სამხრეთ იტალია

Back To Shop

სამხრეთ იტალია

2 290,00 ₾

აღწერა

გაზაფხულზე სამხრეთ იტალიაში მივდივართ!

📅 26-30 აპრილი, 2027

ზღვისპირა ქალაქები, ქვის ვიწრო ქუჩები, პატარა მოედნებზე დალეული ესპრესო და იტალიური სამზარეულო – „ფასკუნჯი“ სამხრეთ იტალიაში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ.

ერთად აღმოვაჩენთ:

🌊 პოლინიანო ა მარეს – კლდეებს შორის მოქცეული სანაპიროთი და ზღვის ხედებით.

⚓ მონოპოლის – ძველი ნავსადგურით, თეთრი სახლებითა და ქუჩებით, სადაც სეირნობა დიდხანს მოგინდებათ.

🏡 ალბერობელოს – კონუსური სახურავების მქონე უჩვეულო სახლებით, რომლებიც ზღაპრის დეკორაციას ჰგავს.

🪨 მატერას – კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებლებით, ქვის კიბეებითა და ერთმანეთზე შეფენილი უბნებით.

☀️ ბარის – ძველი ქალაქის ხმაურიანი ყოველდღიურობითა და ზღვისპირა გასეირნებებით.

ვივლით, დავაგემოვნებთ, ვისაუბრებთ და ჩვენს იტალიურ ამბებს წამოვიღებთ.

📩 პროგრამისა და მონაწილეობის პირობების მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში სიტყვა “იტალია“.

საფასურში შედის სასტუმრო, ფრენა ერევნიდან, ტრანსფერი ერევნამდე და უკან. შიდა ტრანსფერები მითითებულ ქალაქებში. ლექციების ციკლი.

საფასურში არ შედის: სადილები და ვახშმები. დამატებითი აქტივობები, რაც არაა მითითებული მოგზაურობაში. დაზღვევა.