სიტყვის ძალაუფლება

Back To Shop

სიტყვის ძალაუფლება

350,00 

5 საწყობშია

კატეგორია:

აღწერა

სიტყვის ძალაუფლება: 10 გარდამტეხი გამოსვლა მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი

 

კურსის აღწერა:

კურსი მიზნად ისახავს უახლესი ისტორიისა და სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების კრიტიკულ გააზრებას იმ საკვანძო საჯარო გამოსვლების მაგალითზე, რომლებმაც შეცვალეს პოლიტიკური ლანდშაფტი, ჩამოაყალიბეს ახალი ღირებულებითი სისტემები და კრიზისის დროს მტკიცე მორალური ორიენტირები შესთავაზეს კაცობრიობას.

 

ლექცია-დისკუსიის ფორმატი:

  • ნაწილი პირველი – აუდიტორიის მოლოდინების განსაზღვრა, შესამზადებელი კითხვები, მსმენელთა ინტერესის საგნის გამოკვეთა / 10-15 წთ

 

  • ნაწილი მეორე – მოხსენება / 45-50 წთ
  • ავტორის ბიოგრაფიული მონაცემები
  • ისტორიული და სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი
  • ძირითადი თეზისები
  • მულტიმედია მასალა

 

  • მესამე ნაწილი – ციტატებზე, თეზისებზე მუშაობა აუდიტორიასთან ერთად / 20-30 წთ

 

თემატიკა

მოდული I: ტოტალიტარიზმი, დემოკრატია და ომის ქარცეცხლი (XX საუკუნის პირველი ნახევარი)

  1. ორი გამოსვლა ჰიტლერის წინააღმდეგ – ოტო ველსი, კლარა ცეტკინი

როგორ მოვიდა ჰიტლერი ხელისუფლებაში? რა გარემოებებმა შეუწყო ხელი მის დაწინაურებას? რა სტრუქტურა ჰქონდა წინააღმდეგობის მოძრაობას? ვინ დაუპირისპირდა ნაცისტურ დიქტატურას და ვინ აღმოჩნდა მისი მოკავშირე?

  1. „ოთხი თავისუფლება“ – ფრანკლინ დელანო რუზველტი

როგორი იყო დიდი დეპრესიის შედეგები? რა ტალღაზე აირჩიეს პრეზიდენტად ფრანკლინ დელანო რუზველტი? რას ნიშნავდა თავისუფლება აშშ-ის 35-ე პრეზიდენტისთვის?

  1. „არ ეგების! არ გაუვათ! არ გავატარებთ!“ – დოლორეს იბარური

რა მნიშვნელობა აქვს ესპანეთის სამოქალაქო ომს ევროპის ისტორიისთვის? როგორ ეხმაურებოდნენ სამოქალაქო ომს ქართველი პოეტები და სპორტსმენები? რა მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას?

  1. დაე, აღსდგეს ევროპა – უინსტონ ჩერჩილის ციურიხის გამოსვლა

როგორი იყო უინსტონ ჩერჩილის ხედვა ომის შემდგომი ევროპის შესახებ? რა განაპირობებდა მის დამოკიდებულებას ევროპის ერთიანობის მიმართ? როგორი ინტერპრეტაციები მოჰყვა ჩერჩილის იდეებს ომის შემდგომ დასავლეთში?

  1. „გერმანია და გერმანელები“ – თომას მანი

შესაძლებელია თუ არა ნაციზმის დანაშაულის გამოსყიდვა? როგორ უნდა განაგრძოს ერმა არსებობა კოლექტიური დანაშაულის შემდეგ? რაზე გადიოდა გერმანიის გადარჩენის გზა დიდი მწერლის აზრით?

მოდული II: ახალი მსოფლიო წესრიგი და გლობალური თავსატეხები (XX ს. II ნახევარი – XXI ს.)

  1. პოლიტიკა და ეკოლოგია – პეტრა კელი

რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს კლიმატის ცვლილების ეპოქაში? რომელი სტრატეგია შეიძლება დაგვეხმაროს ეკოლოგიური კრიზისის დაძლევაში? აქვს თუ არა შანსი თანამედროვე სამყაროს დაძლიოს ეკონომიკური ზრდის დამანგრეველი შედეგები?

  1. საახალწლო მილოცვა კომუნისტური წარსულის შესახებ – ვაცლავ ჰაველი

რა გამოიარა „სოციალისტურმა ბანაკმა“ საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის პირობებში? რა კვალი დატოვა საბჭოთა ჰეგემონიამ აღმოსავლეთ ევროპელების ცხოვრებაზე? როგორ აფასებდნენ დისიდენტები ახალ სამყაროში აღმოსავლეთ ევროპის როლს?

  1. სახელმწიფო სიმტკიცის შესახებ – ჰელმუთ შმიდტი

როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ტერორიზმის პრობლემას? რა დილემის წინაშე დგება სახელმწიფო ტერორიზმთან ბრძოლის დროს? შესაძლებელია თუ არა ოქროს შუალედის პოვნა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის?

  1. საინაუგურაციო სიტყვა – ნელსონ მანდელა

რა უძღვოდა წინ აფართეიდის ჩამოყალიბებას? რამ განაპირობა რასიზმის სისტემური სახით ჩამოყალიბება? როგორ და რა არგუმენტებით იბრძოდნენ აფართეიდის წინააღმდეგ? ვინ იყვნენ ნელსონ მანდელას მთავარი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები?

  1. მიმართვა პოლიტბიუროსადმი – სი ძინ პინგი

როგორ იმართება ჩინეთი? როგორია ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი? რა შეიცვალა ჩინეთში სი ძინ პინგის მოსვლის შემდეგ?

 

მოსალოდნელი შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • თანამედროვე ეპოქის 10 გარდამტეხი მოვლენის ძირითადი მახასიათებლები;
  • თანამედროვე ეპოქის 10 მნიშვნელოვანი ფიგურის  ბიოგრაფიული მონაცემები, მათი ღირებულებების სისტემის ზოგადი ნიშნები.
  • პოლიტიკური ტექსტებისა და საჯარო გამოსვლების ანალიზი, გამოსვლებსა და სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა.