განათლების ფსიქოლოგია ზურაბ ვახანია

Back To Shop

განათლების ფსიქოლოგია ზურაბ ვახანია

300,00 ₾

კატეგორია:

აღწერა

განათლების ფსიქოლოგია
როგორ ვისწავლოთ მოსწავლის უკეთ გაგება და ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნა?
სწავლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა რომ იყოს, მასწავლებლებად კომპიუტერები გვეყოლებოდა, მაგრამ ის გაცილებით რთული პროცესია, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ემოციებს, მოტივაციას, აზროვნებას, განვითარების ეტაპებსა და ინდივიდუალურ განსხვავებებს.
რატომ სწავლობს ერთი მოსწავლე მარტივად, მეორე კი იმავე მასალასთან გამკლავებას დიდ ძალისხმევას ანდომებს? რა განსაზღვრავს სწავლის მოტივაციას? როგორ მოქმედებს ემოციური მდგომარეობა შემეცნებით პროცესებზე? რატომ არ მუშაობს ყველა მოსწავლესთან სწავლების ერთი და იგივე მიდგომა?
განათლების ფსიქოლოგიის ოთხშეხვედრიანი კურსი მონაწილეებს გააცნობს იმ ფსიქოლოგიურ საფუძვლებსა და კანონზომიერებებს, რომლებიც სწავლებისა და სწავლის პროცესის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
კურსის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ ვითარდება ადამიანის შემეცნებითი პროცესები, რა გავლენას ახდენს სწავლაზე ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და ემოციები, როგორ ყალიბდება სწავლის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას სასწავლო პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, საკლასო გარემოში წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებასა და ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ჩართულობასა და განვითარებას.
რას შეისწავლით კურსის განმავლობაში?
სწავლისა და სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს;
ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გავლენას სასწავლო პროცესზე;
ყურადღების, მეხსიერების, აზროვნებისა და სხვა შემეცნებითი პროცესების როლს სწავლაში;
სწავლის მოტივაციის ფორმირებისა და შენარჩუნების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს;
ემოციების, ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიური გარემოს გავლენას სწავლაზე;
მოსწავლეთა ქცევისა და საგანმანათლებლო სირთულეების ფსიქოლოგიურ გააზრებას;
სწავლების პროცესში ფსიქოლოგიური მიდგომების პრაქტიკულ გამოყენებას.
ვისთვის არის განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, პედაგოგებისთვის, ლექტორებისთვის, ტრენერებისა და განათლების სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთ გაიაზრონ სწავლის ფსიქოლოგიური პროცესები და გაამდიდრონ საკუთარი პროფესიული პრაქტიკა.
კურსის მიზანია არა მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ ვასწავლოთ, არამედ იმის გააზრება, ვის ვასწავლით, როგორ სწავლობს ადამიანი და რა პირობები ეხმარება მას განვითარებაში.
📅 დაწყება: 3 დეკემბერი, 19:00 (ადგილზეც და ონლაინაც)
📚 ხანგრძლივობა: 4 შეხვედრა
👨‍🏫 ლექტორი: ზურაბ ვახანია, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი
სწავლის საფასური: 300 ლარი (მასწავლებლების, მოსწავლეებისა და იძლებით გადაადგილებული პირებისთვის მოქმედებს 20 %-იანი ფასდაკლება)
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
სარეგისტრაციო ბმული: