აღწერა
თუ შენი ცხოვრება მოგზაურობაა, ახლა სად იმყოფები?
გზაგასაყარზე?
იქნებ რაღაცას ებღაუჭები, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგეშვა?
ან გაქვს მიზანი, მაგრამ ჯერ არ იცი, რომელი გზით მიხვიდე მასთან?
„ინდივიდუმი“ გურამ მეგრელიშვილის საავტორო ფსიქოლოგიური თამაშია – მოგზაურობა საკუთარი თავისკენ.
თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე პლასტელინისგან ქმნის თავის მეორე „მეს“ – ავატარს, რომელიც მას მთელი გზის განმავლობაში ახლავს. შემდეგ ირჩევს საჭირო რესურსებს, საკუთარ ცხოვრებაში ამოიცნობს პროტაგონისტებსა და ანტაგონისტებს და იწყებს მოძრაობას რუკაზე.
გზად შეგხვდება:
აქ გამარჯვებული ის კი არ არის, ვინც პირველი მიაღწევს ფინალს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავთან უფრო ახლოს მივა.
თამაშში ყველა თავად წყვეტს, რამდენის გაზიარება სურს. შეგიძლია გულწრფელად ილაპარაკო, პასუხი მხოლოდ შენთვის შეინახო ან რომელიმე შეკითხვა საერთოდ გამოტოვო.
შეხვედრა შედგება მინიმუმ 4 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დააკომენტარეთ: ჩემი ცხოვრების გზა!
„ინდივიდუმი“ თვითშემეცნებითი ფსიქოლოგიური თამაშია და არ წარმოადგენს ფსიქოთერაპიას.
