წერითი თერაპია

Back To Shop

წერითი თერაპია

250,00 

თუ ისევ იმავე ცხოვრებას ცხოვრობ და არაფერი იცვლება – პრობლემა მოტივაციაში არაა, პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავს არ ელაპარაკები.

კატეგორია:

აღწერა

შენი ცხოვრების სცენარი ხშირად მეორდება, ხარისხი კი არ იცვლება? – პრობლემა მოტივაციაში არაა.

პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავს არ ელაპარაკები.

ეს კურსი არ არის პოზიტიური აფირმაციების ტექნიკები, აქ არავინ გეტყვის ფორმულას: „იყავი მადლიერი და ყველაფერი დალაგდება“.

ეს არის წერითი თერაპია მათთვის, ვინც საკუთარი თავის მოტყუებით დაიღალა, ცხოვრების სცენარის შეცვლისთვის კი საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

რისი გრცხვენია სინამდვილეში?

ვის ვერ პატიობ და რატომ?

რა სცენარს იმეორებ ბავშვობიდან?

რატომ არ გადიხარ იმ წითელ ხაზებს, რომელიც საკუთარ თავთან დაგიწესებია?

და რას დაკარგავ, თუ კიდევ ერთ წელს ასე იცხოვრებ?

მსგავს შეკითხვებზე პასუხები ხშირად “წერით წამოცდენებშია”.

ეს არის გმირის მოგზაურობა, მაგრამ ლიტერატურული გმირი აქ შენ ხარ.

თუ ახლა ფიქრობ:
„ჯერ არ ვარ მზად, ცოტა მერე ვცდი!”, იცოდე, რომ ნამდვილად გჭირდება ეს კურსი.

✍️ წერითი თერაპია
📖 ღრმა პროცესი
👥 ჯგუფი, სადაც საკუთარ თავს ვერ დაემალები

👉 ვიკრიბებით ხუთშაბათობით, 19:00-ზე, იოსებიძის 57-ში.

შემოგვიერთდი: https://forms.gle/zNf8xp39N1VT4bmH8

საიტიდან რეგისტრაცია: