ტყუპები
ტყუპების გაჩენა, როგორც წესი, წინასწარ დაგეგმილი არ არის, თუმცა მათი დაბადება ოჯახში განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება. მიუხედავად ორმაგი პასუხისმგებლობისა და სირთულეებისა, ტყუპები ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ხშირად სხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე სხვა ბავშვებს.
მათი ფსიქოლოგიური განვითარებისას ორი მთავარი პრობლემა ჩნდება:
კონკურენცია ერთმანეთთან და გადაჭარბებული ურთიერთდამოკიდებულება.
თუ ტყუპები იდენტურები არიან, კონკურენცია ნაკლებად გამოხატულია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი გენეტიკურად განსხვავდებიან და ერთმანეთისთვის გარეგნულად ჩვეულებრივი და-ძმის მსგავსნი არიან. ხშირად სწორედ მშობლები აძლიერებენ მათ „ერთნაირობას“ ერთნაირი ჩაცმითა და დამოკიდებულებით.
როდესაც ბავშვებში განსხვავებები იკვეთება, მშობლები უნებლიეთ იწყებენ შედარებას და შესაძლოა ერთ-ერთს უპირატესობა მიანიჭონ. ეს კი იწვევს კონკურენციასა და დანაშაულის განცდას. ამავდროულად, ტყუპებს ერთმანეთზე ძლიერი დამოკიდებულება უყალიბდებათ – ხშირად ისე, რომ ერთის გარეშე მეორე საკუთარ თავს არასრულად გრძნობს. (ეს, არცთუისე იშვიათად, ფარული შურისა და შუღლის გამოა)
იმისთვის, რომ ტყუპები ფსიქოლოგიურად სრულფასოვნად განვითარდნენ, მნიშვნელოვანია მათთან მოქცევა როგორც ორ დამოუკიდებელ პიროვნებასთან. არ არის აუცილებელი მათი მუდმივი „დაწყვილება“ ერთნაირი ტანსაცმელი, ერთი გარემო, ერთი არჩევანი.
რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მათი ინდივიდუალობის განვითარებას, მით უფრო შეძლებენ ისინი ჰარმონიულ ურთიერთობას, დამოუკიდებლობას და ფსიქოლოგიურ სიმწიფეს.
#2სიტყვითბავშვებზე