ვიეტნამი კამბოჯა
5 995,00 ₾
აღწერა
ვიეტნამი და კამბოჯა – მოგზაურობა საპას მთებიდან ანგკორის უძველეს ტაძრებამდე 🇻🇳🇰🇭
📅 2–14 მარტი, 2027
💳ტურის საფასური შეიძ₾ება შეიცვალოს ჯგუფის გაზრდის შემდეგ (ფასმა დაიკლოს) ამიტომ შეძენამდე დაკვიკავშირდით.
„ფასკუნჯთან“ ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ ქვეყანაში მივდივართ – იქ, სადაც მთები და ღრუბლები ალერსს მისცემიან, მდინარეები უძველეს ქალაქებს შორის მიედინება, ზღვის წყლიდან უზარმაზარი კლდეები ამოზრდილან გოლიათებივით, ხოლო ჯუნგლებში საუკუნეების წინ დაკარგული ცივილიზაციის ტაძრები იმალება.
ეს მოგზაურობა იქნება შეხვედრა სრულიად განსხვავებულ სამყაროსთან – მეგაპოლისების ხმაურთან და სოფლის სიმშვიდესთან, ამოუხსნელ ისტორიასთან, წიგნების წარმოსახულ სამყაროებთან, ჩვენგან სრულიად განსხვავებული კულტურულ ფორმებშ გაზრდილ ადამიანებთან და იმ პეიზაჟებთან, რომლებიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში. ასეთი მოგზაურობა ცხოვრებაში ერთხელ რომ აუცილებლად უნდა მოხდეს, ზუსტად ისეთია.
ჩვენი მარშრუტია:
ჰანოი – საპა – ნინ ბინი – ჰა ლონგის ყურე – სიემ რიპი – ჰანოი.
✨ რა გველოდება?
დღე 1 (2 მარტი)
🏮 ჰანოი – ვიეტნამის დედაქალაქი, სადაც მოტოციკლების ხმაური, ქუჩის სამზარეულოს სურნელი და ძველი კვარტლის ვიწრო ქუჩები აზიური ქალაქის განსაკუთრებულ რიტმს ქმნის. გავისეირნებთ ჰოან კიემის ტბასთან, აღმოვაჩენთ ქალაქის ისტორიას და ვნახავთ წყლის თოჯინების ტრადიციულ წარმოდგენას. კვერცხიან ყავას იმ მატარებლის ქუჩაზე დავაგემოვნებთ, მსოფლიო სანახაობების რეკლამებში ერთხელ მაინც რომ გინახავთ. როდესაც ყავის მსუბუქი ქაფი ტუჩებს დაგიფარავთ და სპეციფიკური, ნაზი გემო ხასიათს გამოგიკეთებთ, მიხვდებით, რატომ იქცა ეს სასმელი მილიონობით ადგილობრივისა და ტურისტის საყვარელ სასმელად.
საღამოს სადილი გვექნება ადგილობრივ რესტორანში, სადაც პირველად უნდა დავაგემოვნოთ ადგილობრივი, ტრადიციული კერძები.
ღამისთევა ჰა ნოიში
კვება:ლანჩი / სადილი
დღე 2 – 3 მარტი
ჰანოის ტური – საპა
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავიწყებთ დღის ექსკურსიას.
ქუანგ ფუ კაუს საკმევლის სოფელი პირველი იქნება, რასაც ვნახავთ. ეს საკმევლის ტრადიციული წარმოებითაა ცნობილი.
ადგილობრივ სახელოსნოებში გავეცნობით საკმევლის დამზადების პროცესს – მომზადებას, შეღებვას, გაშრობასა და ჩხირების შეკვრას.
შევხვდებით ადგილობრივ ხელოსნებს, გავეცნობით მათ ყოველდღიურ საქმიანობას და გადავიღებთ ფერადი საკმევლის შეკვრების ფოტოებს.
შემდეგ გავემგზავრებით ჩუონგის სოფელში, რომელიც ვიეტნამური კონუსური ქუდების – nón lá – ტრადიციული წარმოებითაა ცნობილი.
გავეცნობით ქუდების ისტორიასა და დამზადების ხელობას, შევხვდებით ადგილობრივ ოსტატებს და ვნახავთ, როგორ იქმნება ეს ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო.
მონაწილეობას მივიღებთ პრაქტიკულ სახელოსნოში, სადაც შევძლებთ საკუთარი ქუდის დამზადებასა და გაფორმებას. ქუდს სამახსოვროდ წამოვიღებთ.
სადილი ადგილობრივ რესტორანში. შესაძლებელია ვეგეტარიანული კვების შეკვეთაც.
ჰო ჩი მინის კომპლექსი
მოვინახულებთ ჰო ჩი მინის კომპლექსს, მათ შორის ჰო ჩი მინის მავზოლეუმსა და მის ხის ბოძებზე მდგარ სახლს.
ეს იყო ადგილი, სადაც ვიეტნამის დიდი ლიდერი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ცხოვრობდა და მუშაობდა.
გავეცნობით მის უბრალო ცხოვრების წესს და, მავზოლეუმის გახსნის შემთხვევაში, ვნახავთ ჰო ჩი მინის ბალზამირებულ სხეულს.
მწერალთა სკოლის მოგზაურობაა და მოდი შევიხედოთ ლიტერატურის ტაძარშიც, ვიეტნამის პირველ სამეფო ეროვნულ უნივერსიტეტში.
XI საუკუნეში აგებული ტაძარი გამორჩეულ სწავლულებსა და ქვეყნის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას ეძღვნებოდა.
აქ გავეცნობით ვიეტნამის განათლების ისტორიას, რომელიც დაახლოებით ათასი წლის წინ იწყება და დღემდე გრძელდება.
გვიან ნაშუადღევს მატარებლით გავემგზავრებით ლაო კაის მიმართულებით.
მატარებელში განთავსებულია რბილი საწოლები. თითოეულ მგზავრს ოთხადგილიან კუპეში ერთი საწოლი ეკუთვნის. აქ შეგვიძ₾ია ღამის საუბრები გვქონდეს, დავწეროთ პატარა ლიტერატურული დავალება, რომელსაც მოგზაურობის მენტორი გამგზავრებამდე მოგვცემს ან უბრალოდ კარგად გამოვიძინოთ ხვალინდელი დღის წინ.
🏔️
საპა – ვიეტნამის ჩრდილოეთის მთიანი მხარე, სადაც მწვანე ბრინჯის ტერასები მთების ფერდობებზე იშლება, ღრუბლები სოფლების თავზე მუდმივად მოძრაობს, ხოლო ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების ყოველდღიურობა სრულიად განსხვავებულ სამყაროს გვაჩვენებს. ორი სრულყოფილი დღე ამ საოცარ მხარეში გვექნება. გავიცნობთ ეთნიკურ უმცირესობას, ვესტუმრებით ოჯახში, სურვილის შემთხვევაში ავალთ ფანსიპანის მთაზე – ინდოჩინეთის სახურავზე.
დღე 3 – 4 მარტი
საპა – ფანსიპანის მთა – საპა
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
დილით ლაო კაის რკინიგზის სადგურზე ჩასვლისას ჩვენი გიდი და მძღოლი დაგვხვდებიან და საპას სასტუმროში გადაგვიყვანენ.
სასტუმროში მივირთმევთ საუზმეს. გათვალისწინებულია ადრეული შესახლება, რათა შევძლოთ მოწესრიგება და დასვენება ღამის მგზავრობის შემდეგ.
შემდეგ გავემგზავრებით ფანსიპანის მთაზე – ინდოჩინეთის უმაღლეს მწვერვალზე, რომელსაც ხშირად „ინდოჩინეთის სახურავს“ უწოდებენ. ამ ადგილას ბევრი არ ადის, ეზარებათ, ეძვირებათ, ეშინიათ ან უბრალოდ ძილი ურჩევნიათ მშვიდ გარემოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ. მსგავსი შეგრძნებები ხშირად არ მეორდება. ამბობენ, ფანსიპინის მთაზე ნათქვამი აფირმაციამ ახდენა იცისო.
მთაზე ავალთ საბაგიროთი. გზად თვალწინ გადაიშლება ბრინჯის ტერასების, ღრმა ხეობებისა და ღრუბლებში გახვეული მთების შთამბეჭდავი პანორამა.
ღამისთევა საპაში.
დღე 4 – 5 მარტი
საპა – კატ კატ – ლაო ჩაი – მუონგ ჰოას ხეობა
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
სასტუმროში საუზმის შემდეგ მძღოლი და ინგლისურენოვანი გიდი წამოგვიყვანენ კატ კატის სოფელში, რომელიც შავი ჰმონგების ეთნიკური ჯგუფის სოფელია.
სოფელში მშვიდად გავისეირნებთ, დავათვალიერებთ ტრადიციულ ხის სახლებს, ბრინჯის ტერასებსა და ულამაზეს ჩანჩქერს.
გავეცნობით ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციებსა და სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.
შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას ლაო ჩაისა და ტა ვანის სოფლებისკენ, რომლებიც ულამაზესი მუონგ ჰოას ხეობის შუაგულში მდებარეობს.
გზად დავტკბებით უსასრულო ბრინჯის ტერასებით, დიდებული მთებითა და მშვიდი სოფლის პეიზაჟებით. ვიღაცას ზემო იმერეთი გაახსენდება – სხვას გურია მოენატრება. ბებო აქაც ბებოა და გლეხი აქაც თავჩახრილი შრომობს. ადგილობრივები გამორჩეული სტუმართმოყვარეობით არიან ცნობილები.
გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ადგილობრივ ეთნიკურ თემებს, გავეცნოთ მათ ტრადიციულ ცხოვრების წესს და უკეთ გავიგოთ ამ რეგიონის კულტურული მრავალფეროვნება.
სადილი ადგილობრივ რესტორანში, რის შემდეგაც საპას ქალაქში დავბრუნდებით სავახშმოდ. ადგილობრივი კერძები ვიეტნამური სხვა კულინარიული შედევრებისგან განსხვავებულია. აქ გრავიტაციისა კი არადა, ენდოკრინოლოგიის კანონები თავდაყირა დგება: ამ ჰაერზე ჭამე რამდენიც გინდა, გემრიელად, დაუნანებლად – გრამსაც არ მოიმატებ.
ღამისთევა საპაში.
დღე 5 – 6 მარტი
საპა – ჰანოი
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
საუზმის შემდეგ კერძო კომფორტული ტრანსპორტით დავბრუნდებით ჰანოიში. საპამდე ხომ მატარებელშ გვეძინა, ახლა სერპანტინები უნდა ჩამოვიაროთ და გზის მთელი სილამაზე ზევიდან ქვევით უნდა დავათვალიეროთ ღიღინ-ღიღინით.
გზაში გათვალისწინებულია რამდენიმე გაჩერება დასვენებისთვის. არ დავიღალოთ, არსად გვეჩქარება, აქ სიამოვნებისთის მოვედით.
საღამო თავისუფალია. ვინც გზამ დაღალა – დაიძნებს, ვინც გზა დაღალა, ღამის ჰა ნოის დასათვალიერებლად გამოგყვება.
ღამისთევა ჰანოიში.
⛵ ჰა ლონგის ყურე – ათასობით კირქვის კუნძული, რომლებიც ზურმუხტისფერი წყლიდან ამოიზრდება. გემზე გავატარებთ ღამეს, ვნახავთ მზის ჩასვლას ყურეში და დილით ყავას ზღვის ხედით დავლევთ. ეს ის ადგილია, სადაც ბუნება თითქოს საკუთარ მითოლოგიას ქმნის.
დღე 6 – 7 მარტი
ჰანოი – ჰა ლონგის ყურე – ღამისთევა კრუიზზე
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
08:00 — მძღოლი და გიდი კერძო ავტომობილით სასტუმროში დაგვხვდებიან, ჰანოის ძველ კვარტალში, და ჰა ლონგის ყურისკენ გავემგზავრებით ჩქაროსნული გზით.
10:15 — გზაში დაახლოებით 20-წუთიანი შესვენება გვექნება. მწეველები მარცხნივ, არამწეველები – მარჯვნივ.
11:45–12:00 — ჩავდივართ ტუან ჩაუს ნავსადგურში, რომელიც ჰა ლონგის ყურის მთავარი შესასვლელია და ვიეტნამის უდიდეს ხელოვნურ საკრუიზო პორტს წარმოადგენს.
12:30 — ავდივართ კრუიზზე. დაგვხვდებიან სასმელით და გაგვაცნობენ კრუიზის პროგრამასა და უსაფრთხოების წესებს.
შემდეგ შევალთ ჩვენს კონდიცირებულ ნომრებში (წყვილად, როგორც მთელი მოგზაურობის მანძილზე)
13:00 — სპეციალურილანჩი ვიეტნამური ტრადიციული კერძებით. ამ დროს დავტკბებით ყურის უჩვეულო კლდოვანი პეიზაჟებით. აქ ვინმე ფენტეზის ფილმის პერსონაჟად ხომ არ გრძნობს თავს? ჯერ არა? ჰა ლონგ ბეიზე კიდევ ერთელ შეგეკითხებით.
14:30 — ტიტოპის კუნძული
კრუიზი მიგვიყვანს ტიტოპის კუნძულზე, რომელსაც ჰა ლონგის ყურის მარგალიტს უწოდებენ.
კუნძული ცნობილია თავისი მშვიდი გარემოთი და სუფთა, თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი.
შევძლებთ ცურვას, მზის აბაზანების მიღებასა და სანაპიროზე დასვენებას. აქ იქნება საცურაო კოსტუმების ორიგინალობასა და რუჯის მიღების სისწრაფეში შეჯიბრი. ვინც ვწითლდებით და ვერ ვირუჯებით – ჩრდილში დავსხდეთ შურით.
ლუონის მღვიმე — კაიაკი ან ბამბუკის ნავი
შემდეგ გავერთობით კაიაკით ან ბამბუკის ნავით ლუონის მღვიმეში, რომელიც ჰა ლონგის ყურის შუაგულში, ბო ჰონის კუნძულზე მდებარეობს.
17:30 — დავბრუნდებით კრუიზზე. გვექნება დრო დასვენებისთვის, შხაპის მისაღებად და მოსაწესრიგებლად.
შემდეგ ავალთ მზის ტერასაზე, მოვკალათდებით შეზლონგებზე და დავტკბებით მზის ჩასვლით. შეგვიძლია მივირთვათ კოქტეილი ან წავიკითხოთ წიგნი. (ნუ, ზოგიერთს დაწერაც შეგიძ₾იათ თუ სხვის დაწერილს ძალიან ვერ ეგუებით!!)
17:30–18:30 — Happy Hour
ორი სასმლის შეძენისას მესამე უფასოა.
18:00 — კულინარიული მასტერკლასი
ღვინისა და ახალი ხილის თანხლებით მონაწილეობას მივიღებთ კულინარიულ დემონსტრაციაში.
შეფ-მზარეული გვასწავლის ვიეტნამური ახალი სპრინგ-როლების მომზადებას. შემდეგ შევძლებთ ჩვენივე მომზადებული კერძის დაგემოვნებას.
19:00 — სადილი
რომანტიკული სადილი კრუიზის რესტორანში, ჰა ლონგის ყურის ღამის ულამაზესი ხედების თანხლებით.
ვახშმის შემდეგ შეგვიძლია დავისვენოთ მზის ტერასაზე და დავტკბეთ ყურის მშვიდი ღამის პეიზაჟებით.
საღამოს უფასო აქტივობები:
- ტრადიციული კულტურული მოდის ჩვენება — „მემკვიდრეობის ნაკვალევი“
- სამახსოვრო ფოტოების გადაღება
- ღამის კალმარებზე თევზაობა
- კარაოკე
- სამაგიდო თამაშები
- ყურის ღამის ხედების დათვალიერება
დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შესაძლებელია მასაჟი ან სასმელების შეკვეთა Sky Bar-ში.
შენიშვნა: მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად მუსიკა 22:30-ის შემდეგ გაითიშება.
ჰო, მოკლედ, ამ კრუიზზე კაცს ნუ მოკლავთ და დანარჩენი ყველაფერი შეგიძ₾იათ ჩაიდინოთ რასაც მშბლები თინეიჯერობამდე გიკრძალავდნენ.
ღამისთევა Cozy Bay Grand კრუიზზე.
🌿 ნინ ბინი – ადგილი, რომელსაც ხშირად ხმელეთის ჰა ლონგს უწოდებენ. კირქვის უზარმაზარ კლდეებს შორის მდინარეები მიედინება, ბრინჯის მინდვრები იშლება და ძველი დედაქალაქის ისტორია ბუნების სილამაზეს ერწყმის. ნავით გავივლით წყლისა და კლდეების ლაბირინთში და აღმოვაჩენთ ვიეტნამის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პეიზაჟს.
დღე 7 — 8 მარტი
ჰა ლონგის ყურე – ნინ ბინი
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
06:00 — ადრე გავიღვიძებთ, რათა ჰა ლონგის ყურეში მზის ამოსვლას შევხვდეთ.
06:15 — ტაი-ჩი (ამბობენ 40 წელს გადაცილებული კაცებისთის აუცილებელიაო)
მზის ტერასაზე გავაკეთებთ მსუბუქ ტაი-ჩის ვარჯიშებს და მშვიდად დავიწყებთ დღეს.
