წერითი თერაპია ზრდასრულებისთვის

წერითი თერაპია ზრდასრულებისთვის შექმნილი კურსია, სადაც კემპბელის “გმირის მოგზაურობა” იუნგიანური პერსპექტივითაა დანახული და მონაწილეები საკუთარი ცხოვრების შესახებ წერენ და ამ დაწერილ ამბებს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად აანალიზებენ.

სრულებით არაა აუცილებელი მხატვრული წერის უნარებს ფლობდეთ, წერითი თერაპიის კურსი მათთვისაც შეიქმნა, ვისაც ჯერ არასოდეს არაფერი დაუწერია.

ჯგუფი 8-10 მონაწილისგან შედგება და გრძელდება 24 შეხვედრა (გაგრძელება შესაძლებელია ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე).

შეხვედრები კვირაში ერთხელ, იოსებიძის 57-ში ტარდება და გრძელდება 2.5 საათი (ლანჩ შესვენებით).

სეზონზე 1 ჯგუფი კომპლექტდება. განაცხადის შევსება ავტომატურ დასტურს არ ნიშნავს, მაგრამ თუ თქვენ კონკრეტულ ჯგუფში აღმოჩნდებით, დაუვიწყარი თავგადასავალი გელოდებათ საკუთარ და სხვის სამყაროში მოგზაურობისთვის.

შეხვედრის ადგილი: თბილისი. იოსებიძის 57

დღე: შეთანხმდება ჯგუფის წევრებთან

საათი: 19:00-21:30

კურსის საფასური: 1500 ლარი (20 შეხვედრა). გვაქვს უპროცენტო განვადება. შესაძლებელია გადასახადის 2 ეტაპად გადახდა. (ერთიანი გადახდისას, მიიღებთ დამატებით 10 პროცენტიან ფასდაკლებას)

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

წინასწარ განაცხადებს უკვე ვიღებთ აქ: https://forms.gle/UV72gG3tLr22iRBp9