ვიეტნამი კამბოჯა
4 995,00 ₾
აღწერა
ვიეტნამი და კამბოჯა – მოგზაურობა ჰა ლონგის ყურიდან ანგკორის ტაძრებამდე 🇻🇳🇰🇭
📅 2-14 მარტი, 2027
💳 ტურის საფასური – 1850 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე
“ფასკუნჯთან” ერთად ორ ქვეყანაში მივდივართ – ვიეტნამის ხმაურიანი ქუჩების, წყლიდან ამოზრდილი კლდეების, ფერადი ფარნებისა და კამბოჯის უძველესი ტაძრების აღმოსაჩენად.
ჩვენი მარშრუტია:
ჰანოი – ნინ ბინი – ჰა ლონგი – და ნანგი – ჰოი ანი – ჰო ჩი მინი – სიემ რიპი.
✨ რა გველოდება?
🏮 ჰანოი – ძველი კვარტლის ქუჩები, ჰოან კიემის ტბა, ტრადიციული ველო-რიკშით გასეირნება და წყლის თოჯინების წარმოდგენა.
🌿 ნინ ბინი – ვიეტნამის ძველი დედაქალაქი ჰოა ლუ და მთებსა და წყალს შორის გაშლილი პეიზაჟები.
⛵ ჰა ლონგის ყურე – კრუიზი კუნძულებს შორის, ღამე გემზე და დილის ყავა გემბანზე.
🌊 და ნანგი და ჰოი ანი – ზღვისპირა ქალაქი და ძველი ქუჩები, რომლებიც საღამოს ფერადი ფარნებით ნათდება.
🙌 ბა ნა ჰილსი – ცნობილი ოქროს ხიდი, რომელსაც უზარმაზარი ქვის ხელები იჭერს.
🌆 ჰო ჩი მინი და მეკონგის დელტა – დიდი ქალაქის რიტმი და მდინარის გარშემო აწყობილი ყოველდღიურობა.
🌅 სიემ რიპი და ანგკორი – მზის ამოსვლა ანგკორ ვატში, ბაიონის ქვის სახეები და ტა პრომი, სადაც ხეების ფესვები ტაძრის კედლებს შემოხვევია.
გზად ადგილობრივ კერძებს დავაგემოვნებთ, მოვუსმენთ ამბებს და ერთად გავიზიარებთ ნანახს. სახლში კი ორი ქვეყნის შთაბეჭდილებებსა და ახალ ნაცნობობას წამოვიღებთ.
✅ ფასში შედის:
- შიდა ფრენები ვიეტნამის ტერიტორიაზე.
- განთავსება ორადგილიან ან სამადგილიან ნომრებში.
- პროგრამით გათვალისწინებული ტრანსფერები.
- კვება პროგრამის მიხედვით.
- ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება.
- პროგრამით გათვალისწინებული შესასვლელი ბილეთები.
- ყოველდღიურად ერთი ბოთლი წყალი.
❌ ფასში არ შედის:
- საერთაშორისო ავიაბილეთები.
- ფრენა ჰო ჩი მინიდან სიემ რიპში და, საჭიროების შემთხვევაში, სიემ რიპიდან ჰანოიში.
- ვიზების საფასური.
- გიდისა და მძღოლების გასამრჯელო – ტურის განმავლობაში დაახლოებით 100 აშშ დოლარი.
- ერთადგილიანი ნომრის დამატებითი ღირებულება.
- პირადი ხარჯები.
📩 სრული პროგრამისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში სიტყვა “ვიეტნამი”.
