დამარცხებულთა თვალით დანახული ისტორია
Original price was: 250,00 ₾.175,00 ₾Current price is: 175,00 ₾.
ისტორიას გამარჯვებულები წერენ, მაგრამ ამ შეხვედრაზე ვცდილობთ საქართველოს წარსული დავინახოთ დამარცხებულთა თვალით – არა როგორც ალტერნატიული ისტორია, არამედ როგორც ახალი, გულწრფელი ინტერპრეტაცია.
სამშაბათს, 19:30-ზე, მოვუსმენთ აზოს, ლიპარიტ ბაღვაშის, დემნა უფლისწულისა და სხვათა „ხმებს“
აღწერა
ისტორიას გამარჯვებულები წერენ – ასე გვასწავლეს.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ – ამასაც მივეჩვიეთ.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სიტყვის თქმის უფლებას ვაძლევთ დამარცხებულს?
საქართველოს ისტორია, როგორც ჩვენ ვიცით, უმეტესად გამარჯვებულთა თვალით დანახული ამბავია, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მომენტები, როცა საზოგადოება მზად არის მოუსმინოს დამარცხებულის ვერსიასაც და აღიაროს მისი სიმართლე.
ამ შეხვედრაზე სწორედ ამას ვცდით:
🔸 არა ალტერნატიურ ისტორიას (რადგან ასეთი არ არსებობს),
🔸 არამედ ისტორიის ახალ ინტერპრეტაციას დამარცხებულთა პერსპექტივიდან.
როგორ მოყვებოდა საკუთარ ამბავს აზო?
რას გვეტყოდა ლიპარიტ ბაღვაში?
დემნა უფლისწული?
ყუთლუ არსლანი?
ეს არ იქნება ლექცია ფაქტების ჩამოთვლით.
ეს იქნება ისტორიის წაკითხვა ისე, როგორც მას დამარცხებულები გვიამბობდნენ წყენით, არგუმენტებით, შიშით, საკუთარი ღირსებით.
📅 შეხვედრის დღე: სამშაბათი
🕢 დრო: 19:30
კურსს წაუძღვება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიშა ბახტაძე
💰 საფასური:
▪️ პირველი კალათა – 175 ლარი
▪️ მეორე კალათა – 199 ლარი
▪️ მესამე კალათა – 250 ლარი
თუ გინდა, ისტორია არა მხოლოდ იცოდე, არამედ გაიგო და გაიაზრო კიდეც, დამარცხებულის თვალით დანახული ამბები ხშირად ყველაზე მტკივნეული და ყველაზე გულწრფელია.
📩 ადგილები შეზღუდულია.
რეგისტრაცია:
