიქტებისა და სიუჟეტის აგების ცოდნას;
• ადამიანებისა და ურთიერთობების უკეთ გააზრების უნარს;
• თანამოაზრე მკითხველებისა და ახალგაზრდა ავტორების გარემოს.
👦👧 ასაკი:
11-12 წელი
13+ წელი
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით. უფროსი ასაკის მოსწავლეებთან 2 საათი)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
