შემოქმედებითი აზროვნების კურსი: ზღაპარი, მითი და ფენტეზი – ნატო დავითაშვილი
170,00 ₾
აღწერა
🐉 შემოქმედებითი აზროვნების კურსი: ზღაპარი, მითი და ფენტეზი
მენტორი: ფენტეზის მწერალი ნატო დავითაშვილი
რატომ იქმნებოდა ზღაპრები? რატომ არსებობს თითქმის ყველა კულტურაში დრაკონი, გმირი, ჯადოსნური საგნები და დიდი მოგზაურობები? რა საიდუმლოებები იმალება მითებსა და ლეგენდებში?
ეს კურსი განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც უყვართ წარმოსახვა, საინტერესო ისტორიები და ფანტასტიკური სამყაროები.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული და მსოფლიო მითოლოგიის, ზღაპრებისა და ფენტეზის მნიშვნელოვან ნიმუშებს, იმსჯელებენ გმირებზე, სიმბოლოებზე, არქეტიპებზე და თავადაც შექმნიან ახალ ისტორიებს, პერსონაჟებსა და სამყაროებს.
კურსის მიზანია არა მხოლოდ ლიტერატურის გაცნობა, არამედ შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და დამოუკიდებელი იდეების განვითარების ხელშეწყობა.
რას მიიღებს მონაწილე?
- მითებისა და ზღაპრების სამყაროს უკეთ გაცნობას;
• ფენტეზის ლიტერატურის საფუძვლების გააზრებას;
• შემოქმედებითი და სიმბოლური აზროვნების განვითარებას;
• საკუთარი პერსონაჟებისა და ამბების შექმნის გამოცდილებას;
• წარმოსახვისა და ამბის თხრობის უნარების გაძლიერებას;
• თანამოაზრე მკითხველებისა და ახალგაზრდა შემოქმედების გარემოს.
👦👧 ასაკი:
9-10 წელი
11-12 წელი
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
1 აგვისტომდე რეგისტრაცია: 150 ლარი თვეში
გვიანი რეგისტრაცია: 170 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