07:00 — დილის ყავა ყურის ფანტასტიკური ხედით.
შემდეგ მსურველებს შეეძლებათ დილის ცურვა, რის შემდეგაც ვისაუზმებთ.
ზედა გემბანზე დასვენებისას დავტკბებით კარსტული ლანდშაფტის ულამაზესი ხედებით. ეს ისეთი ამბავია რა, აი, ბოლომდე რომ უნდა ნახო დიდებული დასვენების ხიბლი რაშია და სანამ ასეა, ბოლომდე უნდა დატკბე. ჰო, აქ დავივიწყოთ სამსახური, ვალდებულებები, გასასეირნებელი ძაღლი, მეზობლის ავი მზერა, წუწუნა თანამშრომელი და ბავშვობის დაუმუშავებელი ტრავმები. აქ უნდა ვთქვათ: ვარ, აქ და ახლა და ასე მინდა ხშირად მოხდეს ჩემს ცხოვრებაშიო.
07:40 — სუნგ სოტის მღვიმე
მოვინახულებთ სუნგ სოტის მღვიმეს, რომელსაც ასევე „გაოცების მღვიმეს“ უწოდებენ.
მღვიმე ფრანგებმა 1901 წელს აღმოაჩინეს და დღეს ჰა ლონგის ყურის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
მღვიმის სიღრმეში გადაადგილებისას დავინახავთ უჩვეულო ბუნებრივ გარემოს — მრავალფეროვან მცენარეულობას, გამჭვირვალე ტბას, იშვიათ ფრინველებსა და მაიმუნებს.
09:00 — დავბრუნდებით კრუიზზე, მოვწესრიგდებით და ბარგს შევაგროვებთ.
09:30 — ნომრიდან გასვლა. (მოგვიწევს)
ბარგი უნდა დავტოვოთ კაიუტის გარეთ, ხოლო გასაღები — მისაღებში. პერსონალი ბარგს მოსაცდელ სივრცეში გადაიტანს.
10:30 — კრუიზზე მივირთმევთ ადრეულ ბუფეტურ სადილს, სანამ ნავსადგურისკენ დავბრუნდებით.
11:45 — გადმოვდივართ ტუან ჩაუს ნავსადგურში და ვემშვიდობებით ეკიპაჟს.
შემდეგ გავემგზავრებით ნინ ბინის მიმართულებით.
საღამოს ვივახშმებთ და ღამეს სასტუმროში გავატარებთ.
დღე 8 — 9 მარტი
ნინ ბინი – ჰანოი
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავიწყებთ ნინ ბინის აღმოჩენას.
მოვინახულებთ ჰოა ლუს — დაი კო ვიეტის პირველ დედაქალაქს, რომელიც X საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი იყო.
გავისეირნებთ დინჰისა და ლეს მეფეებისადმი მიძღვნილ დიდებულ ტაძრებში, დავათვალიერებთ მრავალსაუკუნოვან არქიტექტურას და გავეცნობით ტრადიციული დღესასწაულების ატმოსფეროს.
ეს მოგზაურობა გვაჩვენებს ვიეტნამის გმირულ ისტორიასა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. არ გვინდოდა ისეთი მოგზაურობა მოგვეწყო, აი, ბუდისტ სტუმარს ქრისტიანულ ტაძღებშ რომ დავარბენინებთ ხოლმე. მთავარ სანახაობებს ვნახავთ და სანამ იტყვით ყველა ტაძარი ერთმანეთს ჰგავსო, სადილზე დაგპატიჟებთ.
ნაშუადღევს აღმოვაჩენთ ტამ კოკს, რომელსაც ხშირად „ხმელეთის ჰა ლონგის ყურეს“ უწოდებენ.
ველოსიპედით გავისეირნებთ მშვიდ სოფლის გარემოში, გავეცნობით ადგილობრივ მოსახლეობას, მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურულ ტრადიციებს.
ტამ კოკი სიტყვასიტყვით „სამ მღვიმეს“ ნიშნავს: ჰანგ კა, ჰანგ ჰაი და ჰანგ ბა.
მსურველებს შეეძლებათ ნავით გასეირნება მდინარე ნგო დონგზე, რომელიც ულამაზეს ბუნებრივ პეიზაჟებს შორის მიედინება. გზად ვნახავთ ოქროსფერ ბრინჯის მინდვრებს.
შემდეგ ავტომობილით დავბრუნდებით ჰანოიში.
