ზღაპრით თერაპიისა ბიბლიოთერაპიის კურსი

ხალხური და საავტორო ზღაპრები დიდი ხანია გამოიყენება ფსიქოთერაპიაში თერაპიის მიზნით, თქვენ საშუალება გექნებათ დარგის გამორჩეული სპეციალისტისგან მიიღოთ ამ თემაზე იქნება საუბარი კურსში

 

შეხვედრების რაოდენობა

1 მოდული 4 შეხვედრა (19:00-22:00)

2 მოდული 4 შეხვედრა (19:00-22:00)

პირველი მოდული ზღაპრითთერაპია

  1. ზღაპარი და მისი სტრუქტურა. ხალხური ჯადოსნური ზღაპრების საერთო სქემა
  2. როგორ ვიყენებთ ზღაპარს თერაპიის მიზნით. მეთოდები და მიმართულებები.
  3. ტექნიკები:
    1. დაწყებული ზღაპრის დასრულება
    2. ზღაპრის დაწერა სხვადასხვა სქემის მიხედვით.
  4. ზღაპრითთერაპევტების მიერ შექმნილი თერაპიული ზღაპრების გაცნობა და მათი გამოყენება პრაქტიკაში.

მეორე მოდული ბიბლიოთერაპიის კურსი

არტთერაპია იყენებს თერაპიის მიზნით ხელოვნების ყველა დარგს, რა თქმა უნდა ლიტერატურასაც. ეფექტურად გამოიყენება, როგორც უკვე არსებული სხვადასხვა სტილის ნაწარმოებები ასევე კლიენტი თვითონ ქმნის რაიმეს.

  1. რა არის ბიბლიოთერაპია.მიმართულებები და მაგალითები.
  2. ტექნიკა სინკვეინი – 11 სიტყვიანი ლექსის დაწერა პრობლემურ სიტუაციაზე.
  3. ტექნიკა ხოკუ (აღებულია ერთ-ერთი იაპონური ლექსის წყობა, ისევე როგორც სინკვეინი)
  4. თერაპიული იგავები. განხილვა, როგორც საავტორო თერაპიული იგავების, ასევე აღმოსავლური თუ სხვა ქვეყნების იგავების გამოყენება თერაპიის მიზნით.

ორივე მოდულის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

სერტიფიცირებულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გასაუბრების გარეშე დაესწრონ მესამე მოდულსაც, რომელიც თერაპიული ზღაპრების წერის მასტერკლასს გულისხმობს.

კურსის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ზღაპრების გამოცემა.

მესამე (დამატებითი) მოდული – როგორ დავწეროთ თერაპიული ზღაპარი

მესამე მოდული მოიცავს 4 შეხვედრას და ძირითადი დრო დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მათ განხილვას.

შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი

კურსის პირველ ორ მოდულს უძღვება ნინო კანდელაკი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი, ფსიქოსინთეზის და ერიქსონის ჰიპნოზის სპეციალისტი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ოსტატი, ენეაგრამის ოსტატი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი 20 წლიანი გამოცდილებით.

მეორე მოდულს უძღვებიან გურამ მეგრელიშვილი და ნინო კანდელაკი

თითო მოდულის საფასურია 320 ლარი
პირველი ორი მოდულის გავლის შემდეგ სერტიფიცირებულ მონაწილეები მიიღებენ 20 პროცენტიან ფასდაკლებას მესამე მოდულზე.


რეგისტრაცია 25 დეკემბრამდე: https://forms.gle/vo3CBEVZXDBNvXtKA

კურსზე დაშვება საფასურის წინასწარ გადახდის შემდეგ.
ადგილები შეზღუდულია.