Back To Shop

270,00 

აღწერა

📖 გამოცდამდე 1 ნაბიჯია

სააბიტურიენტო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მენტორი: ნატო ცერცვაძე

ეროვნულ გამოცდებზე წარმატება მხოლოდ ცოდნის საკითხი არ არის. მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგია, ტექსტის ანალიზის უნარი, არგუმენტირებული წერა და გამოცდის ფორმატის სიღრმისეული ცოდნა.

„გამოცდამდე 1 ნაბიჯია“ არის ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შედეგის მიღებას.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ეროვნული გამოცდების ფორმატზე, განიხილავენ მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, დახვეწენ წერით უნარებს, შეისწავლიან შეფასების კრიტერიუმებს და რეგულარულად შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, ექნებათ ეროვნული გამოცდების სიმულაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად აფერხებს მაღალქულიან შედეგს.

რას მიიღებს მოსწავლე?

  • ეროვნული გამოცდის მოთხოვნების სიღრმისეულ ცოდნას;
    • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარებას;
    • არგუმენტირებული ესესა და მსჯელობის წერას;
    • ინდივიდუალურ უკუკავშირს შესრულებულ დავალებებზე;
    • გამოცდისთვის საჭირო სტრატეგიებისა და პრაქტიკის დაუფლებას;
    • თავდაჯერებულობას გამოცდის წინ.

🎓 მიღება:
პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება გასაუბრების საფუძველზე.

🏆 განსაკუთრებული შესაძლებლობა

მოსწავლეებს, რომლებიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნულ გამოცდაზე 60 ქულიან შედეგს მიაღწევენ, მიიღებენ ფასკუნჯის სპეციალურ საჩუქარს.

🕒 ფორმატი:
კვირაში 3 შეხვედრა (2 ონლაინ და 1 ადგილზე)
2 საათი (სასუსნაო შესვენებით)

📍 მისამართი:
თინა იოსებიძის 57, XI სართული

💳 საფასური:
220 ლარი თვეში (მხოლოდ თხზულების წერაზე ორიენტირებული პროგრამა, კვირაში 2 შეხვედრა)

280 ლარი (სრული სააბიტურიენტო პროგრამა, კვირაში 3 შეხვედრა)

📝 რეგისტრაცია:
https://forms.gle/6x5rMxLGsJjUZwPW6