ემოციურ-სოციალური უნარიანობის განვითარება
190,00 ₾
აღწერა
💬 ემოციური ინტელექტის ჯგუფი მოზარდებისთვის
მენტორები: ზურაბ ვახანია, მარიამ ნოზაძე
რატომ გვიჭირს ზოგჯერ საკუთარი ემოციების გაგება? როგორ ვუმკლავდეთ ბრაზს, შფოთვას, იმედგაცრუებასა და უარყოფას? როგორ ავაწყოთ ჯანსაღი ურთიერთობები მეგობრებთან, მშობლებთან და საკუთარ თავთან?
მოზარდობის პერიოდი ცვლილებების, აღმოჩენებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროა. ამ პროცესში ემოციური ინტელექტი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ცოდნა.
„ემოციური ინტელექტის ჯგუფი მოზარდებისთვის“ არის სივრცე, სადაც მონაწილეები უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ისწავლიან საკუთარი ემოციების ამოცნობას, გააზრებასა და მართვას, იმსჯელებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით განივითარებენ ურთიერთობების უნარებს.
პროგრამა საგანმანათლებლო და განვითარების მიზნებს ემსახურება, თუმცა გამოცდილი ფსიქოთერაპევტებისა და მასწავლებლების მენტორობის ქვეშ, მშობელს საშუალება ექნება მიიღოს უკუკავშირი მოზარდების ემოციური მდგომარეობის შესახებ.
რას მიიღებს მონაწილე?
- საკუთარი ემოციების უკეთ ამოცნობისა და გამოხატვის უნარს;
• ემოციურად რთულ სიტუაციებთან გამკლავების სტრატეგიებს;
• ურთიერთობებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
• თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერებას;
• კონფლიქტების უკეთ მართვის გამოცდილებას;
• თანამოაზრე თანატოლებთან საინტერესო და უსაფრთხო გარემოს.
👦👧 ასაკი:
13+
🕒 ფორმატი:
კვირაში 1 შეხვედრა
1.5 საათი (სასუსნაო შესვენებით)
📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული
💳 საფასური:
190 ლარი თვეში
🎁 სპეციალური ფასდაკლება:
და-ძმებზე, მშობელ-შვილებზე, კლასელებსა და ნათესავებზე.
📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6
