სვანეთი – საქართველოს სახურავი
650,00 ₾
სვანეთი – მოგზაურობა საქართველოს სახურავზე 🏔️
📅 22-25 ივლისი, 2027
💳 მოგზაურობის საფასური – 650 ლარიდან
ოთხი დღით სვანეთში მივდივართ – კოშკების, მთის ტბების, ძველი ტაძრებისა და სვანური სტუმართმოყვარეობის გასაცნობად. გზად ბევრი ამბავი, გემო და ახალი ნაცნობობა გველოდება.
🗓 პირველი დღე, 22 ივლისი – გზა, როგორც თავგადასავალი
06:00 საათზე თბილისში, “ველოქანდაკებასთან” ვიკრიბებით. ვიღაც ყავას სვამს, ვიღაც ჯერ კიდევ თვლემს, ვიღაც კი ჩანთას ამოწმებს – ყველაფერი წამოვიღეთ? საზამთრო ხომ არ დაგვავიწყდა? 🍉
გზად ერთმანეთს გავიცნობთ. ზესტაფონში ხაჭაპურისთვის შევჩერდებით, ზუგდიდში კი “დიარონში” მეგრულ სამზარეულოს დავაგემოვნებთ.
ენგურის წყალსაცავთან ფოტოებს გადავიღებთ, ცოტა ხნით შევისვენებთ და სვანეთის აღმართებს შევუდგებით.
საღამოს მესტიაში, ფალიანების ოჯახში დავბინავდებით. შემდეგ რატიანების სახლ-მუზეუმს ვესტუმრებით, ტრადიციულ მაჩუბს ვნახავთ და კოშკიდან მესტიას გადავხედავთ.
დღეს საუბრებითა და გზიდან წამოღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით დავასრულებთ.
🗓 მეორე დღე, 23 ივლისი – მთები იწყებენ ლაპარაკს
დილას ოჯახური საუზმით დავიწყებთ – თბილი პურით, კარაქით, თაფლით, ხაჭოთი და ჩვენი მასპინძლების მომზადებული გემრიელობებით.
მოვინახულებთ:
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს.
- ჰაწვალს – საბაგიროდან მთებსა და მესტიას გადავხედავთ.
- ლაღამს.
შუადღეს სვანურ კუბდარს დავაგემოვნებთ, შემდეგ კი მსურველებთან ერთად ქორულდის ტბებისკენ გავემგზავრებით. მთის გზას მაღალი გამავლობის მანქანებით ავივლით და საღამოს მესტიაში დავბრუნდებით.
🗓 მესამე დღე, 24 ივლისი – კალა და ჰეშკილი
კალას ვესტუმრებით. მთის წვერზე მდგარ ტაძრამდე დაახლოებით 800 მეტრს ფეხით გავივლით.
ნაშუადღევს ჰეშკილის ქოხებში ვისადილებთ. აქ მთების ყურების, ფოტოების გადაღებისა და ცნობილ საქანელაზე ქანაობის დრო გვექნება.
შემდეგ ლატალს მოვინახულებთ, საღამოს კი მესტიაში დავბრუნდებით. მსურველები ადგილობრივ ლუდსაც დავაგემოვნებთ. 🍺
🗓 მეოთხე დღე, 25 ივლისი – უშგული და შხარა
ჩვენი ბოლო დღის მარშრუტია:
- ნაკიფარი.
- სიყვარულის კოშკი.
- უშგული.
- შხარის ხედები.
- ლამარია.
უშგულში ვისადილებთ და ქვემო სვანეთის გავლით თბილისისკენ დავეშვებით. დედაქალაქში გვიან ღამით დავბრუნდებით.
🎁 მოგზაურობის მონაწილეებს “ფასკუნჯის” სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
✅ საფასურში შედის:
- განთავსება ორადგილიან ნომრებში, საუზმით.
- პროგრამით გათვალისწინებული მუზეუმების ბილეთები.
- საბაგიროს ბილეთები.
- პროგრამით გათვალისწინებული ტრანსპორტირება, ქორულდის ტბების მონაკვეთის გარდა.
❌ საფასურში არ შედის:
- ერთადგილიან ნომერში განთავსების დამატებითი საფასური.
- სადილები და ვახშმები.
- ალკოჰოლური სასმელები.
- ქორულდის ტბებზე ასვლა – დაახლოებით 40 ლარი.
- სუვენირები.
📩 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
აღწერა