სადილი რესტორანში.
ღამისთევა ჰანოიში.
🌅 სიემ რიპი და ანგკორი – კამბოჯის უძველესი ცივილიზაციის აღმოჩენა. მზის ამოსვლას ანგკორ ვატში შევხვდებით, ბაიონის ტაძრის ქვის სახეებს დავაკვირდებით, ხოლო ტა პრომში ვნახავთ, როგორ შეერწყა ადამიანების მიერ შექმნილი არქიტექტურა ჯუნგლების ძალას. ეს იქნება შეხვედრა ისტორიასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბუნების წიაღში ინახებოდა.
დღე 9 — 10 მარტი
ჰანოი – სიემ რიპი, კამბოჯა
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
სიემ რიპის — ანგკორის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას ადგილობრივი წარმომადგენელი დაგვხვდება და ჩამოსვლის პროცედურებში დაგვეხმარება.
კერძო ტრანსპორტით სასტუმროში გადავინაცვლებთ. გზად დავათვალიერებთ ჩრდილო-დასავლეთ კამბოჯის სოფლის პეიზაჟებს.
სასტუმროში შესახლების შემდეგ გვექნება დრო დასვენებისთვის და ფრენის შემდეგ მოსაწესრიგებლად.
ნაშუადღევის პროგრამა დამოკიდებული იქნება ფრენის საბოლოო განრიგზე, რათა ქალაქის პირველი შთაბეჭდილებების მიღება აუჩქარებლად შევძლოთ.
ფრენის დროის მიხედვით დავიწყებთ მსუბუქ გასეირნებას ძველ ბაზარში.
აქ აღმოვაჩენთ ადგილობრივ პროდუქტებს, კამბოჯურ ხელნაკეთ ნივთებს, ტროპიკულ ხილსა და ქმერული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას.
გავაგრძელებთ სეირნობას მდინარე სიემ რიპის გასწვრივ, დავტკბებით ქალაქის მშვიდი ატმოსფეროთი, მყუდრო კაფეებითა და ადგილობრივი ქუჩებით.
გვიან ნაშუადღევს ან საღამოს გავემგზავრებით Pub Street-ისკენ — სიემ რიპის ცნობილ გასართობ უბანში.
აქ დაგვხვდება ცოცხალი საფეხმავლო ქუჩა, ფერადი განათებები, რესტორნები, კაფეები და მაღაზიები.
შევძლებთ დავაგემოვნოთ კამბოჯური სამზარეულო ან დავისვენოთ ერთ-ერთ ადგილობრივ დაწესებულებაში.
შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში. ამდენი რამე გადაგვხდა თავს და ემოციებს გაზიარება სჭირდება.
ღამისთევა სიემ რიპში.
დღე 10 — 11 მარტი
ანგკორ ვატი – ანგკორ თომი – ბაიონი – ტა პრომი
კვება: საუზმე /ლანჩი / სადილი
08:00 — სასტუმროში საუზმე.
შემდეგ შევხვდებით ჩვენს კერძო გიდსა და მძღოლს და დავიწყებთ მთელი დღის ექსკურსიას ანგკორის არქეოლოგიურ პარკში.
08:30 — ანგკორ ვატი (ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე, შეიძ₾ება საუზმემდე წავიდეთ ტაძრის სანახავად, რათა გათენებას იქ შევხვდეთ)
მოვინახულებთ კამბოჯის ყველაზე ცნობილ ტაძარს — ანგკორ ვატს, რომელიც ქმერული არქიტექტურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრად ითვლება.
დავათვალიერებთ მის შთამბეჭდავ გალერეებს, რთულ ბარელიეფებსა და ოსტატურად მოჩუქურთმებულ ქვის დერეფნებს. როდის ააშენეს, როგორ? (ირგვლივ 200 კილომეტრზე მსგავსი ქვა არსად გდია). ამბობენ, მაუგლის შთაგონება ამ ტაძარმა მისცა დისნეის ანიმატორს, როცა მაიმუნების სასახლეს ხატავდაო.
გავეცნობით ანგკორის იმპერიის ისტორიას, რელიგიურ სიმბოლიკასა და არქიტექტურულ მიღწევებს.
12:00 –ლანჩი
შესვენება ადგილობრივ რესტორანში, სადაც შეგვეძლება ტრადიციული ქმერული კერძების დაგემოვნება.
13:00 — ანგკორ თომი
გავაგრძელებთ მოგზაურობას ანგკორ თომში — ქმერული იმპერიის ყოფილ სამეფო ქალაქში.
