ფსიქოკონსულტირების მოკლევადიანი პრაქტიკულ-თეორიული ინტენსიური კურსი

Back To Shop

ფსიქოკონსულტირების მოკლევადიანი პრაქტიკულ-თეორიული ინტენსიური კურსი

500,00 

კატეგორია:

აღწერა

▪️ გინდა გახდე კვალიფიციური ფსიქოკონსულტანტი ან აიმაღლო კომპეტენციები აღნიშნულ დარგში და არ იცი საიდან დაიწყო?
▪️ გაქვს დიპლომი, მაგრამ არ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი უნარები?
▪️ გაქვს თეორიული ცოდნა და სათანადოდ ვერ იყენებ პრაქტიკაში?
▪️ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა განიცდი თეორიული ცოდნის სიმცირეს?
▪️ ამთავრებ უნივერსიტეტს და ცდილობ ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას?
▪️ ცდილობ სპეციალობის შეცვლას და ახალი კომპეტენციების დაუფლებას?
✨ თუ ამ კითხვების უმეტესობაზე დადებითი პასუხები გაქვს, გელოდებით “ფასკუნჯში”.
კურსი მოიცავს:
▪️ თეორიულ ცოდნას
▪️ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს
▪️ რეალურ ქეისებს
▪️ კონსულტირების სიმულაციებს
▪️ მონაწილეების თვითრეფლექსიას
კურსის განმავლობაში მონაწილეები დაეუფლებიან:
✔️ უსაფრთხო და ეფექტური კონსულტაციის წარმართვას
✔️ სწორი კითხვების დასმის ხელოვნებას
✔️ თერაპიული ალიანსის შექმნას
✔️ ემოციურ სირთულეებთან მუშაობას
✔️ პროფესიული საზღვრების დაცვას
📌 I კვირა – ფსიქოკონსულტირების საფუძვლები
▪️ ფსიქოკონსულტირების არსი, მიზნები და ამოცანები
▪️ ფსიქოლოგის, ფსიქოკონსულტანტის, ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრისა და ქოუჩის მსგავსება და განსხვავება
▪️ ეფექტური კონსულტანტის თვისებები, ტიპიური შეცდომები და პროფესიული რისკები
▪️ პრაქტიკული სავარჯიშო – აქტიური მოსმენა
▪️ საშინაო დავალება და თვითრეფლექსია
📌 II კვირა – კონსულტირების პროცესი და პირველი სესია
▪️ კონსულტაციური ატმოსფეროს ფორმირება და პირველი სესიის სტრუქტურა
▪️ პირველადი ინტერვიუს ძირითადი ეტაპები
▪️ კლიენტთან კონტაქტის დამყარება და ინფორმაციის შეგროვება
▪️ ემპათიური რეაგირების პრაქტიკა
▪️ საშინაო დავალება და თვითრეფლექსია
📌 III კვირა – ფსიქოკონსულტირების პროცესის ეტაპები და სტრუქტურა
▪️ ფსიქოლოგიური კონსულტაციის 4 ეტაპი
▪️ ძირითადი ტექნიკები და კითხვები, როგორც ინსტრუმენტი
▪️ პირველ სესიაზე დასასმელი საორიენტაციო კითხვები
▪️ დემო-სესია
▪️ საშინაო დავალება და თვითრეფლექსია
📌 IV კვირა – ფსიქოკონსულტირების ფორმები
▪️ პრობლემაზე, პიროვნებასა და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული კონსულტაცია
▪️ ინდივიდუალური კონსულტაციის ეტაპები
▪️ ეთიკური პრინციპები
▪️ პირველი სესიის სიმულაცია
▪️ ეფექტური კითხვების გამოყენება
▪️ საშინაო დავალება და თვითრეფლექსია
📌 V კვირა – კლიენტების ტიპოლოგია და ძირითადი დაკვეთები
▪️ კლიენტების ტიპოლოგია
▪️ რთულ კლიენტებთან კომუნიკაციის პრინციპები
▪️ დაკვეთის გამოკვეთისთვის დამხმარე კითხვები
▪️ დემო-სესია “რთულ” კლიენტთან
▪️ ქეისის შედგენა და საჭიროების განსაზღვრა
▪️ საშინაო დავალება და თვითრეფლექსია
📌 VI კვირა – ფსიქოკონსულტანტთან მომართვიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმები
▪️ თვითშეფასება
▪️ ემოციების მართვა
▪️ კომუნიკაცია
▪️ დროის მართვა
▪️ მიზნების დასახვა
▪️ დანაკარგთან ადაპტაცია
▪️ ტოქსიური ურთიერთობების მართვა
▪️ “არა”-ს თქმის ხელოვნება
▪️ კურსის შეჯამება
📍კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკტი.
👩‍🏫 საავტორო კურსის ავტორი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი
📅 კურსი იწყება 4 ივნისს
🕖 დრო: 19:00 საათი
💰 კურსის ღირებულება: 500 ლარი (სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)
📍 მისამართი: იოსებიძის 57, სართული 10
სარეგისტრაციო ბმული :