აღწერა
ლექცია-მოგზაურობა თბილისში: 1028 დღის რესპუბლიკა
ქვეყნის ისტორია მხოლოდ წიგნებში არ იწერება – ის ქალაქის ქუჩებში, შენობებში და იმ გზებზე ცხოვრობს, სადაც ერთ დროს თავისუფლება დაიბადა.

26 მაისისადმი მიძღვნილ ლექცია-მოგზაურობაში ერთად გავივლით იმ გზას, სადაც განათლება, კულტურა და პოლიტიკური აზროვნება ერთ დიდ ეროვნულ მოვლენად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებად შეიკრა.

რას გავიგებთ და ვნახავთ?

დავიწყებთ უნივერსიტეტიდან, ადგილიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ეროვნულ ცნობიერებას

გავივლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე, სადაც თბილისის კულტურული და პოლიტიკური გულისცემა ისმოდა

შევეხებით იმ სივრცეებს, სადაც იბადებოდა ავანგარდი, ხელოვნება და თავისუფალი აზრი

დავასრულებთ ისტორიულ ადგილზე, სადაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა

გვინდა ეპოქა გავაცოცხლოთ, სადაც გაიგებთ, როგორ იქცა იდეა სახელმწიფოდ.

მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია

შემოგვიერთდი და გადააბიჯე შენი ქვეყნის ისტორიაში
საფასური: 45 ლარი (“ფასკუნჯი” Priority ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს ფასდაკლება)
თარიღი და დრო: 16 მაისი, 12:00 (ტურის ხანგრძლივობა 4 საათი)
მსურველები გაწევრიანდით ჯგუფში: