ათენი ჰიდრა

Back To Shop

ათენი ჰიდრა

2 190,00 ₾

აღწერა

ათენი და ჰიდრა – ოთხი დღე და ერთი დიდი შთაბეჭდილება!
📅 29 მარტი – 2 აპრილი
არის ქალაქები, სადაც ისტორიის სანახავად მუზეუმში უნდა შეხვიდე. ათენში კი საკმარისია, ქუჩაში გახვიდე, თითქოს ჰომეროსისა და საფოს ტექსტებში შედიხარო. ზემოდან აკროპოლისი გადმოგყურებს, ძველი უბნების ვიწრო ქუჩები პატარა მოედნებზე გაგიყვანს, კაფეებიდან კი ბერძნული ყავის სურნელი გამოდის. 💙
ამ მოგზაურობაში ათენის ისტორიას, გემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას გავეცნობით, ერთი დღით კი ზღვას გავუყვებით და კუნძულ ჰიდრას ვესტუმრებით. განა საბერძნეთი ზღვით მოგზაურობის გარეშე საბერძნეთია?
🏛️ 29 მარტი – აკროპოლისი და ძველი ათენი
მოგზაურობას პართენონით, ერექთეიონითა და ათენის პანორამული ხედებით დავიწყებთ. აკროპოლისის მუზეუმში ორიგინალ კარიატიდებსა და ანტიკურ ქანდაკებებს ვნახავთ. სადილისა და შესვენების შემდეგ პლაკისა და ანაფიოტიკის ქუჩებში გავისეირნებთ – პატარა მაღაზიებს, კაფეებსა და ფოტოების გადასაღებად მშვენიერ ადგილებს აღმოვაჩენთ. საღამოს ბერძნული ვახშამი გველოდება. 🫒 აქ, როგორც წესი ისინიც ვცეკვავთ ხოლმე, ცეკვა რომ არ გამოგვდის, ვისაც სირტაკი გიყვართ, ფრთები უნდა გაშალოთ.
🏺 30 მარტი – ძველი აგორა, ქრისტიანული ათენი და საყიდლებზე გასვლა.
ვნახავთ ჰეფესტოსის ტაძარს, ატალოსის სტოასა და აგორას მუზეუმს. მონასტირაკის მოედანსა და ბაზრობას მოვივლით, შემდეგ კი ქრისტიანულ ათენს გავეცნობით – საკათედრო ტაძარს, პატარა მიტროპოლიასა და კაპნიკარეას ბიზანტიურ ეკლესიას. დღის მეორე ნახევარში ერმუს ქუჩაზე შოპინგისთვისაც გვექნება დრო, შემდეგ კი სინტაგმის მოედანზე გავალთ. 🛍️
🏛️ 31 მარტი – ძველი საბერძნეთის საგანძური და თანამედროვე ათენი
ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში მიკენურ ოქროს, ციკლადურ ხელოვნებას, ანტიკურ ქანდაკებებსა და ანტიკითერას მექანიზმს გავეცნობით. სადილისა და დასვენების შემდეგ გარედან დავათვალიერებთ ათენის არქიტექტურულ ტრილოგიას – უნივერსიტეტის, აკადემიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობებს. კოლონაკიში კი კაფეებისთვის, მაღაზიებისა და თავისუფალი სეირნობისთვის მოვიცლით. ☕
⛵ 1 აპრილი – ერთი დღე კუნძულ ჰიდრაზე
ქვის სახლები, მყუდრო ნავსადგური, ზღვის ხედები და სანაპირო ბილიკები – ამ დღეს ჰიდრას დავუთმობთ. გავისეირნებთ კამინის პატარა ნავსადგურისკენ და ვნახავთ ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარს.
სურვილის შემთხვევაში, ვესტუმრებით ლაზაროს კუნდურიოტისის სახლ-მუზეუმსა და ჰიდრას ისტორიულ არქივ-მუზეუმსაც. 🌊
საფასურშ შედის:
✈️ ფრენები:
• 29 მარტი – ქუთაისი – ათენი | 06:00–07:55
• 2 აპრილი – ათენი – ქუთაისი | 08:35–12:10
კარგი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში.
ტრანსფერები თბილისიდან ქუთაისამდე და უკან.
ლექციები საბერძნეთის ტერიტორიაზე.
შიდა გადაადგილებები.
ჰიდრას ნახვა.
არ შედის:
ერთადგილიანი ნომერი
დამატებითი აქტივობები
სადილები და ვახშმები
✨ დილით ჩავფრინდებით და უკან გამოფრენამდე ოთხი სრული დღე გვექნება – ისტორიისთვის, ზღვისთვის, ბერძნული სამზარეულოსა და ერთად დაგროვილი ამბებისთვის.