
წერითი თერაპია
99,00 ₾
„შენი ცხოვრების სცენარი და ადამიანები“ წერითი თერაპიის კურსის ვიზუალური სიმულაციაა და ის „ფასკუნჯი – გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის“ დამფუძნებელს ეკუთვნის.
აღწერა
დაფა, რომელიც ტუბში დევს, ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თქვენი ცხოვრების ფრთხილი გააზრებისთვის შეიძლება გამოგადგეთ.
ვიზუალი ისეა შედგენილი, რომ წრე, რომელიც ჯოზეფ კემპბელის „გმირის მოგზაურობის“ პრინციპს მიყვება, ჩვენი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს ეხება (სასურველია მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია „გმირის მოგზაურობაზე“ ან ჩაეწეროთ გურამ მეგრელიშვილის „წერითი თერაპიის კურსზე“).
მთლიანი დაფა დაყოფილია 96 უჯრად, შეკითხვად, ყველა ეტაპი კი 8 შეკითხვას მოიცავს. დაფაზე 4 ფერია, თითოეული ფერი, თავის მხრივ, არქეტიპულ 4 მთავარ კვადრატს მოიაზრებს თავში (არქეტიპების მოკლე აღწერა შეგიძლიათ მიიღოთ მეილზე მოთხოვნის შემთხვევაში).
დაფის კიდეებზე დატანილია QR კოდები, რომელთა სკანირების შემდეგ, თქვენ 32 „ტვინის მახეს“ და მათგან თავდახსნის ტექნიკას მოისმენთ (რაც მთელი წლის განმავლობაში გამოგადგებათ კარგად გაიაზროთ გმირის მოგზაურობის რომელ ეტაპზე იმყოფებით).
ტუბში მოთავსებულია 2 კატეგორიის ბარათები, 1-დან 96-ის ჩათვლით რომელიცაა, ეს თქვენი ინსტრუქციაა, რომელსაც წლის განმავლობაში უნდა მიჰყვეთ, დეტალურად და სიღრმისეულად, წერილობით გასცეთ პასუხები და საჭიროების შემთხვევაში, დაამუშავოთ პირად ფსიქოთერაპევტთან.
ბარათების მეორე შეკვრა (ა-ჰ) ზეპირი თამაშისთვისაა, რომელიც მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად შეიძლება გაიაზროთ, რათა უკეთესად გაიცნოთ ერთმანეთი და შეძლოთ უფრო ღია კომუნიკაცია. (ამ ბარათებზე მოცემული შეკითხვები ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკებისა და სკოლების სახელმძღვანელოებში და ძირითადად NLP ტექნიკოსები იყენებენ).
96 საფეხურის გავლის შემდეგ, რეკომენდებულია ხელახლა გადაიკითხოთ მთელი წლის განმავლობაში მოგროვებული ნაწერები და ხელახლა გაიაზროთ დაწერილი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნაწერი სანდო ადამიანს ან პროფესიონალსაც გაუზიაროთ.
გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრების სცენარში მთავარი მოქმედი პირი თქვენ ხართ და რა სიუჟეტიც არ უნდა გქონდეთ, ეს თქვენი აუწონავი გამოცდილებაა, რომელსაც ერთ მთლიანობაში შეკრულს სხვანაირი თვალით წაიკითხავთ.
ბედნიერ გმირის მოგზაურობას გისურვებთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.