წითელი აბი
28,00 ₾
აღწერა
რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიგებ, რომ შენი აზრები შენ არ გეკუთვნის?
რომ გადაწყვეტილებებს არა თავისუფალი ნება, არამედ ტვინის ავტომატური მექანიზმები იღებს?
და რომ რეალობას ისე ხედავ, როგორც ეს შენთვის მოსახერხებელია დაარა ისე, როგორც არის?
„წითელი აბი“ ეს არ არის მოტივაციური წიგნი და არც „კარგად ყოფნის“ სახელმძღვანელო.
ეს არის მკაცრი ინტელექტუალური გამოწვევა, რომელიც გთავაზობს არჩევანს:
დარჩე კომფორტულ ილუზიებში თუ გაბედო და შეხედო საკუთარ გონებას შელამაზების გარეშე.
ანდრეი კურპატოვი, თანამედროვე ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ავტორი, გიხსნის:
- რატომ ატყუებს ტვინი საკუთარ თავს
- როგორ იქმნება შიში, სიზარმაცე, დამოკიდებულებები
- რატომ არ გვესმის ერთმანეთის
- და რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს, მიუხედავად ცოდნისა
ეს წიგნი არ დაგამშვიდებს.
ის გაგაღიზიანებს, შეგარყევს და დაგაფიქრებს.
მაგრამ თუ ბოლომდე წაიკითხავ, ვეღარ დაბრუნდები ძველი აზროვნების სისტემაში.
„წითელი აბი“ წიგნია მათთვის, ვინც მზად არის სიმართლე აირჩიოს, თუნდაც ეს სიმართლე არასასიამოვნო და მტკივნეული იყოს.
ამ წიგნის ყიდვით, შენ არჩევანს უკვე აკეთებ.
