მეკოს კინოკლუბი

Back To Shop

მეკოს კინოკლუბი

160,00 

კატეგორია:

აღწერა

🎬 მეკოს კინოკლუბი ბრუნდება!
🗣️ თერაპიული საუბრები კინოს შემდეგ

თუ გიყვარს 🎥 ფილმები, 💬 ადამიანური ისტორიების მოსმენა და გაზიარება, 🧘 გჭირდება დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვა და 🧠 ინტელექტუალური საუბრები, ეს სივრცე შენთვისაა.

🎞️ ყოველ შაბათს ერთად ვუყურებთ წინასწარ შერჩეულ თანამედროვე, კლასიკურ, საკულტო და ნაკლებად ცნობილ ფილმებს. ჩვენთვის კინო მხოლოდ გართობა არ არის, მივხვდით, რომ 🌍 სამყაროს შესამეცნებლად ხელოვნების ეს გენიალური დარგი აქ შეკრებილ ხალხს ერთნაირად მოგვწონს.

🎬 მეკო გელაშვილი, ვისი ონლაინ განხილვების მკითხველი ასობით ადამიანი ვართ, სწორედ აქ, „ფასკუნჯის“ სივრცეში, ექსკლუზიურად ჩვენთვის გველაპარაკება 🎭 კინოენაზე, 🎨 სიმბოლოებზე, ფერებზე, 🎥 კადრებზე, 🎼 მუსიკაზე და 🎭 მსახიობებსა თუ 🎬 რეჟისორებზე. შემდეგ კი ჯგუფის თითოეულ წევრს საშუალება აქვს საკუთარი პერსპექტივა გაშალოს, 💭 მოახდინოს რეფლექსირება, 🤝 გააზიაროს საკუთარი ამბავი და 👀 სხვების პერსპექტივითაც დაინახოს ფილმები.

🫂 ამ ჯგუფში, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მონაწილე ვიკრიბებით, ბევრისთვის ეს შეხვედრები მხოლოდ ფილმის ნახვა არაა, არამედ ძალიან თერაპიული გამოცდილებაც, რადგან სწორედ 🎥 ფილმები გვაძლევს საშუალებას უსაფრთხო გარემოში ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში უთქმელი გვრჩება.

🎥 შარშან ერთად 41 ფილმი ვნახეთ.
🌟 წელსაც 41 დაუვიწყარ კინოსაღამოს ვგეგმავთ.

📜 წლის ბოლოს, სურვილის შემთხვევაში, მონაწილე, რომელიც წარადგენს ერთ-ერთი ფილმის საკუთარ განხილვას, მიიღებს 🏅 კინოკლუბის მონაწილეობის სერტიფიკატს.

☕🍷 შეხვედრების განმავლობაში დაგხვდებათ:
• ☕ ყავა
• 🍵 ჩაი
• 🍷 ღვინო
• 🥃 ვისკი
• 🍪 სასუსნაო

📅 ყოველ შაბათს
🕖 19:00 საათზე

💳 1 თვის ღირებულება: 160 ლარი
🎟️ 1 შეხვედრის საფასური: 49 ლარი

👥 დახურული ჯგუფის რაოდენობა – 20 მონაწილე (ერთჯერადი დამსწრეების ლიმიტი ერთ შეხვედრაზე – 3).

❤️ თუ კინოს მხოლოდ საყურებლად არ აღიქვამ, არამედ როგორც დიალოგს, როგორც რესურსს, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აახლოებს, გელოდებით 🎬 მეკოს კინოკლუბში.