ინდივიდუმი

Back To Shop

ინდივიდუმი

99,00 

„ინდივიდუმი“ ფსიქოლოგიური თამაშია, რომელიც „ფასკუნჯის“ დამფუძნებელს, გურამ მეგრელიშვილს ეკუთვნის.

„ინდივიდუმს“ 4-8 მონაწილე თამაშობს და პრინციპი საკმაოდ მარტივია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.

თამაშის შემქმნელი რეკომენდაციას გაძლევთ იყოთ გახსნილი თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და თუ საჭიროდ არ თვლით ჯგუფს იმაზე მეტი გაუმხილოთ, ვიდრე ამისთვის მზად ხართ, თავი შეიკავოთ კითხვაზე ხმამაღლა პასუხისგან. თუ თამაშის ბოლოს უსიამოვნო და მტკივნეული ემოცია არ დაიხურა, რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოთერაპევტთანაც.

 

კატეგორია:

აღწერა

თამაშის ინსტრუქცია:

1: თამაშის დაწყების წინ, ყველა მონაწილე ყუთში ჩადებული პლასტელინისგან ქმნის საკუთარ ავატარს, მეორე „მე-ს“, პატარა კაცუნას, ნივთს ან ნიშანს, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში უნდა იმოგზაუროს.

2: ყველა მონაწილემ უნდა აირჩოს რესურსების სიიდან ნებისმიერი 3, რომელიც მას ცხოვრებისეულ მოგზაურობაში სჭირდება ან გამოადგებოდა. (რესურსის არჩევისას, სასურველია ჯგუფს უთხრათ, რატომ აარჩიეთ ეს რესურსი).

3: ყველა მონაწილემ უნდა ჩამოწეროს მითითებული პერსონაჟების შესაბამისი ადამიანი მისი ცხოვრებისგან (პროტაგონისტი ეს თავადაა, ანტაგონისტი, ქალღმერთი და სხვა იხილეთ აღწერაში).

4: შენობები: მოგზაურობის პროცესში უჯრაზე, სადაც შეგხვდებათ ჩადგი შენობა“ (შესაბამის დავალებასთან ერთად), უნდა ჩადგათ ჩამოთვლილი შენობებიდან რომელიმე და იმოქმედოთ შესაბამისად (ერთი შენობის ორჯერ გამოყენება არ შეიძლება).

5: თამაშს იწყებს ის მონაწილე, ვინც ბოლო შექმნის საკუთარ ავატარს.

6: თამაშში შესვლა (საწყისი წერტილი) ციფრი 1-ია. ამ შეკითხვას ყველა მონაწილე გასცემს პასუხს და ამის შემდეგ შეიძლება კამათლის გაგორება. მონაწილეები იმდენ უჯრაზე გადადიან, რამდენიც კამათლით ამოდის.

7: გზაგასაყართან მონაწილემ უნდა აირჩოს მარჯვნივ მიდის, თუ მარცხნივ, ამ მონაკვეთის გავლისას, სიმბოლურად, ხმამაღლა ვამბობთ ჩვენი ცხოვრების მიმდინარე მომენტში ყველაზე დიდი დისონანსი სად გვაქვს. (რა არჩევანის წინაშე ვდგავართ)

8: როდესაც ფურცელზე შეგხვდებათ მითითება „დაწერე და დადე სასაფლაოზე“, სჯობს ეს ნაწერი რაიმე ფორმით გამორჩეულ ადგილას მოათავსოთ (თქვენს მარჯვენა ხელთან ახლოს). ამ ნაწერს არავინ კითხულობს თქვენს გარდა.

9: ციფრზე დადგომისას, სადაც სიმულაციური გასაუბრება, ჩახუტება ან სხვა დავალება გაქვთ რომელიმე მონაწილესთან, თამაში ჩერდება და გამგორებელი და მონაწილე, ვისაც ის არჩევს, ათამაშებენ სიმულაციურ ცხოვრებისეულ სიტუაციას (თანაშემწე, ანუ შერჩეული მონაწილე თავისუფალია პასუხებში და ლაპარაკობს იმას, რასაც შინაგანი კარნახობს).

10: კამათლის გაგორებისას, ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება არ გადაადგილდეს წინ და პასუხი გასცეს სხვა მოთამაშის მიერ უკვე გავლილ კითხვას, თუ მასზე ლაპარაკის სურვილი გაუჩნდა.

11: გადაგდებული და დახარჯული რესურსების, მოშორებული პერსონაჟების უკან დაბრუნება აღარ შეიძლება, თუ შესაბამისი დავალება არ მოგცათ თამაშმა.

12: როდესაც ამოგდით კონკრეტული შეკითხვა, სჯობს მონაწილეებთან დაზუსტდეს რა იგულისხმება ამ სიტყვის უკან (მაგალითად, რას ნიშნავს შურისძიება), რომ სწორად მოხდეს ყველაფრის სახელდება.

13: თითოეული შეკითხვის საპასუხოდ, მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, რათა დაფიქრდეს. ასეთ მომენტში, მას შეუძლია დატოვოს დაფა, განმარტოვდეს და მოიტანოს პასუხი. ეს თამაში არაა შეჯიბრი ფინალამდე სწრაფად მისვლაზე.

14: თუ რომელიმე მონაწილე თვლის, რომ მას არ აქვს შინაგანი რესურსი თამაშის დასასრულებლად, სჯობს თამაშიდან გავიდეს მას შემდეგ, რაც შეასრულებს დავალებას 56, 57, 58, 59, 60, 61, 62. (55-ის შემდეგ მხოლოდ 1 უჯრაზე გადაადგილდებით, რა ციფრიც უნდა ამოვიდეს). 55-ის მერე, გადაადგილება მხოლოდ 1 უჯრითაა შესაძლებელი. რა ციფრიც გინდა ამოგივიდეთ. ციფრ 9-სთან გზა ორად იყოფა, უნდა აირჩიოთ მარჯვნივ მიდიხართ, თუ მარცხნივ.

15: თამაშის რეკომენდებული დრო 3-6 საათია.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ინდივიდუმი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *