ინდივიდუმი (1 ადგილი მაგიდასთან)

Back To Shop

ინდივიდუმი (1 ადგილი მაგიდასთან)

120,00 

აღწერა

თუ შენი ცხოვრება მოგზაურობაა, ახლა სად იმყოფები?
გზაგასაყარზე?
იქნებ რაღაცას ებღაუჭები, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგეშვა?
ან გაქვს მიზანი, მაგრამ ჯერ არ იცი, რომელი გზით მიხვიდე მასთან?
„ინდივიდუმი“ გურამ მეგრელიშვილის საავტორო ფსიქოლოგიური თამაშია – მოგზაურობა საკუთარი თავისკენ.
თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე პლასტელინისგან ქმნის თავის მეორე „მეს“ – ავატარს, რომელიც მას მთელი გზის განმავლობაში ახლავს. შემდეგ ირჩევს საჭირო რესურსებს, საკუთარ ცხოვრებაში ამოიცნობს პროტაგონისტებსა და ანტაგონისტებს და იწყებს მოძრაობას რუკაზე.
გზად შეგხვდება:
◾️ არჩევანი და გზაგასაყარი;
◾️ კითხვები, რომლებსაც ყოველდღიურობაში თავს არიდებ;
◾️ ადამიანები და ურთიერთობები, რომლებმაც კვალი დაგიტოვა;
◾️ დასაკარგი, დასატოვებელი და ხელახლა აღმოსაჩენი რესურსები;
◾️ სიმულაციური ცხოვრებისეული სიტუაციები;
◾️ საკუთარი სურვილები, შიშები, კონფლიქტები და მიზნები.
აქ გამარჯვებული ის კი არ არის, ვინც პირველი მიაღწევს ფინალს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავთან უფრო ახლოს მივა.
თამაშში ყველა თავად წყვეტს, რამდენის გაზიარება სურს. შეგიძლია გულწრფელად ილაპარაკო, პასუხი მხოლოდ შენთვის შეინახო ან რომელიმე შეკითხვა საერთოდ გამოტოვო.
📅 შაბათი, 12 სექტემბერი
🕛 დასაწყისი – 12:00
⏳ თამაშის ხანგრძლივობა – დაახლოებით 5–6 საათი
👥 მონაწილეთა რაოდენობა – 4-8 ადამიანი (შესაძლებელია ჯგუფური დაჯავშნა)
💳 დასწრების საფასური – 120 ლარი (პირველი 3 რეგისტრირებული საჩუქრად მიიღებს თამაშის სამაგიდო ვერსიას, რომლის საფასურიც 99 ლარია)
🎲 თამაშს უძღვება მისი ავტორი – გურამ მეგრელიშვილი
შეხვედრა შედგება მინიმუმ 4 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დააკომენტარეთ: ჩემი ცხოვრების გზა!
„ინდივიდუმი“ თვითშემეცნებითი ფსიქოლოგიური თამაშია და არ წარმოადგენს ფსიქოთერაპიას.