მხატვრული წერის მასტერკლასი
590,00 ₾
მხატვრული წერის მასტერკლასი — გურამ მეგრელიშვილის საავტორო კურსი, რომელიც ეტაპობრივად გასწავლით ტექსტის შექმნას იდეიდან დასრულებულ წიგნამდე. ლექციები, ჯგუფური მუშაობა და ინდივიდუალური კონსულტაცია დაგეხმარებათ პერსონაჟების განვითარებაში, სიუჟეტის აგებაში და ტექსტის რედაქტირებაში. კურსის ფარგლებში შეხვდებით ქართველ ავტორებს, რედაქტორებსა და გამომცემლებს და თავად გაივლით გზას — პირველი ჩანაფიქრიდან გამოცემულ წიგნამდე.
აღწერა
მხატვრული წერის მასტერკლასი
ლექტორი: გურამ მეგრელიშვილი, მწერალი, ფსიქოლოგი.
16 სექტემბრიდან, სამშაბათობით, 19:00 საათზე
ღირებულება:
13 ვიდეო და 4 აუდიო ლექცია – 590 ლარი
6 ჯგუფური შეხვედრა – 790 ლარი
1 ინდივიდუალური შეხვედრა საჩუქრად
ვიდეო და აუდიო ლექციების მოსმენის შემდეგ დაიწყება ჯგუფური შეხვედრები,
მხოლოდ ვიდეო და აუდიო ლექციების შესაძენად დაგვიკავშირდით პირადად.
პროექტის მოდულები:
1 მოდული: იდეიდან პირველ მონახაზამდე (პერსონაჟების დახვეწა, დამუშავება) (ვიდეო ჩანაწერები)
2 მოდული: სიუჟეტური ხაზის შეკვრა, სამწერლო ტექნიკის რამდენიმე საიდუმლო. (ვიდეო ჩანაწერები)
3 მოდული: ნაბიჯ-ნაბიჯ. ტექსტის ძირითადი ნაწილის შექმნა. (ვიდეო ჩანაწერები)
4 მოდული: მხატვრული ნაწარმოებისთვის დასრულებული სახის მიცემა. (ადგილზე)
5 მოდული: ტექსტის რედაქტირება, საგამომცემლო კონდიციამდე მიყვანა. (ადგილზე)
კურსის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, რედაქტორებთან, წიგნის დიზაინერებთან, გამომცემლებთან, რათა სრულად დავინახოთ პროცესი იდეიდან გამოცემულ წიგნამდე.
მისამართი: თბილისი, იოსებიძის 57, მეათე სართული

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.