აღწერა

გინდა გახდე კვალიფიციური ფსიქოკონსულტანტი ან აიმაღლო კომპეტენციები აღნიშნულ დარგში და არ იცი საიდან დაიწყო?

გაქვს დიპლომი, მაგრამ არ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი უნარები?

გაქვს თეორიული ცოდნა და სათანადოდ ვერ იყენებ პრაქტიკაში?

გაქვს პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა განიცდი თეორიული ცოდნის სიმცირეს?

ამთავრებ უნივერსიტეტს და ცდილობ ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას?

ცდილობ სპეციალობის შეცვლას და ახალი კომპეტენციების დაუფლებას?

თუ ამ კითხვების უმეტესობაზე დადებითი პასუხები გაქვს, გელოდებით “ფასკუნჯში”.
კურსი მოიცავს:

თეორიულ ცოდნას

პრაქტიკულ ინსტრუმენტებს

რეალურ ქეისებს

კონსულტირების სიმულაციებს

მონაწილეების თვითრეფლექსიას
კურსის განმავლობაში მონაწილეები დაეუფლებიან:

უსაფრთხო და ეფექტური კონსულტაციის წარმართვას

სწორი კითხვების დასმის ხელოვნებას

თერაპიული ალიანსის შექმნას

ემოციურ სირთულეებთან მუშაობას

პროფესიული საზღვრების დაცვას

I კვირა – ფსიქოკონსულტირების საფუძვლები

ფსიქოკონსულტირების არსი, მიზნები და ამოცანები

ფსიქოლოგის, ფსიქოკონსულტანტის, ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრისა და ქოუჩის მსგავსება და განსხვავება

ეფექტური კონსულტანტის თვისებები, ტიპიური შეცდომები და პროფესიული რისკები

პრაქტიკული სავარჯიშო – აქტიური მოსმენა

საშინაო დავალება და თვითრეფლექსია

II კვირა – კონსულტირების პროცესი და პირველი სესია

კონსულტაციური ატმოსფეროს ფორმირება და პირველი სესიის სტრუქტურა

პირველადი ინტერვიუს ძირითადი ეტაპები

კლიენტთან კონტაქტის დამყარება და ინფორმაციის შეგროვება

ემპათიური რეაგირების პრაქტიკა

საშინაო დავალება და თვითრეფლექსია

III კვირა – ფსიქოკონსულტირების პროცესის ეტაპები და სტრუქტურა

ფსიქოლოგიური კონსულტაციის 4 ეტაპი

ძირითადი ტექნიკები და კითხვები, როგორც ინსტრუმენტი

პირველ სესიაზე დასასმელი საორიენტაციო კითხვები

დემო-სესია

საშინაო დავალება და თვითრეფლექსია

IV კვირა – ფსიქოკონსულტირების ფორმები

პრობლემაზე, პიროვნებასა და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული კონსულტაცია

ინდივიდუალური კონსულტაციის ეტაპები

ეთიკური პრინციპები

პირველი სესიის სიმულაცია

ეფექტური კითხვების გამოყენება

საშინაო დავალება და თვითრეფლექსია

V კვირა – კლიენტების ტიპოლოგია და ძირითადი დაკვეთები

კლიენტების ტიპოლოგია

რთულ კლიენტებთან კომუნიკაციის პრინციპები

დაკვეთის გამოკვეთისთვის დამხმარე კითხვები

დემო-სესია “რთულ” კლიენტთან

ქეისის შედგენა და საჭიროების განსაზღვრა

საშინაო დავალება და თვითრეფლექსია

VI კვირა – ფსიქოკონსულტანტთან მომართვიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმები

თვითშეფასება

ემოციების მართვა

კომუნიკაცია

დროის მართვა

მიზნების დასახვა

დანაკარგთან ადაპტაცია

ტოქსიური ურთიერთობების მართვა

“არა”-ს თქმის ხელოვნება

კურსის შეჯამება

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკტი.

საავტორო კურსის ავტორი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი

კურსი იწყება 4 ივნისს

დრო: 19:00 საათი

კურსის ღირებულება: 500 ლარი (სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)

მისამართი: იოსებიძის 57, სართული 10