ფასკუნჯი kids

ჩვენ წაკითხულის გააზრებას, ფანტაზიის ვარჯიშს და შემოქმედებით აზროვნებას ვასწავლით!

გამოცხადდა მიღება კვირის 15:00 საათიან ჯგუფში!

ფენტეზის ჟანრის ყველაზე ცნობილი ქართველი ავტორი და ნიუტონის სკოლის პედაგოგი თქვენ შვილებს (9-12 წელი) შემოქმედებით აზროვნებას და მხატვრულ წერას “ფასკუნჯში” შეასწავლის.

ეს გონიერების, ფანტაზიის, სიკეთისა და უზარმაზარი ცოდნის მიღების 8 თვიანი თავგადასავალი იქნება.

ნატო დავითაშვილის საავტორო კურსის მთავარი პრინციპი მენტორიდან მოსწავლეზე ცოდნის იმგვარად გადაცემაა, რომ ფანტაზია და შემოქმედობითობა კი არ ჩაკვდეს, გაღრმავდეს და ცხოვრებაში შემოქმედებითად გამოიყენოს.

9-12 წლის მოზარდები წაიკითხავენ ზღაპრებს, ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურას. შეძლებენ გაიაზრონ წაკითხული და გასაგებად გადასცენ მსმენელს. თავადაც შექმნან პატარა ან მოზრდილი ზომის ტექსტები და ავარჯიშონ გონება შემოქმედებითად.

კურსი 8 თვიანია და გაიმართება ხოლმე კვირაობით ორ ჯგუფად: 13:00-14:30 და 15:00-16:30

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/hcjEiGGWmAP6a6Rz7

1 თვის (4 შეხვედრა) საფასური 140 ლარია.

ონლაინ დასწრების საფასური 125 ლარი