აღწერა
მეკოს კინოკლუბი ბრუნდება!

თერაპიული საუბრები კინოს შემდეგ
თუ გიყვარს

ფილმები,

ადამიანური ისტორიების მოსმენა და გაზიარება,

გჭირდება დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვა და

ინტელექტუალური საუბრები, ეს სივრცე შენთვისაა.

ყოველ შაბათს ერთად ვუყურებთ წინასწარ შერჩეულ თანამედროვე, კლასიკურ, საკულტო და ნაკლებად ცნობილ ფილმებს. ჩვენთვის კინო მხოლოდ გართობა არ არის, მივხვდით, რომ

სამყაროს შესამეცნებლად ხელოვნების ეს გენიალური დარგი აქ შეკრებილ ხალხს ერთნაირად მოგვწონს.

მეკო გელაშვილი, ვისი ონლაინ განხილვების მკითხველი ასობით ადამიანი ვართ, სწორედ აქ, „ფასკუნჯის“ სივრცეში, ექსკლუზიურად ჩვენთვის გველაპარაკება

კინოენაზე,

სიმბოლოებზე, ფერებზე,

კადრებზე,

მუსიკაზე და

მსახიობებსა თუ

რეჟისორებზე. შემდეგ კი ჯგუფის თითოეულ წევრს საშუალება აქვს საკუთარი პერსპექტივა გაშალოს,

მოახდინოს რეფლექსირება,

გააზიაროს საკუთარი ამბავი და

სხვების პერსპექტივითაც დაინახოს ფილმები.

ამ ჯგუფში, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მონაწილე ვიკრიბებით, ბევრისთვის ეს შეხვედრები მხოლოდ ფილმის ნახვა არაა, არამედ ძალიან თერაპიული გამოცდილებაც, რადგან სწორედ

ფილმები გვაძლევს საშუალებას უსაფრთხო გარემოში ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში უთქმელი გვრჩება.

შარშან ერთად 41 ფილმი ვნახეთ.

წელსაც 41 დაუვიწყარ კინოსაღამოს ვგეგმავთ.

წლის ბოლოს, სურვილის შემთხვევაში, მონაწილე, რომელიც წარადგენს ერთ-ერთი ფილმის საკუთარ განხილვას, მიიღებს

კინოკლუბის მონაწილეობის სერტიფიკატს.


შეხვედრების განმავლობაში დაგხვდებათ:
•

ყავა
•

ჩაი
•

ღვინო
•

ვისკი
•

სასუსნაო

ყოველ შაბათს

19:00 საათზე

1 თვის ღირებულება: 160 ლარი

1 შეხვედრის საფასური: 49 ლარი

დახურული ჯგუფის რაოდენობა – 20 მონაწილე (ერთჯერადი დამსწრეების ლიმიტი ერთ შეხვედრაზე – 3).

თუ კინოს მხოლოდ საყურებლად არ აღიქვამ, არამედ როგორც დიალოგს, როგორც რესურსს, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აახლოებს, გელოდებით

მეკოს კინოკლუბში.