წერის მასტერკლასი


https://youtu.be/wAWaa0nLl_Yთუ გიფიქრია საკუთარი წიგნის დაწერაზე, გაქვს მოსაყოლი ამბავი შენ ან სხვის ცხოვრებაზე, უკვე წერ და გინდა უკეთ დაოსტატდე საქმეში, რომელიც გიყვარს,
წერის მასტერკლასზე გეპატიჟები!
ესაა სხვადასხვა ლიტერატურული სკოლის, თანამედროვე ტექნიკებისა და ჩემი პირადი გამოცდილების, როგორც ავტორის 20 წლიანი გამოცდილებით, თქვენთვის გაზიარება.
როგორ შევარჩიოთ სწორი იდეა, რომელსაც წიგნად გადაქცევის პერსპექტივა აქვს.
როგორ გადავაქციოთ იდეა დრამატურგიულად სწორად გამართულ ტექსტად.
როგორ მივიყვანოთ დაწერილი ტექსტი საგამომცემლო კონდიციამდე.
როგორ ვიურთიერთოთ გამომცემლობებთან ისე, რომ ჩვენი წიგნი მათთვის საინტერესო გახდეს.
როგორ გამოვცეთ წიგნი.
პროექტი რამდენიმე მოდულისგან შედგება:

  • 1 მოდული: იდეიდან პირველ მონახაზამდე (პერსონაჟების დახვეწა, დამუშავება)
  • 2 მოდული: სიუჟეტური ხაზის შეკვრა, სამწერლო ტექნიკის რამდენიმე საიდუმლო.
  • 3 მოდული: ნაბიჯ-ნაბიჯ. ტექსტის ძირითადი ნაწილის შექმნა.
  • 4 მოდული: მხატვრული ნაწარმოებისთვის დასრულებული სახის მიცემა.
  • 5 მოდული: ტექსტის რედაქტირება, საგამომცემლო კონდიციამდე მიყვანა.

კურსის მიმდინარეობისას დაგეგმილია შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, რედაქტორებთან, წიგნის დიზაინერებთან, გამომცემლებთან, რათა სრულად დავინახოთ პროცესი იდეიდან გამოცემულ წიგნამდე.

საავტორო კურსის ხელმძღვანელია მწერალი, გურამ მეგრელიშვილი.

შეხვედრები ჩატარდება შერეულად: ადგილზე დასწრებით და ონლაინ, google meet პლატფორმის მეშვეობით.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/MCUwtEB6mgyy58r67

კურსი 5 თვიანია (20 შეხვედრა ). შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ.

4 შეხვედრის საფასური (სასუსნაოებისა და სასმლის შესვენებით) 250 ლარია. მთლიანი კურსის გადახდისას თქვენ მიიღებთ 20 პროცენტიან ფასდაკლებას 1000 ლარი. ნახევარი კურსის გადახდისას კი 10 პროცენტი ფასდაკლება გექნებათ (560+560 ლარი).

შეხვედრის ადგილი: თბილისი, იოსებიძის 57

შეხვედრის დრო: 19:00-21:30