სიცილია – მაფიის კვალდაკვალ

Back To Shop

სიცილია – მაფიის კვალდაკვალ

5 300,00 ₾

არ არის მარაგში

აღწერა

თებერვალში სიცილია გველოდება!

📅 13-20 თებერვალი, 2027

ზღვისკენ გახსნილი მოედნები, ძველი ქალაქების ვიწრო ქუჩები, დილის ესპრესო და სიცილიური გემოები – “ფასკუნჯთან“ ერთად იტალიის ყველაზე დიდ კუნძულზე მივდივართ.

სიცილიას თავისი რიტმი აქვს: აქ გინდა ფეხით იარო, პატარა კაფესთან შეჩერდე, ადგილობრივებს მოუსმინო და გზად აღმოჩენილ ხედებს დრო დაუთმო. მაფიის კვალს გაჰყვე კინოდან, წიგნებიდან… ლეგენდებიდან.

ეს მოგზაურობა მათთვისაა, ვისაც უყვარს ისტორია, კინო, ზღვა და ქალაქები, რომლებშიც ყოველი გასეირნება ახალ ამბავს გაპოვნინებს.

ერთად მოვაგროვებთ შთაბეჭდილებებს, ვილაპარაკებთ ნანახზე და სიცილიას ჩვენი მოგონებებით წამოვიღებთ. 🍋

📩 პროგრამისა და მონაწილეობის პირობების მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში სიტყვა „სიცილია“.

ფასში შედის: ფრენა ერევანი ბარი. ტრანსფერი თბილისიდან სომხეთამდე და უკან. შიდა გადაადგილება მანქანით სიცილიის ტერიტორიაზე: ტაორმინა
📍 ჯარდინი-ნაქსოსი
📍 სირაკუზა და კუნძული ორტიჯია
📍 აგრიჯენტო
🌋 ეტნა – ვულკანური ლანდშაფტები და კრატერები.
🏛️ კატანია – ისტორიული ცენტრი და სპილოს შადრევანი.
🤍 სკალა დეი ტურკი – თეთრი კირქვის სანაპირო კლდე.
🎬 სავოკა და ფორცა დ’აგრო – „ნათლიის“ გადაღების ადგილები.
🏘️ ნოტო – სიცილიური ბაროკოს არქიტექტურა.

ცხოვრება 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში 4 ქალაქში. (2 ადგილიან ნომერში)

ყველა შესასვლელი ბილეთი რაც მოგზაურობაში გვჭირდება.

ფასში არ შედის: სადილები, ვახშმები. დამატებითი აქტივობები, რაც ტურში არაა ნახსენები, ერთკაციანი ნომერი.