ტოლკინი. მეკო გელაშვილი

Back To Shop

ტოლკინი. მეკო გელაშვილი

39,00 

კატეგორია:

აღწერა

📚 შეხვედრა ფენტეზის სამყაროს შემოქმედთან: ჯ.რ.რ. ტოლკინი. 24 მაისი ფენტეზის მოყვარულთა დღედ გამოგვიცხადებია

ამბობენ, რომ არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ისინი, ვისაც უკვე წაკითხული აქვთ “ბეჭდების მბრძანებელი” და ისინი, ვინც აპირებენ მის წაკითხვას. თუმცა, ტოლკინი ბევრად მეტია, ვიდრე ერთი წიგნი, ავტორმა ხომ მთელი სამყარო, ენები და მითოლოგია შექმნა?!

მოგვიანებით ყველაფერი ფენტეზიდ იქცა, მანამდე კი იყო თავად პროფესორი.

რაზე ვისაუბრებთ 2 საათის განმავლობაში?

• ლეგენდარიუმის არქიტექტურა: როგორ შექმნა ერთმა ადამიანმა სამყარო, რომელმაც შეცვალა თანამედროვე ლიტერატურა და კინემატოგრაფია.
• “სილმარილიონიდან” – “ბეჭდების მბრძანებლამდე”: გავივლით წიგნების ქრონოლოგიას და გავიგებთ, როგორ იშვა სამყაროს შექმნის ეპიკური მითებიდან ჰობიტების პატარა თავგადასავალი.

• ენები, როგორც საძირკველი: რატომ დაიწყო ყველაფერი ფილოლოგიით და როგორ იქცა გამოგონილი ენები რეალური სამყაროს ნაწილად.

• გავლენა და მემკვიდრეობა: რატომ დგას დღევანდელი მთელი ფენტეზი-ინდუსტრია ტოლკინის მხრებზე.

ეს შეხვედრა იქნება გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს შუახმელეთის სიღრმეებში ჩახედვა, პერსონაჟების მიღმა დამალული ფილოსოფიის გაგება და იმ მაგიის აღმოჩენა, რომელიც ფურცლებიდან რეალობაში გადმოვიდა.

როდის: 24 მაისი, 19:00

💳 შეხვედრაზე დასწრების საფასური:
პირველი კალათა: 39 ლარი (მოასწარი, მხოლოდ 8 ადგილი)
მეორე კალათა: 45 ლარი (12 ადგილი)

👥 მოდი მეგობართან ერთად და გადაიხადე 25 ლარი თითო მონაწილეზე

⚠️ ადგილზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია
💻 ონლაინ დასწრება – 25 ლარი

📍 მისამართი: იოსებიძის 57, მეათერთმეტეზე

📝 რეგისტრაცია: https://forms.gle/H8J7RgFxbMGK9RZj6