შევალთ მონუმენტური კარიბჭეებიდან და აღმოვაჩენთ უძველესი დედაქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობას.
ბაიონის ტაძარი
მოვინახულებთ ბაიონის ტაძარს, რომელიც ცნობილია თავისი იდუმალი, მონუმენტური ქვის სახეებითა და რთული ბარელიეფებით.
ბარელიეფებზე გამოსახულია ყოველდღიური ცხოვრების სცენები, ისტორიული მოვლენები და სამეფო მსვლელობები.
ტა პრომი
შემდეგ გავემგზავრებით ტა პრომში — ანგკორის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ ტაძარში.
გავისეირნებთ უძველეს ქვის გალერეებს შორის, დავათვალიერებთ უზარმაზარ ხეებსა და ფესვებს, რომლებიც ტაძრის კედლებს ეხვევა.
ეს უნიკალური ადგილი გვაჩვენებს ბუნებისა და ქმერული არქიტექტურის მრავალსაუკუნოვან თანაარსებობას.
16:30–18:30 — დავბრუნდებით სასტუმროში დასასვენებლად. გვექნება თავისუფალი დრო, რათა დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მოვწესრიგდეთ და დავისვენოთ.
19:00 — სადილი და აფსარას ცეკვა
საღამოს ვივახშმებთ ადგილობრივ რესტორანში, რომელსაც ტრადიციული ქმერული აფსარას ცეკვის წარმოდგენა ახლავს.
დავტკბებით მოცეკვავეების დახვეწილი მოძრაობებით, ელეგანტური კოსტიუმებითა და გამომსახველობითი ჟესტებით.
წარმოდგენა გაგვაცნობს კამბოჯის კლასიკური საშემსრულებლო ხელოვნების სიმდიდრეს.
ვახშმის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში.
ღამისთევა სიემ რიპში.
დღე 11 — 12 მარტი
სიემ რიპი – ჰანოი
კვება: საუზმე /ლანჩი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო, რომელიც დამოკიდებული იქნება ფრენის განრიგზე.
სასტუმროდან გასვლის შემდეგ კერძო ტრანსპორტით გავემგზავრებით სიემ რიპის — ანგკორის საერთაშორისო აეროპორტში.
ჰანოიში დაბრუნების ფრენა.
ჩამოსვლისას ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი გიდი და მძღოლი დაგვხვდებიან და სასტუმროში გადაგვიყვანენ.
გვექნება თავისუფალი დრო დასვენებისა და ქალაქში დამოუკიდებლად გასეირნებისთვის.
ღამისთევა ჰანოიში.
დღე 12 — 13 მარტი
ჰანოი – გამგზავრება სამშობლოში
კვება: საუზმე
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით აეროპორტში.
ფრენა სამშობლოში. სადაც არ უნდა წავიდეთ, საქართველო მაინც რომ გველამაზება, ის დაბრუნება იქნება. მონატრებულებს საჩუქრებს ჩამოვუტანთ და მომავალი თავგადასავლისთვის მოვემზადებით.
ტური დასრულებულია!
ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!
დამატებითი ინფორმაცია:
სასტუმროების კატეგორია: 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები და 4-ვარსკვლავიანი კრუიზი.
შენიშვნა: დოკუმენტში თითოეული ჯგუფის საბოლოო ფასი ცხრილში არ არის შევსებული.
- ფასში შედის
- 3-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება, Superior Double ნომერში, ყოველდღიური საუზმით.
- თანამედროვე, კონდიცირებული THACO-ს 29-ადგილიანი ავტომობილი პროგრამის შესაბამისად.
- ჰანოი – სიემ რიპი – ჰანოის ორმხრივი ავიაბილეთი.
- ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება პროგრამის მიხედვით.
- აეროპორტში დახვედრისა და გამგზავრების ტრანსფერის გიდის მომსახურება.
- პროგრამაში მითითებული კვება:
- B — საუზმე
- L –ლანჩი
- D — სადილი
- პროგრამაში მითითებული ყველა ღირსშესანიშნაობის შესასვლელი ბილეთი.
- ჰა ლონგის ყურეში 4-ვარსკვლავიანი კრუიზი Deluxe ნომრით.
- კაიაკი ან ბამბუკის ნავით გასეირნება ლუონის მღვიმეში.
- ტუან ჩაუს შესასვლელი ბილეთი.
- ფანსიპანის საბაგიროს ბილეთი.
- მინერალური წყალი — დღეში 2 ბოთლი, თითოეული 500 მლ, ერთ მონაწილეზე.
- ფასში არ შედის
- ვიეტნამისა და კამბოჯის ვიზები. (შესაძლებელია პარტნიორთან დამატებით საფასურით გაკეთება)
- საერთაშორისო ავიაბილეთი საქართველოდან ვიეტნამში და უკან.
- ერთადგილიანი ნომრის დამატებითი საფასური.
- სადღესასწაულო დღეების დანამატი.
- სასტუმროში ადრეული შესახლება ან გვიანი გასვლა.
- პროგრამაში მკაფიოდ მითითებული კვების გარდა სხვა კვება.
- სასმელები.
- ჭარბი ბარგის საფასური.
- გიდისა და მძღოლის ჩაი — 5 აშშ დოლარი ერთ მონაწილეზე, დღეში.
- პირადი ხარჯები და ნებისმიერი მომსახურება, რომელიც პროგრამაში მკაფიოდ არ არის მითითებული.
- ბავშვების ფასები
| ასაკი | ტურის ღირებულება |
| 2 წლამდე | უფასო |
| 2–4 წელი | ზრდასრულის ფასის 60% |
| 5–8 წელი | ზრდასრულის ფასის 90% |
| 9 წელზე მეტი | ზრდასრულის სრული ფასი |
2 წლამდე ბავშვის უფასო განთავსება გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ორი ზრდასრული იზიარებს. მეორე ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს ზრდასრულის ფასის 50%.
- გაუქმების პირობები
გაუქმებისას მოქმედებს შემდეგი გადასახადები:
| გაუქმების დრო | გაუქმების საფასური |
| ჩამოსვლამდე 46–40 დღე | 30% |
| ჩამოსვლამდე 31 დღე | 50% |
| ჩამოსვლამდე 25 დღეზე ნაკლები | 70% |
| ჩამოსვლამდე 15 დღეზე ნაკლები ან გამოუცხადებლობა | 100% |
- გადახდის პირობები
- ჯავშნის დეპოზიტი: მთლიანი ღირებულების 50%.
- საბოლოო გადახდა: დარჩენილი 50% უნდა გადაიხადოთ გამგზავრებამდე არაუგვიანეს 15 დღისა.
- მნიშვნელოვანი შენიშვნები
- ჰო ჩი მინის მავზოლეუმი ორშაბათობითა და პარასკევობით დაკეტილია. თუმცა შესაძლებელია მავზოლეუმის ფოტოს გადაღება და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება.
- ტაძრებში, პაგოდებში, ჰო ჩი მინის მავზოლეუმსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში რეკომენდებულია მოკრძალებული ჩაცმულობა — მხრები და მუხლები დაფარული უნდა იყოს.
- რეკომენდებულია თან იქონიოთ ნაღდი ფული, მობილური ტელეფონი ან კამერა, საწვიმარი ან ქოლგა, მზისგან დამცავი საშუალება და ამინდის შესაბამისად საჭირო ნივთები.
- ჰა ლონგის ყურეში ჯგუფური ექსკურსიის დღეს გიდის მომსახურება არ იქნება.
- მარშრუტის თანმიმდევრობა შესაძლოა შეიცვალოს სიტუაციისა და ამინდის შესაბამისად ჩენი უსაფრთხოებისთის.
- სასტუმროების სრულად დაჯავშნის შემთხვევაში შესაძლებელია მათი ეკვივალენტური სასტუმროებით ჩანაცვლება.
- სასტუმროების ჩამონათვალი
| ქალაქი | სასტუმრო | კატეგორია |
| ჰანოი | The 20 Hotel | 3★ |
| ჰანოი | CWD Hotel | 3★ |
| ჰა ლონგი | Cozy Bay Grand Cruise | 4★ |
| ნინ ბინი | Binh An Nhien Hotel | 3★ |
| ნინ ბინი | Elegance Ninh Binh Hotel | 3★ |
| სიემ რიპი | Le Grand Indochine Hotel | 4★ |
| სიემ რიპი | Residence Indochine d’Angkor | 4★ |
სასტუმროების კონკრეტული ნომრების ტიპები პარტნიორის დოკუმენტში მითითებულია Superior / Deluxe Double Room კატეგორიებად.
📩 სრული პროგრამისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში სიტყვა „ვიეტნამი“.
